,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2007–2009 წწ. დოკუმენტის“ დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 24.09.2007
ძალის დაკარგვა 10.09.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №542
სარეგისტრაციო კოდი 120.300.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 136, 28/09/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2007–2009 წწ. დოკუმენტის“ დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; font-weight:bold; font-style:italic;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №542
2007 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2007–2009 წწ. დოკუმენტის“ დამტკიცების თაობაზე
1. ,,საქართველოს თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ,,საქართველოს საფრთხეების შეფასების 2007–2009 წწ. დოკუმენტი“.
2. აღნიშნული დოკუმენტის სრულიად საიდუმლო ვარიანტი დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
მ. სააკაშვილი
საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების შეფასების 2007 – 2009 წწ. დოკუმენტი
შესავალი
საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა გულისხმობს ხელსაყრელი გარემოს შექმნას და შენარჩუნებას თითოეული მოქალაქის შესაძლებლობების რეალიზაციისათვის და ეროვნული ინტერესების მაქსიმალური განხორციელებისათვის.
წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეების შეფასების ადაპტირებულ არასაიდუმლო ვარიანტს, რომელიც დეტალურად ახდენს იმ საშინაო და საგარეო ძალების, ტენდენციების, რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირებას, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ ქვეყნის უსაფრთხოებაზე. აღნიშნული საფრთხეების გაცნობიერება აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად და შეიარაღებული ძალების მისიებისა და მათი ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრისათვის.
I. სამხედრო-პოლიტიკური საფრთხეები
1.1. ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია
საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა მცირეა, თუმცა საზღვრის შეირაღებული დარღვევა და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრა რეალურია და კვლავ ემუქრება ქვეყნის უსაფრთხოებას.
რიგი ქვეყნების სტრატეგიული დოკუმენტები ითვალისწინებენ ნებისმიერ გეოგრაფიულ არეალში პრევენციული სამხედრო ოპერაციების ჩატარებას. წარსული წლების გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველო არ გამორიცხავს მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, საქართველოს ტერიტორიაზე შეზღუდული, ე.წ. ,,კონტრტერორისტული“ ოპერაციების ჩატარებას და/ან საჰაერო-სარაკეტო დარტყმების განხორციელებას.
1.2. ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა
დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა საქართველოს სახელმწიფოს წინაშე მდგარი ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახით უკონტროლო სეპარატისტული ტერიტორიების არსებობა და სახელმწიფო საზღვრების შეზღუდული კონტროლი ძირს უთხრის ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სტაბილურობას და ქვეყანაში შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირების საფთხეს ქმნის.
სეპარატისტულ რეგიონებში შექმნილია ნოყიერი ნიადაგი კონტრაბანდისა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებისათვის, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას.
საქართველოს ტერიტორიაზე უკონტროლო სეპარატისტული რეგიონების არსებობა, ქვეყნის სატრანზიტო მდებარეობის გათვალისწინებით, ქმნის საშიშროებას როგორც მცირე და მსუბუქი შეიარაღების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის, მისი კომპონენტების და გადამტანი საშუალებების უკანონო მოძრაობის თვალსაზრისით.
1.3. მეზობელ ქვეყნებში არსებული კონფლიქტების გადმოდინება
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, სახელმწიფოს საზღვართან უშუალო სიახლოვეს კონფლიქტური კერების არსებობა უარყოფით გავლენას ახდენს საქართველოს უსაფრთხოებაზე.
რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ჩრდილო-კავკასიაში დაძაბულობის განახლება გააძლიერებს საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებს, შექმნის ლტოლვილთა მიღების პრობლემას და ლტოლვილებთან ერთად არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების შემოღწევის საშიშროებას. გარდა ამისა, ხელს შეუწყობს კონტრაბანდასა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის ზრდას.
ყარაბაღის გაყინული კონფლიქტი ხელს უშლის სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებს შორის საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში საერთო ინტერესების ჩამოყალიბებას და აფერხებს რეგიონის სწრაფ განვითარებას. ყარაბაღის კონფლიქტის განახლების შემთხვევაში კიდევ უფრო დაიძაბება ვითარება რეგიონში და საფრთხე დაემუქრება კავკასიაში არსებულ სატრანსპორტო და ენერგოპროექტებს.
1.4. სეპარატისტულ რეგიონებში სამხედრო მოქმედებების განახლება
სამშვიდობო პროცესის არაეფექტური ფორმატი არ გამორიცხავს კონფლიქტურ ზონებში ვითარების მოულოდნელ დაძაბვას და პროვოკაციებს, რაც სამხედრო კონფრონტაციაში შეიძლება გადაიზარდოს. ამასთანავე, კონფლიქტის შესაძლო ესკალაციას ერთ რეგიონში შესაძლოა მოჰყვეს სიტუაციის დაძაბვა სხვა რეგიონში ან სახელმწიფოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის უბანზე (დივერსიები და ტერაქტები კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და ა.შ.).
II. პოლიტიკური _ საგარეო პოლიტიკური საფრთხეები
2.1. კონფლიქტების დარეგულირების პროცესის ფორმატის შენარჩუნება
სეპარატისტულ რეგიონებში არსებული ვითარების შენარჩუნების შედეგად ამ ტერიტორიებზე ვერ ხერხდება სახელმწიფო საზღვრის კონტროლი, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები. მსგავსი ვითარების შენარჩუნება ხელს უწყობს ამ ტერიტორიების ინტეგრაციის გაღრმავებას სხვა ქვეყნებთან და მათ დამოუკიდებელ ერთეულებად აღიარებისკენ სწრაფვას. სეპარატისტულ რეგიონებში არსებული კონტრაბანდა და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ასევე აფერხებს ქვეყნის ინტეგრაციის პროცესს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. იქმნება საშიშროება როგორც მცირე და მსუბუქი შეიარაღების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის მისი კომპონენტების და გადამტანი საშუალებების უკანონო მოძრაობისათვის.
2.2. სახელმწიფო მართვის ინსტიტუტების არამდგრადობა
საქართველოში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუტების განვითარება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის არამდგრადობა ჯერ კიდევ საგრძნობ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული სახელმწიფო უწყებების სტაბილური ფუნქციონირება, რაც გულისხმობს ინსტიტუციონალური მუშაობის გამოცდილების დაგროვებას და საზოგადოების მხრიდან საჯარო ინსტიტუციების მიმართ ნდობის გაზრდას.
III. ეკონომიკური და ენერგეტიკული გამოწვევები
3.1. მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესება
ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ განვითარებულმა მოვლენებმა (გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, ნავთობზე და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდამ და სხვა) შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და მის თანმხლებ მოვლენებს, როგორებიცაა: ინფლაცია, საბანკო კრიზისი, საგარეო ვალის მომსახურების შეფერხება, ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის გაუარესება, ქვეყნის მთლიანი შიდა პრდუქტის ზრდის შენელება, უმუშევრობის ზრდა, სხვადასხვა სექტორული კრიზისები და ა.შ.
3.2. პოლიტიზირებული კაპიტალის ზრდა ქვეყნის ეკონომიკაში
გლობალიზაციის ეპოქაში პრაქტიკულად შეუძლებელია სახელმწიფოს მიერ კაპიტალის მიმოქცევის გაკონტროლება. შესაბამისად, შესაძლებელია პოლიტიზირებული კაპიტალი ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნეს გამოყენებული. მოსალოდნელია, რომ ინვესტიციათა წყაროების არადივერსიფიცირებამ და უცხო (განსაკუთრებით არამეგობრულად განწყობილი) სახელმწიფოს კაპიტალის მიერ საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების მონოპოლიზაციამ საფრთხე შეუქმნას ეროვნულ ინტერესებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსული კაპიტალის ნეგატიური როლი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის არაკონტროლირებად ტერიტორიებზე.
3.3. ენერგეტიკული გამოწვევები
საქართველო კვლავ დგას ენერგეტიკული გამოწვევების წინაშე, რაც მომავალშიც რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხედ. ქვეყანაში განვითარებულმა ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ენერგომატარებლების წყაროების დივერსიფიკაცია მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, კვლავინდებურად დარჩება პრიორიტეტულ მიმართულებად საშუალოვადიან პერსპექტივაში.
IV. გლობალური საფრთხეები
4.1. მასობრივი განადგურების იარაღისა და ტექნოლოგიების გავრცელება
თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი განვითარებისა და ინფორმაციის სწრაფი გაცვლის შესაძლებლობების გათვალისწინებით გაცილებით იზრდება მასობრივი განადგურების იარაღისა (ბირთვული, ბიოლოგიური, ქიმიური) და მისი დამზადების ტექნოლოგიების გავრცელების, შესაბამისად გამოყენების საშიშროება. განსაკუთრებით საყურადღებოა საქართველოს უკონტროლო ტერიტორიებზე ამ საშიშროების ზრდის ტენდენცია. ასევე იზრდება ისეთი საკითხის აქტუალურობა, როგორიცაა რიგი ქვეყნების ტერიტორიებზე არსებული ატომური სადგურებიდან და ლაბორატორიებიდან ბირთვული იარაღის და ბირთვული ნარჩენების მოხვედრა ტერორისტებისა და სხვა არასახელმწიფო ძალების ხელში.
4.2. ტერორიზმი და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული
საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების ჩატარება პოლიტიკური თუ საზოგადოების დესტაბილიზაციის მიზნით სავსებით რეალურია. ამ თვალსაზრისით დაინტერესებულ მხარედ სხვადასხვა ძალები შეიძლება ჩაითვალოს.
აღსანიშნავია ორი ფაქტორი: პირველი _ საქართველოში არსებული გაყინული კონფლიქტების განახლების შემთხვევაში იზრდება ტერორისტული აქტების განხორციელების ალბათობა როგორც უშუალოდ კონფლიქტის ზონებში, ასევე მის გარეთ. მეორე ფაქტორია საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ამ შემთხვევაში ქვეყანა შესაძლოა გახდეს ისლამური ფუნდამენტალიზმის სამიზნე. საქართველოსა და საერთაშორისო არენაზე ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რაოდენ რთულია ამ ტიპის საფრთხეების პრევენცია. ამასთანავე იზრდება ტერორისტების მიერ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენების ალბათობა.
ქვეყანაში არსებული ვითარება და სახელმწიფო საზღვრების შეზღუდული კონტროლი ხელსაყრელ პირობებს ქმნის მცირე და მსუბუქი შეიარაღების, ასევე მასობრივი განადგურების იარაღის, მისი კომპონენტების უკანონო მოძრაობისათვის, ზრდის ტერორიზმის ალბათობას, აგრეთვე აძლიერებს კონტრაბანდულ საქმიანობას და ზიანს აყენებს ქვეყნის ეკონომიკას.
4.3. ინფორმაციული გამოწვევები
სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ინფორმაციული კამპანიის სწორად წარმართვას და საინფორმაციო უპირატესობის მოპოვებას თანამედროვე გლობალიზირებულ ეპოქაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.
რიგი ქვეყნების მხრიდან რეალურად ხორციელდება მძლავრი ანტიქართული საინფორმაციო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც არადემოკრატიული, არასტაბილური და აგრესიული მიზნების მქონე სახელმწიფოს იმიჯის შექმნას, რათა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების დისკრედიტირება, ხელი შეუშალოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და შეაფერხოს საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.
4.4. ეკოლოგიური, ტექნოგენური და ეპიდემიური საფრთხეები
საქართველოს მდებარეობა სეისმურად აქტიურ და ჰიდროგეოლოგიური ხასიათის საფრთხეების მომცველ ზონაში ზრდის მისი დაუცველობის ხარისხს ბუნებრივი კატასტროფების მიმართ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ისეთი სტიქიური მოვლენები, როგორიცაა: მიწისძვრა, წყალდიდობა, ზვავი, მეწყერი, ღვარცოფი და ტყის ხანძრები.
Ø წყალდიდობები – მცხეთა-მთიანეთი, იმერეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია;
Ø მეწყერი/ღვარცოფი – აჭარა, გურია, სამეგრელო და ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, კახეთი (მდ. დურუჯის ხეობა);
Ø გვალვა – შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი;
Ø ტყის ხანძარი – სამცხე-ჯავახეთი;
Ø მიწისძვრა – 7-ბალიანი საშიშროების ქვეშ: ქ. ქუთაისი, ქ. ბათუმი, ქ. რუსთავი;
Ø 8-ბალიანი საშიშროების ქვეშ: ქ. თბილისი, ქ. გორი, ქ. მცხეთა, ქ. ცხინვალი, ქ. ოზურგეთი, ქ. ფოთი, ქ. ზუგდიდი, ქ. ახალციხე;
Ø 9-ბალიანი საშიშროების ქვეშ: ქ. თელავი, ქ. ამბროლაური, ქ. სოხუმი;
Ø ზღვის სანაპირო ზოლის აბრაზია – აჭარა, სამეგრელო და ზემო სვანეთი, გურია.
იზრდება ტექნოგენური კატასტროფების საშიშროება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ენერგომაგისტრალების, საკომუნიკაციო ხაზებისა და სომხეთში ატომური სადგურის ტექნიკურ მდგომარეობას, ისევე როგორც მათზე ავარიების ლიკვიდაციის შესაძლებლობების შეძენას.
სუსტად განვითარებული კრიზისების მართვის სისტემა აძნელებს ბუნებრივი და ტექნოგენური უბედურებების პრევენციას, ხოლო მისი განხორციელების შემთხვევაში პოსტკრიზისულ რეაბილიტაციას და უბედურების შედეგების დროულად ლიკვიდაციას.
ამგვარი საფრთხეების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც აუცილებელს ხდის წინასწარ მოსამზადებლი სამუშაოების ჩატარებას, როგორც მოსახლეობაში, აგრეთვე სახელმწიფო სტრუქტურებში მოქმედების ეფექტურობისა და კოორდინაციის ხარისხის გასაუმჯობესებლად.