„საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№335
სარეგისტრაციო კოდი
230020020.22.033.014565
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 50, 30/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.020.020.22.033.014.565

საქართველოს ფინანსთა

მინისტრის ბრძანება №335

2010 წლის 28 აპრილი

ქ. თბილისი

„საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1763 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დე-კემბრის №1763 ბრძანებით (სსმ III, 22.12.06, №172, მუხ. 2329) დამტკიცებულ „საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ“ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ნაშთი – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმში მოქცეული, გადაუმუშავებელი საქონლის ნაშთი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და სასაქონლო ნომენკლატურაში კლასიფიცირდება იგივე თერთმეტნიშნა კოდით, რომელიც მიენიჭა მას საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, აგრეთვე საქონლის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელებულია.“.

2. მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს (მათ შორის, ხელშეკრულება არადეკლარანტთან საქონლის გადამუშავების შესახებ, როდესაც საქონლის გადამუშავება უნდა განხორციელდეს არადეკლარანტის მიერ);“.

3. მე-18 მუხლის მე-5 – მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ გადამუშავების პროდუქტი ან/და ნაშთი ან/და ნარჩენები უნდა მოექცეს საბაჟო დამუშავების შესაბამისი ოპერაციის ქვეშ.

6. საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

ა) გადამუშავების ვადის გასვლამდე თავდაპირველ სატვირთო საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება, მიეთითება საქონელზე გადამუშავების ახალი ვადა და წარმოდგენილი უნდა იქნეს საგარანტიო უზრუნველყოფა;

ბ) გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს რეჟიმის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ახალი საგარანტიო უზრუნველყოფით.

7. გადაუმუშავებელი საქონლის ის ნაწილი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და მასზე არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია მოექცეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში და შესაბამისად წარედგინება სატვირთო საბაჟო დეკლარაცია ან მის მიმართ გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ან განადგურების ან რეექსპორტის საბაჟო დამუშავების ოპერაცია. ამასთან, რეექსპორტისას წარდგენილი უნდა იქნეს სატვირთო საბაჟო დეკლარაცია. საქონლის ის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელდა და მასზე არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია მოექცეს საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის), ექსპორტის, საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნეს სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის ან განადგურების საბაჟო დამუშავების ოპერაცია.

8. გადამუშავების პროდუქტის ან/და ნაშთის ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით წარედგინება სატვირთო საბაჟო დეკლარაცია. საბაჟო დამუშავების ოპერაციის ადგილიდან (საბაჟო კონტროლის ზონიდან) სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე ან სხვა დანიშნულებით გადაადგილებისას გადამუშავების პროდუქტი ან/და ნაშთი ან/და ნარჩენები უნდა გადაადგილდეს საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით.“.

4. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. თუ გადაუმუშავებელი საქონლის ან/და გადამუშავების პროდუქტის მიმართ (გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა):

ა) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, გადასახდელი თანხა განისაზღვრება:

ა.ა) გადაუმუშავებელი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;

ა.ბ) გადამუშავების პროდუქტის შემთხვევაში – გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის გადამუშავების პროდუქტისთვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით;

ბ) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო რეჟიმის პირობების დარღვევისათვის წარმოიშვა საბაჟო ვალდებულება, კერძოდ, დაიკარგა (გარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული შემთხვევებისა) ან უკანონოდ იქნა განკარგული (საქართველოს საბაჟო კოდექსის 248-ე მუხლით განსაზღვრული ქმედება) გადაუმუშავებელი საქონელი ან გადამუშავების პროდუქტი, გადასახდელი თანხა განისაზღვრება საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადამუშავების საბაჟო დეკლარაციაში მითითებული საქონლის სახეობის, საბაჟო ღირებულებისა და რაოდენობის საფუძველზე საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით გაანგარიშებულ თანხასა და გამოსავლიანობის ნორმის შესაბამისად ამ პროდუქტის საწარმოებლად (მისაღებად) დახარჯული შესაბამისი გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-200 მუხლის შესაბამისად საბაჟო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მიღებული ან მისაღები გადამუშავების პროდუქტისთვის მოქმედი საბაჟო გადასახდელების განაკვეთებით გაანგარიშებულ თანხას შორის უდიდესი თანხით.“.       

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის

შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი