„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.130.000.22.027.014.652
საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანება №99
2010 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებით (სსმ III, 2004წ., №132, მუხ. 1163) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. ამ მუხლის მე-6, 61 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადება-ანკეტა შეიძლება შედგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ფორმა №1გ). წარმოების დასრულების შემდეგ ელექტრონული ფორმით შედგენილი განცხადება-ანკეტა ინახება როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური (ამობეჭდილი და ხელმოწერილი) ფორმით.“.
2. 111 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111. საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის შეცვლა
1. საბჭოთა სიმბოლიკიანი პასპორტის ნაცვლად პირადობის მოწმობის მისაღებად პირი მიმართავს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ტერიტორიულ სამსახურს, ავსებს ამ ინსტრუქციის დანართი №4-ით გათვალისწინებულ განცხადება-ანკეტას (ფორმა №1) და მასთან ერთად წარადგენს:
ა) საბჭოთა სიმბოლიკიან პასპორტს;
ბ) 2 ფერად ფოტოსურათს (3,5X4,5სმ) დაბეჭდილი და ელექტრონული ფორმით;
გ) თუ წარდგენილი დოკუმენტები არ ადასტურებს პირის საქართველოს მოქალაქეობას, პირი აგრეთვე წარადგენს საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელ საბუთს ან საქართველოს ტერიტორიაზე კანონით დადგენილი ვადის განმავლობაში ცხოვრების დამადასტურებელ საბუთს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განცხადება-ანკეტა შეიძლება შეივსოს ელექტრონული ფორმით (ფორმა №1დ). ელექტრონული ფორმით შედგენილი განცხადება-ანკეტა ინახება როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური (ამობეჭდილი და ხელმოწერილი) ფორმით.“.
3. 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განცხადება-ანკეტა შეიძლება შედგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ფორმა №1დ). ელექტრონული ფორმით შედგენილი განცხადება-ანკეტა ინახება როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური (ამობეჭდილი და ხელმოწერილი) ფორმით.“.
4. დანართ №4-ს ფორმა №1ბ-ს შემდეგ დაემატოს თანდართული რედაქციის ფორმა №1გ და ფორმა №1დ.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
ფორმა №1გ
| მომსახურების ვადა რეგისტრაციის № რეგისტრაციის თარიღი
| განცხადება (პირადობის, ბინადრობის) მოწმობის გაცემის შესახებ (ივსება ელექტრონული ფორმით)
| ფოტო 3,5/4,5სმ
|
1. პირადი №
2. გვარი
3. სახელი
4. მამის სახელი
5. გამოცვლილი გვარი, სახელი
6. მოქალაქეობა
7. სქესი
8. დაბადების თარიღი
9. დაბადების ადგილი
10. ძველი რეგისტრაციის ადგილი
11. ახალი რეგისტრაციის ადგილი
12. რეგისტრაციის საფუძველი
13. ტელ.მობ. №
|
15. ფოტოიდენტურობა დაადასტურა
|
განმცხადებელი ––––––––––––––––––––––––
წარმოდგენილი დოკუმენტები
·
·
·
სისწორე შევამოწმე და მივიღე _________________
ხელმოწერა
დოკუმენტი პასუხისმგებელი პირები
პირადი ნომერი
სერია და ნომერი განცხადება მივიღე ________________
რეგისტრაციის თარიღი იდენტურობა დავუდგინე __________
დაბეჭდვის თარიღი დავბეჭდე _________________________
მოქმედების ვადა გავეცი _____________________________
გაცემის თარიღი
გამცემი სამსახური
ფორმა №1დ
| მომსახურების ვადა რეგისტრაციის № რეგისტრაციის თარიღი
| განცხადება სამგზავრო დოკუმენტის გაცემის შესახებ (ივსება ელექტრონული ფორმით)
| ფოტო 3,5/4,5სმ
|
1. პირადი №
2. გვარი
3. სახელი
4. მამის სახელი
5. მოქალაქეობა
6. სქესი
7. დაბადების თარიღი
8. დაბადების ადგილი
9. რეგისტრაციის ადგილი
10. ტელ.მობ. №
11. განცხადების შინაარსი
|
განმცხადებელი ––––––––––––––––––––––––––––––
წარმოდგენილი დოკუმენტები
·
·
·
დოკუმენტი პასუხისმგებელი პირები
პირადი ნომერი
სერია და ნომერი განცხადება მივიღე ________________
დაბეჭდვის თარიღი იდენტურობა დავუდგინე __________
მოქმედების ვადა დავბეჭდე _________________________
გაცემის თარიღი გავეცი _____________________________
გამცემი სამსახური
სისწორე შევამოწმე და მივიღე _________________
ხელმოწერა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.05.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
- „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 20.05.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №99. სარეგისტრაციო კოდი — 010130000.22.027.014652.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 1 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.05.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს მოქალაქეთა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა და ლტოლვილთა პირადობის დადასტურებისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის (სამგზავრო პასპორტისა და დოკუმენტის) გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 12 ნოემბრის №1398 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის შესახებ, №99, 20.05.2010, სარეგისტრაციო კოდი 010130000.22.027.014652 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1013842/