საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№64
სარეგისტრაციო კოდი
010320050.22.038.014517
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 43, 19/04/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.050.22.038.014.517

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება№64

2010 წლის 16 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ოქტომბრის №732 ბრძანებაში (სსმ III, 04.11.2009, №136, მუხ. 1553) განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1. მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო.“.

2. ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 8. სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო

სამედიცინო უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს:

ა) ამბულატორიულ და ჰოსპიტალური ჯანდაცვის მომსახურების მიწოდების ორგანიზებას, საფინანსო-ეკონომიკური პროგნოზირებასა და სამომავლო ბიუჯეტის შედგენას;

ბ) კონტრაქტორ ჰოსპიტალურ დაწესებულებებთან ხელშეკრულებების პირობების მომზადებას, გაფორმებული ხეშეკრულებების შესრულების ანგარიშების შედგენას;

გ) კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებთან სახელშეკრულებო ვალდებულებების მიმდინარეობის, შესრულებისა და ანგარიშსწორების ზედამხედველობას;

დ) რეფერალური მომსახურების ორგანიზებას, დაავადებათა პრევენციასა და მართვას;

ე) სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო სამსახურსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებული სამკურნალო დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულ და მსჯავრდებულ ავადმყოფთა სამედიცინო კონსულტაციური და დიაგნოსტიკური მომსახურებით უზრუნველყოფას;

ვ) ამბულატორიული და ჰოსპიტალური უზრუნველყოფის სამედიცინო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ანგარიშების შედგენას;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას და შესაბამის რეაგირებას;

თ) სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მომსახურების საერთო ელექტრონული ბაზის შექმნას.“.

4. ამოღებულ იქნეს მე-9 მუხლი.

5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 12. დეპარტამენტის სხვა მოსამსახურეები

1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) სამმართველოს მრჩევლები;

ბ) სამმართველოს მთავარი სპეციალისტები.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 19 აპრილიდან.

  ხ. კალმახელიძე

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.04.2010.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ“?
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ“ მიღებულია 16.04.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №64. სარეგისტრაციო კოდი — 010320050.22.038.014517.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.04.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ“, №64, 16.04.2010, სარეგისტრაციო კოდი 010320050.22.038.014517 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.04.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1012180/