„საზღვარგარეთ მუდმივად ან დროებით მყოფი ამომრჩევლის 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №28/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33/2010
სარეგისტრაციო კოდი
010210010.15.008.014551
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 27/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.551

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია                                        საქართველოს ცენტრალური

 საარჩევნო კომისიის დადგენილება №33/2010

2010 წლის 26 აპრილი

 ქ. თბილისი

„საზღვარგარეთ მუდმივად ან დროებით მყოფი ამომრჩევლის 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის     22 აპრილის №28/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

           მუხლი 1.

„საზღვარგარეთ მუდმივად ან დროებით მყოფი ამომრჩევლის 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობის პროცედურების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №28/2010 დადგენილების (სსმ III, 23.04.2010, №46) პირველი მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1.

 სხვა სახელმწიფოში მუდმივად ან დროებით მცხოვრები ამომრჩეველი

ა) რომელიც გავიდა ქვეყნიდან 2010 წლის 1 იანვრამდე და 2010 წლის 15 მაისის მდგომარეობით ქვეყანაში არ დაბრუნებულა, თუ იმავდროულად ასეთი ამომრჩეველი არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ გაკეთდება ჩანაწერი: „იმყოფება უცხოეთში“;

ბ) რომელიც დგას საკონსულო აღრიცხვაზე და ამომრჩეველთა ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ გაკეთდება ჩანაწერი: „საკონსულო აღრიცხვაზეა“;

2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობს იმ შემთხვევაში, თუ იგი კენჭისყრის დღეს გამოცხადდება შესაბამის (რეგისტრაციის ადგილის მიხედვით) საუბნო საარჩევნო კომისიაში და წარადგენს საქართველოს მოქალაქის პასპორტს, რომელშიც იქნება ჩანაწერი (შტამპი) საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთის შესახებ.“.

           მუხლი 2.

ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.

           მუხლი 3.

ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

კომისიის თავმჯდომარე                            ზ. ხარატიშვილი

კომისიის მდივანი                                      გ. მჭედლიძე