„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№23/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.014519
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 44, 20/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.519

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის      

  ბრძანება№23/ნ

2010 წლის 15 აპრილი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს 2006 წლის 16 ოქტომბრის №58 დადგენილების პირველი მუხლის 33-ე პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანებაში (სსმ III, 19.10.2007წ., №146, მუხ. 1642)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“;

ბ) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის თანდართული წესდება.“;

გ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდება“;

დ) ბრძანებით დამტკიცებული წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი (შემდგომში – ინსტიტუტი) ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით, საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობას.“.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.04.2010.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 15.04.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №23/ნ. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.022.014519.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.04.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერნეტიკის ინსტიტუტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №958 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №23/ნ, 15.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.014519 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1011594/