საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.05.2010
ძალის დაკარგვა 10.06.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №36/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.014614
გამოქვეყნების წყარო სსმ, 55, 18/05/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 10.06.2016
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigi, li.tarigi, div.tarigi { margin-top:4.25pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri, li.satauri, div.satauri { margin-top:4.25pt; margin-right:0in; margin-bottom:4.25pt; margin-left:0in; text-align:center; text-autospace:none; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:4.25pt; margin-left:42.5pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.614
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №36/ნ
2010 წლის 6 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ფ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი თანდართული რედაქციით.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. შაშკინი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
1. სტაჟირების მიზანს წარმოადგენს კადრების მომზადება სამინისტროს სისტემაში საქმიანობის დამოუკიდებლად შესრულებისათვის.
2. სტაჟირების მიზნების მისაღწევად, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის უზრუნველსაყოფად სამინისტრო ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.
მუხლი 3🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟირება – სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, გარდა საგანმანათლებლო დაწესებულებებისა (მათ შორის პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებებისა), ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა;
ბ) სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის სტაჟირებას;
გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შეაქვს განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.
მუხლი 4🔗
1. მოთხოვნას სტაჟიორთა რაოდენობის თაობაზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს (შემდგომში _ მინისტრი) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების (შემდგომში – საგანმანათლებლო რესურსცენტრი) და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირების (შემდგომში _ საჯარო სამართლის იურიდიული პირები) საჭიროების მიხედვით წარუდგენენ შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები, მაგრამ არა უმეტეს სტრუქტურული ქვედანაყოფის/საგანმანათლებლო რესურსცენტრის/საჯარო სამართლის იურიდიული პირის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა 50%-სა.
2. სამინისტროს ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტაჟიორთა რაოდენობას, წარმოდგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით ყოველწლიურად ამტკიცებს მინისტრი.
თავი II
სტაჟირების კომისია
მუხლი 5🔗
1. სტაჟიორთა შერჩევა ხდება კონკურსის წესით, რომელსაც ატარებს მინისტრის მიერ შექმნილი სტაჟირების კომისია (შემდგომში – კომისია). მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნის თაობაზე.
2. კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი. კონკურსი ტარდება გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. კონკურსის ფორმას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კომისიის წარდგინებით ადგენს მინისტრი, რაც აღინიშნება კონკურსის ჩატარების შესახებ განცხადებაში.
3. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის, მდივნისა და არანაკლებ 3 წევრისგან, რომლებსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი. კომისიის წევრები თავის უფლებამოსილებას ახორციელებენ ანაზღაურების გარეშე.
4. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში.
5. კომისიის მდივანი აწარმოებს კონკურსთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას (გარდა სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარდგენილი დოკუმენტაციისა), ადგენს ოქმებსა და სხვა შესაბამის მასალას.
6. კონკურსის თემატიკას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, საგანმანათლებლო რესურსცენტრების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიხედვით ამტკიცებს მინისტრი.
7. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
8. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
9. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და დამსწრე წევრები.
10. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
მუხლი 6🔗
1. სტაჟიორთა მიღების პროცედურებსა და სტაჟირების გავლას საერთო კოორდინაციას უწევს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი) (შემდგომში – ადმინისტრაცია).
2. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით ადმინისტრაციის თანამშრომელთაგან იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს მინისტრი.
3. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
4. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა.
5. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება.
თავი III
კონკურსის გავლა, სტაჟიორის მიღება და სტაჟირების გავლის ვადები
მუხლი 7🔗
1. სტაჟიორად მიიღება ნასამართლობის არმქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლება, სადაც პირმა უნდა გაიაროს სტაჟირება, ან შესაბამისი სპეციალობის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია.
2. დამამთავრებელ კურსად ჩაითვლება სწავლების ბოლო კურსი.
მუხლი 8🔗
1. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ;
ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საცხოვრებელი მისამართის ჩანაწერით);
გ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი, თუ კანდიდატს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე კანდიდატმა – ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
დ) რეკომენდაცია;
ე) ორი ფოტოსურათი (3X4);
ვ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ.
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღებისა და საბუთების შემოწმების ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს მინისტრი. აღნიშნული ვადები მიეთითება კონკურსის გამოცხადების შესახებ განცხადებაში.
3. კანდიდატმა კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა სტაჟირებაზე (დანართი №1).
მუხლი 9🔗
1. სტაჟიორობის კანდიდატის საბუთებს ამოწმებს კომისიის სამდივნო, რომელიც კანდიდატის კონკურსზე დაშვების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად დოკუმენტაციას წარუდგენს კომისიას.
2. კონკურსზე დაშვებული კანდიდატების სია დადგენილ ვადაში გამოიკვრება სამინისტროს შენობაში სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას ან სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
მუხლი 10🔗
1. გადაწყვეტილებას კონკურსის წარმატებით გავლის შესახებ იღებს კომისია. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია კონკურსზე მოიწვიოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი ან შესაბამისი დარგის სხვა მოსამსახურე.
2. კომისიის წარდგინების საფუძველზე, მინისტრი იღებს კანდიდატის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება ბრძანებით. ბრძანებაში მიეთითება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, სადაც დაინიშნება სტაჟიორი, ასევე სტაჟირების ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტაჟირების გავლის პროცესს. ხელმძღვანელად, როგორც წესი, ინიშნება შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.
3. მინისტრის უფლებამოსილება კომისიის წარდგინების საფუძველზე, ასევე კონკურსის გარეშე პირის სტაჟიორად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, შესაძლებელია მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დელეგირებულ იქნეს მინისტრის მოადგილეზე.
მუხლი 11🔗
1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება 4 თვით. მინისტრის მიერ პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნისას, სტაჟირების ვადა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2. სტაჟიორს სტაჟიორად დანიშვნის შემდეგ ეძლევა სტაჟიორის მოწმობა, რომლის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
3. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სტაჟირების ხელმძღვანელი და სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურულის ქვედანაყოფის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირის ხელმძღვანელი, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან მინისტრს.
4. გასაუბრების შედეგად მიიღება ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:
ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ;
ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ.
5. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი, რომლის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი IV
სტაჟირების საერთო პირობები
მუხლი 12🔗
1. სამინისტრო სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2. სტაჟიორის ხელმძღვანელი უშუალოდ წარმართავს და კოორდინაციას უწევს სტაჟიორის საქმიანობას, აკონტროლებს მის მიერ ამ წესითა და კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მისი უფლებების განხორციელებას.
3. ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს შესასრულებელი სამუშაოს მიმართულება და განუსაზღვროს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს დაწესებულების და სტაჟიორის საქმიანობასთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.
მუხლი 13🔗
სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) უშუალო ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში;
გ) გაეცნოს დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას;
დ) ხელმძღვანელის წინაშე დააყენოს წინადადება მისი სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, საგან-მანათლებლო რესურსცენტრში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში გადაყვანის შესახებ.
მუხლი 14🔗
1. სტაჟიორი ვალდებულია:
ა) სტაჟიორად დანიშვნიდან არა უგვიანეს ორი კვირისა საფუძვლიანად გაეცნოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას;
ბ) უფლებამოსილების განხორციელებისას განუხრელად იხელმძღვანელოს დაწესებულების საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობით;
გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა კანონიერი დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ;
დ) იქონიოს კონტაქტი იმ დაწესებულების მოხელეებთან, სადაც გადის სტაჟირებას;
ე) სტაჟირების პერიოდში ხელმძღვანელის ზედამხედველობით, აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაოები თემატიკის მითითებით. სამუშაოს შესრულებას შესაბამის გრაფაში ხელის მოწერით ადასტურებს სტაჟიორის ხელმძღვანელი. პირადი მოსწრების დღიური სტაჟიორმა სტაჟირების ვადის გასვლის მომენტისათვის უნდა წარუდგინოს ხელმძღვანელს მის მიერ გაწეული მუშაობის შედეგების შესაჯამებლად. აკრძალულია სტაჟიორის მიერ პირადი მოსწრების დღიურის შენობიდან გატანა.
ვ) ყოველდღიურად, ხელმოწერით დააფიქსიროს სტაჟირების გავლის ადგილას გამოცხადება და სამუშაო საათების შემდეგ შენობიდან გასვლა.
ზ) შეასრულოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
2. ხელწერილი, სამინისტროს ან დაწესებულების შინაგანაწესი გაცნობის შესახებ თან ერთვის სტაჟიორის პირად საქმეს.
3. კონტროლს სტაჟიორის მიერ მისი მოვალეობების შესრულებაზე ახორციელებს სტაჟიორის ხელმძღვანელი.
მუხლი 15🔗
1. მინისტრი უფლებამოსილია სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის გათვალისწინებით, სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წარდგინების საფუძველზე, მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში, საგანმანათლებლო რესურსცენტრში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში გადაყვანის შესახებ.
2. სტაჟიორის გადაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.
მუხლი 16🔗
1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) პირადი განცხადება.
ბ) ამ წესის დადგენილი სხვა შესაბამისი ნორმების დარღვევა;
გ) არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სტაჟიორის შესაბამის ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა;
დ) სტაჟიორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა.
2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი საკუთარი ინიციატივით ან სტაჟიორის ხელმძღვანელის ან მისი ზემდგომი უფროსის წინადადების საფუძველზე.
მუხლი 17🔗
დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
დანართი 1
განაცხადი სტაჟირებაზე
1. გვარი, სახელი ----------------------------------------------------------------------
2. დაბადების ადგილი, თარიღი ----------------------------------------------------
3. მოქალაქეობა ------------------------------------------------------------------------
4. პირადობის მოწმობის ნომერი ---------------------------------------------------
5. ოჯახური მდგომარეობა ----------------------------------------------------------
6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული
ფოსტა, ფაქსი:
---------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------
7. განათლება ( როდის-რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ)
როდიდან
როდემდე
სასწავლებელი
ფაკულტეტი
8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად?
---------------------------------------------------------------------------------------
9. სპეციალობა, კვალიფიკაცია (დიპლომის მიხედვით) და დიპლომის ნომერი
სპეციალობა
კვალიფიკაცია
დიპლომის №
10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე:
შეაფასეთ ენის ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად.
ენა
კითხვა
მეტყველება
წერა
11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:
--------------------------------------------------------------------------------------------
12. რატომ აირჩიეთ აღნიშნული სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიონალური გეგმები და მიზნები
13. მიუთითეთ ის სტრუქტურულ ქვედანაყოფი, საგანმანათლებლო რესურსცენტრი ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირი, რომელშიც გსურთ სტაჟირების გავლა.
14. თქვენი ინტერესთა სფეროები
15. რა სახის გრანტები და სტიპენდიები გაქვთ მოპოვებული წარსულში:
როდის
ორგანიზაცია
დაწესებულება თანხის ოდენობა
16. შრომითი საქმიანობა
როდიდან-როდემდე უწყება, ორგანიზაცია თანამდებობა მისამართი უწყების
ორგანიზაციის სადაც, მუშაობდით
17. ხართ თუ არა საზღვარგარეთ ნამყოფი კვალიფიკაციის ამაღლების ან სხვა
პროფესიული მიზნით: სად, როდის?
----------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------
18. გთხოვთ ცალკე ფურცელზე დეტალურად დაასაბუთოთ, თუ რას ელით სამინისტროში სტაჟირებისაგან. დაიცავით ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები ფორმატისა და შინაარსის შესახებ.
ფორმატი
არა უმეტეს ერთი ნაბეჭდი გვერდისა 1,5 ინტერვალით
შინაარსი
თქვენი პროფესიული მიზნები;
რა როლს ითამაშებს სამინისტროში სტაჟირება აღნიშნული მიზნების მისაღწევად?
რატომ აირჩიეთ თქვენ მიერ ზემოთ მითითებული სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი (დაწესებულება) სტაჟირებისათვის?
როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი წვლილი აღნიშნული სტრუქტურული ქვედანაყოფის (დაწესებულება) საქმიანობაში?
მოკლედ აღწერეთ სამინისტროში ჩვენი სტაჟირების სავარაუდო შედეგები და მათი გამოყენება თქვენს შემდგომ პროფესიულ საქმიანობაში.
19. შენიშვნები
შევსების თარიღი ------------------------------------------
პირადი ხელმოწერა ---------------------------------------