„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-90 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.032.014.608
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის
ბრძანება №2-67
2010 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-90 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2009 წლის 14 აპრილის №2-90 ბრძანებით (სსმ III, 27/04/2009 წ. №50, მუხლი 565) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატება:
1. დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრის), მინისტრის მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო საინფორმაციო-ტექნიკური და სხვა სახის მომსახურების უზრუნველყოფა;“
2. დებულების მე-2 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
3. დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
დეპარტამენტის საქმიანობის რეგულირება
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანანმდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებაზე;
ბ) ასრულებს საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაწესებულ მოთხოვნებს;
გ) ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის საქმისწარმოებას;
ე) ზედამხედველობს და ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს შორის და აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
ვ) მონაწილეობს თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციების შემუშავებაში;
ზ) კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის მიმდინარე დავალებების, მათ შორის, მინისტრის ზეპირი მითითებებისა და დავალებების შესრულებას და დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ანაწილებს ამ დავალებებსა და მითითებებს;
თ) შუამდგომლობს ხელმძღვანელობის წინაშე იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც აუცილებელია დეპარტამენტის ამოცანების შესრულებისათვის;
ი) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეებისათვის წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე, აგრეთვე წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;
კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსების ანგარიშს მათ კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში და ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მითითებებს და დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;
ბ) დეპარტამენტის უფროსის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას;
გ) პასუხისმგებელია მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და დეპარტამენტის უფროსის წინაშე;
დ) მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განაწილებაში;
ე) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ვ) მინისტრის, მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
6. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
7. სამმართველოს უფროსი:
ა) სამმართველოს უფლებამოსილების ფარგლებში წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ორგანიზაციას უწევს სამმართველოს მუშაობას, ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის და პასუხისმგებელია სამმართველოს მუშაობაზე;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციებს თანამშრომელთა შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას;
ე) ეცნობა და ვიზირებას უკეთებს სამმართველოში მომზადებულ მასალებს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა დროულ, კვალიფიციურ და ეფექტურ შესრულებასა და საქმისწარმოების დადგენილი წესების დაცვას;
ზ) მოთხოვნის შემთხვევაში ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის ხელმძღვანელობას სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე;
თ) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის ხელმძღვანელს სამმართველოს თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლების, დისციპლინარული პასუხისმგებლობის ან წახალისების შესახებ;
ი) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
8. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის წინაშე, ათანხმებს მასთან საკუთარ გადაწყვეტილებებს სამმართველოს მუშაობის წარმართვის თაობაზე;
ბ) ასრულებს სამმართველოს უფროსის უშუალო დავალებებს, რომელიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის მიზნებიდან;
გ) ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობებს მის მიერ უფლებამოსილებათა განხორციელების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში.
9. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე.“.
4. დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სამინისტროს თანამშრომელთა პირადი დოკუმენტაციის მომზადება;“.
5. დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) სამინისტროსთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის ორგანიზება.“.
6. დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამეურნეო სამმართველოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა;
ბ) სამინისტროს თანამშრომელთათვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და ხელმძღვანელობისათვის შესაბამისი წინადადებების წარმოდგენა;
გ) სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ორგანოების კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამსახურებრივი ავტომანქანებით მომსახურების უზრუნველყოფა;“.
7. დებულების მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) საქმისწარმოების და საარქივო მასალის მდგომარეობის პერიოდული შემოწმება“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბ. კვეზერელი