1. საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი საკრებულოს სხდომის წესების დარღვევისათვის სხდომაში მონაწილე პირის მიმართ სხდომის თავმჯდომარის მიერ, ამ დებულებით დადგენილი წესით, შეიძლება გამოყენებულ იქნეს წესრიგისკენ მოწოდება ან გაფრთხილება, ხოლო საკრებულოს მიერ, ამ დებულებით დადგენილი წესით
– გაფრთხილება ოქმში შეტანით ან სიტყვით გამოსვლის უფლების ჩამორთმევა შესაბამის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე.
2. საკრებულოს სხდომაზე მონაწილე ან დამსწრე არა საკრებულოს წევრი წესრიგის დარღვევისათვის სხდომის თავმჯდომარის მიერ შეიძლება გაძევებულ იქნეს დარბაზიდან თუ იგი:
ა) უკვე იქნა გაფრთხილებული, მაგრამ აგრძელებს წესრიგის დარღვევას;
ბ) ქმნის უწესრიგობას სხდომაზე, რითაც ხელს უშლის სხდომის მიმდინარეობას;
გ) შეურაც
ხყო საკრებულო ან პირი, მიუხედავად იმისა
, იმყოფება ეს პირი საკრებულოს სხდომაზე თუ არა
;
დ) თუ იგი ეწინააღმდეგებ
ა სხდომის თავმჯდომარის მიერ მის მიმართ გამოტანილ პასუხისმგებლობის ზომას.
3. პირს ან პირთა ჯგუფს, რომელიც გაძ
ევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან
, უფლება არა აქვს დაბრუნდეს საკრებულოს სხდომის დარბაზში იმ დღის სხდომის დამთავრებამდ