1. საკრებულოს სხდომის ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში.

2. სხდომის ოქმი საჯაროა (გარდა იმ საკითხებისა, რომელიც განხილულ იქნა დახურულ სხდომაზე).

3. საკრებულოს სხდომის ოქმს თან უნდა დაერთოს;

ა) სხდომაზე მონაწილე საკრებულოს წევრთა სატაბელო რეგისტრაციის ფურცელი;

ბ) სხდომაზე განხილული პროექტების ორიგინალები;

გ) სახელობითი კენჭისყრის ფურცლები.

4. საკრებულოს სხდომის ოქმზე თანდართული მასალები საკრებულოს აპარატში ინახება სამი თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ ბარდება არქივს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი XV

საკრებულოს მიერ კონტროლის განხორციელე