1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას, სხდომის ჩატარების დღემდე არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა. ამ პუნქტის შესაბამისად გამოცემული ბრძანება, ამ დებულებით დადგენილი წესით ქვეყნდება დაუყოვნებლივ და გამოქვეყნებიდან 24 საათში ბრძანების გამოცემისა და მისი შინაარსის შესახებ ეცნობება ყველა საკრებულოს წევრს, აგრეთვე სხვა დაინტერესებულ პირებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბრძანება, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი თ“ განსაზღვრული სავალდებულო რეკვიზიტების გარდა უნდა შეიცავდეს შემდეგ აუცილებელ მონაცემებს:

ა) საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების დროს და ადგილს;

ბ) ინფორმაციას ბიუროს მიერ დამტკიცებული დღის წესრიგის შესახებ;

გ) საკითხებზე მომხსენებლებისა და თანამომხსენებლების შესახებ, მათი გვარის, სახელისა და თანამდებობის მითითებით. აგრეთვე ინფორმაციას ოფიციალურად მოწვეული პირების შესახებ;

დ) ინფორმაციას განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადისა და პროცედურების შესახებ;

ე) საკრებულოს სხდომაზე დასწრების მსურველთათვის ინფორმაციას - რეგისტრაციის ვადისა და პირობების შესახებ.

3. საკრებულოს წევრი საკრებულოს მორიგ სხდომაზე ვალდებულია გამოცხადდეს სპეციალური მოწვევის გარეშეც
, თუ მისთვის სხვა გზით ცნობილი გახდა (ან უნდა გამხდარიყო) სხდომის ჩატარების დრო და ადგილის შესახებ.

4. საკრებულო უფლებამოსილია საკუთარი გადაწყვეტილებით გააგრძელოს, ხოლო დღის წესრიგის საკითხების ამოწურვის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ განსაკუთრებულ შემთხვევებში, მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს მორიგი სხდომის ვადამდე დამთავრების ან შეწყვეტის შესახე