„საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№333
სარეგისტრაციო კოდი
230020020.22.033.014563
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 30/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.014.563

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №333

2010 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:    

    მუხლი 1.

 „საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2328) დამტკიცებულ „საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

ა) გადამუშავების ვადის გასვლამდე თავდაპირველ სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება და მიეთითება საქონელზე გადამუშავების ახალი ვადა;

ბ) გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს რეჟიმის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს ახალი სატვირთო საბაჟო დეკლარაცია.“.

2. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა საქონლის გადამუშავების ვადის დარღვევით ან გადამუშავების პროდუქტის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოუტანლობა, გარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 148-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 171-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ჩაითვლება რეჟიმის პირობების დარღვევად და გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს საბაჟო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის.“.

 3. მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

„3. თუ საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული გადაუმუშავებელი საქონელი, გადამუშავების ვადის გასვლამდე უცვლელ მდგომარეობაში დაუბრუნდა დეკლარანტს, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით, აღნიშნული საქონლის შემოტანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჩაითვლება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმში მოქცევად და მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები (გარდა საბაჟო მოსაკრებლისა).

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარედგინება სატვირთო საბაჟო დეკლარაცია.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი    პ. პეტრიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.04.2010.
როდის იქნა მიღებული „საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ?
„საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 28.04.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №333. სარეგისტრაციო კოდი — 230020020.22.033.014563.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.04.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საბაჟო ტერიტორიის გარეთ საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1762 ბრძანებაში დამატებების შეტანის შესახებ, №333, 28.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 230020020.22.033.014563 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1011915/