„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.014.530
საქართველოს იუსტიციის
მინისტრის ბრძანება №91
2010 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., №132, მუხ. 1163) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 202 მუხლი:
„მუხლი 202. ბიომეტრიული პასპორტი
სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ 16 წელს მიღწეულ პირებზე პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა მხოლოდ ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (ბიომეტრიული პასპორტი), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ჯანმრთელობის მდგომარეობის, ფიზიკური ნაკლის ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისაგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე წარმომადგენლის მეშვეობით ბიომეტრიული პასპორტი არ გაიცემა.“.
2. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-ე მუხლი:
„მუხლი 31. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობა
1. 2010 წლის 1 ივნისამდე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო რეგისტრაციის დროს, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 12915 მუხლის შესაბამისად საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის გაცემისას, შესაცვლელი პირადობის მოწმობის მიმართ არ გამოიყენება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი წესი.
2. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის გაცემისას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა უქმდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში შესაბამისი აღნიშვნის გაკეთებით და, როგორც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 12915 მუხლის მოთხოვნათა რეალიზაციის მიზნით, მხოლოდ 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებზე აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელებისათვის.
3. საქართველოს მოქალაქის პირადობის დროებითი მოწმობის მოქმედების ვადა იწურება მისი საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობით შეცვლისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 2010 წლის 1 სექტემბრისა.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.04.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 21.04.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №91. სარეგისტრაციო კოდი — 010130000.22.027.014530.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.04.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ, №91, 21.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.014530 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1011628/