დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 17.09.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №761
სარეგისტრაციო კოდი 480010000.08.002.016012
გამოქვეყნების წყარო სსმ, 120, 21/09/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.09.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.75in .8in 49.7pt .8in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №761
2010 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის შესახებ თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის შესახებ
დებულება
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება განსაზღვრავს დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის სტატუსს, მის ფუნქციებსა და უფლებამოსილებას.
2. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი არის დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მიერ დანიშნული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ამ დებულებით დადგენილ უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 2🔗
1. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს ნიშნავს და ათავისუფლებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი.
2. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი შეიძლება დაინიშნოს ამა თუ იმ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
3. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ინიშნება 3 წლის ვადით. აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გადაწყვეტილებით.
მუხლი 3🔗
1. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე ან ადგილსამყოფელი სახელმწიფოს მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
ა) აქვს გარკვეული საზოგადოებრივი მდგომარეობა და აუცილებელი პიროვნული თვისებები მასზე დაკისრებული ფუნქციებისა და მოვალეობების ეფექტიანად შესრულებისათვის;
ბ) მისი დანიშვნა გამომდინარეობს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან;
გ) ფლობს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ენას;
დ) შეუძლია განახორციელოს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ქართულ დიასპორაში საქართველოს პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოსა და ქართულ დიასპორას შორის ეკონომიკური, სამეცნიერო, სავაჭრო, ტურისტული, კულტურული, სპორტული და სხვა სახის ურთიერთობის განვითარების, საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა.
2. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის დანიშვნისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი პირობები:
ა) სასურველია მას თავისი საქმიანობით გარკვეული დამსახურება მიუძღოდეს საქართველოს წინაშე;
ბ) სასურველია ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.
3. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი ინიშნება მისივე წერილობითი თანხმობით.
მუხლი 4🔗
დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელს უფლებამოსილება უწყდება:
ა) პირადი განცხადების საფუძველზე;
ბ) დაკისრებული მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისას;
გ) გარდაცვალებისას.
მუხლი 5🔗
1. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის საქმიანობის საერთო კოორდინაციას ახორციელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
2. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი:
ა) ხელს უწყობს საქართველოსა და ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობების განვითარებასა და გაფართოებას;
ბ) ახორციელებს ქართული დიასპორისა და საზღვარგარეთ მოქმედი ქართული დიასპორის ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობას;
გ) ხელს უწყობს ქართული დიასპორის ჩაბმას საქართველოში მიმდინარე პროცესებში;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ქართული დიასპორის წარმომადგენელთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხელშეწყობას;
ე) ახორციელებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის პროგრამების კოორდინაციას ადგილსამყოფელ სახელმწიფოში;
ვ) აქტიურად მონაწილეობს ქართული დიასპორის ორგანიზაციების საქმიანობაში და ხელს უწყობს მათ კოორდინირებულ საქმიანობას;
ზ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აწვდის ინფორმაციას ქართულ დიასპორაში მიმდინარე მოვლენების შესახებ;
თ) პერიოდულად, აგრეთვე მოთხოვნისთანავე, წარუდგენს ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს;
ი) ხელს უწყობს ქართულ დიასპორასა და ადგილსამყოფელ სახელმწიფოში სხვა მეგობარი სახელმწიფოების დიასპორებს შორის ურთიერთობას;
კ) ასრულებს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის სხვა დავალებებს.
მუხლი 6🔗
1. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენელი არ იმყოფება საქართველოს სახელმწიფო სამსახურში და საქმიანობას ახორციელებს საზოგადოებრივ საწყისებზე.
2. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის მიერ ინიციირებული პროექტების დაფინანსება განხორციელდეს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 7🔗
1. დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე ეცნობება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარდგინებით, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში და/ან საკონსულო დაწესებულებაში დიასპორის საკითხებში საქართველოს საპატიო წარმომადგენლისათვის სამუშაო პირობების შექმნის შესახებ.