№29 ყაზბეგისა და №28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 26.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №31/2010
სარეგისტრაციო კოდი 010190020.15.008.014549
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 27/04/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.04.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
№29 ყაზბეგისა და №28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.190.020.15.008.014.549
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალურისაარჩევნო კომისიის
დადგენილება №31/2010
2010 წლის 26 აპრილი
ქ. თბილისი
№29 ყაზბეგისა და №28 დუშეთის საოლქო საარჩევნო კომისიებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება №29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქის შემადგენლობაში არსებულ ყველა საუბნო საარჩევნო კომისიებსა და №28 დუშეთის საარჩევნო ოლქის შემადგენლობაში შემავალ №34 შატილის, №42 გუდანისა და №43 ხეობის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამ კომისიათა პირველი სხდომების ჩატარება, კომისიის წევრთა შეკრება და ამომრჩეველთა სიების გამოკვრა, რის გამოც შეუძლებელი ხდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების შესრულება.
შესაბამისად, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗.
№29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქში შემავალი ყველა საუბნო საარჩევნო კომისიისა და №28 დუშეთის საარჩევნო ოლქში შემავალი №34 შატილის, №42 გუდანისა და №43 ხეობის საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომის მოწვევის თარიღი განისაზღვროს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების განკარგულების საფუძველზე.
მუხლი 2🔗.
საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული განკარგულებები გამოსცენ და პირველი სხდომის მოწვევის თარიღი დაადგინონ შესაბამისი ხელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დადგომისთანავე. აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ცესკოსა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა წევრს.
მუხლი 3🔗.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 4🔗.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე