„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №30/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მიღების თარიღი 26.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №35/2010
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.014553
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 27/04/2010
matsne.gov.ge 237 სიტყვა · ~1 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №30/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.553 საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო   კომისიის დადგენილება №35/2010 2010 წლის 26 აპრილი  ქ. თბილისი „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №30/2010 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარ­ჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1🔗. „ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიის 2010 წლის 22 აპრილის №30/2010 დადგენილების (სსმ III, 23.04.2010, №46) მე-2 მუხლში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2🔗.  დამატებითი საარჩევნო უბნის შექმნის თაობაზე შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ განკარგულების გამოცემიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების გათვალიწინებით, საოლქო საარჩევნო კომისია აცხადებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველთა შესარჩევ კონკურსს. კონკურსის გამოცხადებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში მთავრდება კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება საოლქო საარჩევნო კომისიაში. კონკურსის გამოცხადებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში, საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესების გათვალისწინებით, შესაბამის პარტიებს ეძლევათ უფლება დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები.“ მუხლი 2🔗. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართ­ლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3🔗. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარე                                                             ზ. ხარატიშვილი კომისიის მდივანი                                                                                 გ. მჭედლიძე