„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№333
სარეგისტრაციო კოდი
280120000.22.026.014633
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 18/05/2010

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.014.633

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №333

2010 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ოდენობა (დანართი №5);

გ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

დ) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ო) სახმელეთო ჯარების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა (დანართი №14);“

ე) „პ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. სახმელეთო ჯარების, მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფებისა და სპეციალური ოპერაციების ძალების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა კატეგორიებს ან თანამდებობათა ნუსხებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, სამსახურებრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი 138 ლარის ოდენობით.“.

3. დაემატოს 26 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„26. სახმელეთო ჯარებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ქვედანაყოფების მთავარი სერჟანტებსა და მასტერ სერჟანტებს, რომელთა კატეგორიებს ან თანამდებობათა ნუსხებს ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამ ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად, ეძლევათ დანამატი 276 ლარის ოდენობით.“.

4. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახმელეთო ჯარების იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა თანამდებობათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, მათი ფუნქციების, საპასუხისმგებლო სამუშაოსა და მისი მოცულობის გათვალისწინებით, ბრძანებით განსაზღვრულ ანაზღაურებასთან ერთად ეძლევათ დანამატი დანართი №6-ის მიხედვით.“.

5. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სამხედრო მოსამსახურეებს, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის პირველი თებერვლის №31 ბრძანებით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ სასურსათო ულუფა ან მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფულადი კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი. შესაბამისი ფულადი კომპენსაციები არ მიეცემათ სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს და რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხულ მსმენელებს.“.

6. 24-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.

7. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26.   სამხედრო მოსამსახურეებს (სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების, რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხული მსმენელების გარდა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლების გარდა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-ისა ან სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი გასასვლელი დახმარება ფულადი სარგოების შემდეგი ოდენობით:

ა) 2 წლამდე (მაგრამ არანაკლებ 6 თვისა) სამმაგი;

ბ) 2-დან 10 წლამდე – ხუთმაგი, ხოლო ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს 10 წლამდე – ექვსმაგი;

გ) 10-დან 15 წლამდე – რვამაგი;

დ) 15-დან 20 წლამდე – ათმაგი;

ე) 20 წელი და მეტი – თორმეტმაგი.

კონტრაქტის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნისას (ოფიცერთა შემადგენლობის გარდა) ერთჯერადი გასასვლელი დახმარება არ გაიცემა.“

8. 45-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„45. თუ ამ ბრძანების მე-2, 21, 22, 23, 25, 26, მე-3, 31, მე-16, მე-20, 21-ე, 30-ე და 44-ე პუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი კატეგორია ან თანამდებობათა ნუსხა არ დამტკიცდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, იგულისხმება, რომ დანამატი ან სხვა გასაცემი შეიძლება გაიცეს მხოლოდ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცების აქტით განსაზღვრული თარიღიდან და შესაბამისად, ამ კატეგორიის ან ნუსხის დამტკიცებამდე (თარიღამდე), შესაბამის გასაცემლებზე ვალდებულებები არ წარმოიქმნება. მითითებული აქტის გამოცემის უფლება. შეიძლება დელეგირებული იქნეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთ მოადგილეზე.“

9. დანართი №1 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

10. დანართი №2 და №3 ამოღებულ იქნეს.

11. დანართები №5, №6, №7 და №8 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

12. დანართი №14-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სახმელეთო ჯარების ზოგიერთ სამხედრო მოსამხურეთა დანამატების ნუსხა.“

13. დანართი №15 ამოღებულ იქნეს.

14. დანართი №18-ის მე-2 გრაფა ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2010 წლის 5 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

     ბ. ახალაია

 

დანართი №1

 

სამხედრო მოსამსახურეთა ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების ნუსხა

                                                                  (ლარებში)

 

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

კოდი

თანამდებობრივი

სარგო

1

არმიის გენერალი

G-4

505

2

გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი

G-3

470

3

გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი

G-2

460

4

ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი

G-1

420

5

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

O-6

360

6

ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი

O-5

300

7

მაიორი, III რანგის კაპიტანი

O-4

255

8

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

O-3

220

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

205

10

ლეიტენანტი

O-1

195

11

მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი

S-7

160

12

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

S-6

150

13

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

S-5

146

14

სერჟანტი, მიჩმანი

S-4

144

15

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

S-3

142

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო

კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

S-2

140

17

I კლასის რიგითი, I კლასის საზვაო რიგითი

s-1

138

18

რიგითი, საზღვაო რიგითი

So-1

7

                                              “.

დანართი 5

 

სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ოდენობა

(ლარებში)

 

შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვარი

კოდი

დანამატების ოდენობა

1

არმიის გენერალი

G-4

1520

2

გენერალ-ლეიტენენტი, ადმირალი

G-3

1425

3

გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი

G-2

1365

4

ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი

G-1

1245

5

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

O-6

1100

6

ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი

O-5

970

7

მაიორი, III რანგის კაპიტანი

O-4

760

8

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

O-3

750

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

745

10

ლეიტენანტი

O-1

740

11

მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი

S-7

720

12

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

S-6

705

13

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

S-5

680

14

სერჟანტი, მიჩმანი

S-4

670

15

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

S-3

660

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო

კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

S-2

657

17

I კლასის რიგითი, I კლასის საზვაო რიგითი

S-1

655

 

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თანამდებობა არ არის გათვალისწინებული აღნიშნული დანართების ჩამონათვალში, მისი გათანაბრება შესაბამის თანამდებობასთან ხდება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

 

დანართი6

სახმელეთო ჯარების ზოგიერთ სამხედრო მოსამსახურეთა დანამატების ნუსხა

                    

                       (ლარებში)

 

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი

კოდი

დანამატი თვეში

1

მაიორი

O-4

510

2

კაპიტანი

O-3

570

3

უფროსი ლეიტენანტი

O-2

600

4

მასტერ სერჟანტი

S-6

744

5

უფროსი სერჟანტი

S-5

762

6

სერჟანტი

S-4

780

                       “.

დანართი 7

სამხედრო მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოების ნუსხა

                       (ლარებში)

 

სამხედრო წოდება

კოდი

წოდებრივი

სარგო

1

არმიის გენერალი

G-4

120

2

გენერალ-ლეიტენანტი, ადმირალი

G-3

110

3

გენერალ-მაიორი, ვიცე-ადმირალი

G-2

100

4

ბრიგადის გენერალი, კონტრ-ადმირალი

G-1

85

5

პოლკოვნიკი, I რანგის კაპიტანი

O-6

75

6

ვიცე-პოლკოვნიკი, II რანგის კაპიტანი

O-5

60

7

მაიორი, III რანგის კაპიტანი

O-4

50

8

კაპიტანი, კაპიტან-ლეიტენანტი

O-3

40

9

უფროსი ლეიტენანტი

O-2

30

10

ლეიტენანტი

O-1

25

11

მთავარი სერჟანტი, მთავარი მიჩმანი

S-7

11

12

მასტერ სერჟანტი, მასტერ მიჩმანი

S-6

8

13

უფროსი სერჟანტი, უფროსი მიჩმანი

S-5

6

14

სერჟანტი, მიჩმანი

S-4

5

15

უმცროსი სერჟანტი, უმცროსი მიჩმანი

S-3

4

16

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი, საზღვაო

კაპრალი, საზღვაო კაპრალ-სპეციალისტი

S-2

3

                                                         “.

 

 

დანართი 8

 

რისკის დონეების მიხედვით ქვეყნის ფარგლებს გარეთ საერთაშორისო ხელშეკრულებების (შეთანხმებების, მემორანდუმის) საფუძველზე სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა გრძელვადიანი მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმები

 

შესაბამისი თანამდებობის

წოდებრივი ზღვარი/სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი

ერაყი (აშშ დოლარი)

ავღანეთი

აშშ დოლარი

ევრო

1

პოლკოვნიკი

1 700

1 700

1 210

2

ვიცე-პოლკოვნიკი

1 500

1 500

1 070

3

მაიორი

1 300

1 300

930

4

კაპიტანი

1 100

1 100

790

5

უფროსი ლეიტენანტი

1 000

1 000

710

6

ლეიტენანტი

980

980

700

7

მთავარი სერჟანტი

900

900

640

8

მასტერ სერჟანტი

850

850

610

9

უფროსი სერჟანტი

750

750

540

10

სერჟანტი

700

700

500

11

უმცროსი სერჟანტი

650

650

460

12

კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი

600

600

430

13

პირველი კლასის რიგითი

550

550

400

14

რიგითი

125

125

90

15

სამოქალაქო პერსონალის

სტატუსის მქონე პირი

 1 155

1 155

830

 

შენიშვნა:

1. ავღანეთში წარგზავნილი კონტინგენტის ანაზღაურება განხორციელდება, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიხედვით, აშშ დოლარით ან ევროთი.

2. სამხედრო თანამდებობაზე დანიშნული სამოქალაქო პირის მივლინების ყოველთვიური ანაზღაურების ნორმა განისაზღვრება დანართით გათვალისწინებული შესაბამისი თანამდებობის წოდებრივი ზღვრისათვის დადგენილი სამივლინებო ნორმის შესაბამისად.“.