,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№40/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430210000.22.022.014641
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 55, 18/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.014.641

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №40/ნ

2010 წლის 18 მაისი

ქ. თბილისი

,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ,,ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 2 ივნისის №269 ბრძანებაში (სსმ III, 10.06.2005წ., №69, მუხ.755) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს თანდართული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტების ფორმები (დანართი №1, დანართი №2, დანართი №7 და დანართი №13).“;

ბ) ბრძანების 32   პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„32 . დამტკიცდეს თანდართული ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ატესტატის, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატის, სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საბაზო ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების ატესტატის ფორმები (დანართი №10, დანართი №11, დანართი №12, დანართი №14).“;

გ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 33  პუნქტი:

„33 . დამტკიცდეს ამ ბრძანების პირველი – 32   პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების დუბლიკატის ფორმები (დანართი №15, დანართი №16, დანართი №17, დანართი №18, დანართი №19, დანართი №20, დანართი №21, დანართი №22, დანართი №23, დანართი №24 და დანართი №25).“;

დ) შეტანილ იქნეს ცვლილება დანართ №1-ში და დანართ №2-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ე) შეტანილ იქნეს ცვლილება დანართ №4-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ვ) შეტანილ იქნეს ცვლილება დანართ №6-ში, დანართ №7-ში, დანართ №8-ში, დანართ №9-ში, დანართ №10-ში, დანართ №11-ში და დანართ №12-ში და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ზ) ბრძანებას დაემატოს დანართი №13, დანართი №14, დანართი №15, დანართი №16, დანართი №17, დანართი №18, დანართი №19, დანართი №20, დანართი №21, დანართი №22, დანართი №23, დანართი №24 და დანართი №25 თანდართული რედაქციით.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი

 

დანართი №1


დანართი №2

 

 


 

დანართი №4

დანართი №6

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტებისსაბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის, სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების, საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საბაზო ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. უნდა დამზადდეს - 4 ფორმატის წყლის ნიშნიან ქაღალდზე.

2. ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი ( გილოშერული) ბადით, ბადეების სამი სახის ერთდროული გამოყენებით.

3. უნდა შეიცავდეს საქართველოს რუკის კონტურს, რომელიც სერიისა და ნომრის გამოსახულებასთან ერთად ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდეს ლუმინესცენციას.

4. ყველა ხაზი უნდა იყოს შესრულებული მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.

5. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით.

6. დოკუმენტის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია ( ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6- ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები _ ,,სფს”.

7. საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის, სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის, საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების, საბაზო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული საბაზო ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული საბაზო ზოგადი განათლების, სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატები იბეჭდება აგურისფერში:

C-0; M-43; Y-57; K-7 ჩარჩო

C-0; M-9; Y-13; K-2 ფონი

8. ტექსტი, გარდა სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების სათაურებისა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატების სათაურებისა, იბეჭდება შავ ფერში.

9. სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატის სათაური _ ,,სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატი“ _ იბეჭდება ოქროსფერი ასოებით.

10. სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული სრული ზოგადი განათლების აღიარების საფუძველზე გაცემული სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატის სათაური _ ,,სრული ზოგადი განათლების ვერცხლის მედალოსნის ატესტატი“ _ იბეჭდება ვერცხლისფერი ასოებით.

პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატებისსახელობო განათლების სერტიფიკატის და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომის მიმართ წაყენებული მოთხოვნები

1. დიპლომი უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ატრიბუტიკას ( წარწერა „საქართველო”, გერბი) და საქართველოს რუკის კონტურს, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდნენ ლუმინესცენციას.

2. სერტიფიკატი უნდა შეიცავდეს სახელმწიფო ატრიბუტიკას ( წარწერა „საქართველო“, გერბი) და საქართველოს რუკის კონტურს, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა გამოსცემდნენ ლუმინესცენციას.

3. დიპლომი/ სერტიფიკატი უნდა დამზადდეს წყლის ნიშნიან ქაღალდზე.

4. დიპლომის/ სერტიფიკატის ზედაპირი დაფარული უნდა იყოს დამცავი ბადით.

5. ყველა ხაზი დიპლომში/ სერტიფიკატში უნდა შესრულდეს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით.

6. სახელმწიფო ატრიბუტიკის ნიშნები შესრულებული უნდა იყოს კონგრევის მეთოდით.

7. დიპლომის/ სერტიფიკატის სახიან მხარეზე პოლიგრაფიული წესით აღნიშნული უნდა იყოს დამამზადებელი პოლიგრაფიული საწარმოს და დამკვეთის სახელწოდება ინიციალებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მინიჭებული რეგისტრაციის ნომერი, სერია ( ლათინური ასოებით) და ინდივიდუალური ნომერი არანაკლებ 6- ნიშნა ციფრით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციალები _ ,,სფს“.

8. სერტიფიკატი იბეჭდება ლურჯ ფერში.

C-23; M-9; Y-0; K-41 ჩარჩო

C-10; M-3; Y-0; K-5 ფონი

9. დიპლომი იბეჭდება მწვანე ფერში.

C-15; M-0; Y-11; K-34 ჩარჩო

C-8; M -0; Y-3; K-7 ფონი

10. ტექსტი იბეჭდება შავ ფერში.

დანართი №7

   

დანართი №8

დანართი №9


 

დანართი №10

დანართი №11

დანართი №12

დანართი №13

დანართი №14

დანართი №15

დანართი №16


 

დანართი №17

დანართი №18

დანართი №19

დანართი№20

დანართი №21

დანართი №22

დანართი№23

დანართი№24

დანართი №25