შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.09.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 040170030.21.014.016001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 121, 23/09/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.09.2010 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 03000000 |
| 2 | 09000000 |
| 3 | 14000000 |
| 4 | 15000000 |
| 5 | 16000000 |
| 6 | 18000000 |
| 7 | 19000000 |
| 8 | 22000000 |
| 9 | 24000000 |
| 10 | 30000000 |
| 11 | 31000000 |
| 12 | 32000000 |
| 13 | 33000000 |
| 14 | 34000000 |
| 15 | 35000000 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Verdana; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"Acad Nusx Geo";} @font-face {font-family:GrigoliaMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:GrigoliaMtavr; color:navy; font-weight:bold;} a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:GrigoliaMtavr; color:navy; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №7
2010 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესი“ თანდართულ დანართთან ერთად (დანართი №1).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ტ. ურჯუმელაშვილი
შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე.
2. წესის მიზანია შესყიდვის ობიექტების იდენტიფიკაცია, კლასიფიკაცია და შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კლასიფიკატორის გამოყენებით, გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა, ელექტრონული ტენდერისა და კონსოლიდირებული შესყიდვის შემთხვევებში.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
1. ამ წესის მიზნებისთვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა – სახელმწიფო შესყიდვების პორტალი, (www.tenders.gov.ge) რომელიც უზრუნველყოფს ღია, გამჭვირვალე და კონკურენტუნარიან გარემოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისათვის – (შემდგომში – სისტემა);
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული კლასიფიკატორი – ევროკავშირის EC #213/2008 დირექტივით გათვალისწინებული შესყიდვების ერთიანი ლექსიკონი (Common Procurement Vocabulary – CPV), რომელიც ადგენს სახელმწიფო შესყიდვის ობიექტების ერთიან სისტემას და მიზნად ისახავს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ შესყიდვის ობიექტის აღწერისას გამოყენებული მითითებების სტანდარტიზაციას (შემდგომში – კლასიფიკატორი);
გ) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები, რომლებიც დადგენილია წესის შესაბამისად.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში.
მუხლი 3🔗. კლასიფიკატორის ხელმისაწვდომობა
1. კლასიფიკატორის ოფიციალური ვერსია წარმოადგენს სისტემის შემადგენელ ნაწილს, რომლის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
2. კლასიფიკატორის ოფიციალური ვერსია ხელმისაწვდომია სისტემაში და სააგენტოს ვებგვერდზე (www.spa.gov.ge).
მუხლი 4🔗. კლასიფიკატორის სტრუქტურა
1. კლასიფიკატორი იყოფა 4 ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებულ შესყიდვების იერარქიულ დონედ, რომელთაგან ყველაზე გამსხვილებულ დონეს წარმოადგენს დანაყოფი, რომელიც შედგება ჯგუფებისგან, ჯგუფები, თავის მხრივ, შედგება კლასებისგან, ხოლო კლასები – კატეგორიებისგან. ზოგიერთ შემთხვევებში კატეგორიები შედგება ქვეკატეგორიებისგან.
2. კლასიფიკატორი შედგება ძირითადი კოდებისგან, რომლებიც განსაზღვრავს შესყიდვის ობიექტს.
3. კლასიფიკატორის ძირითადი კოდი შედგება 8 ციფრისგან, სადაც:
ა) პირველი ორი ციფრი განსაზღვრავს დანაყოფს (მაგ., XX000000 – სადაც XX არის დანაყოფის განმსაზღვრელი ციფრები);
ბ) პირველი სამი ციფრი განსაზღვრავს ჯგუფს (მაგ., XXX00000 – სადაც XXX არის ჯგუფის განმსაზღვრელი ციფრები);
გ) პირველი ოთხი ციფრი განსაზღვრავს კლასს (მაგ., XXXX0000 – სადაც XXXX არის კლასის განმსაზღვრელი ციფრები);
დ) პირველი ხუთი ციფრი განსაზღვრავს კატეგორიას (მაგ., XXXXX000 – სადაც XXXXX არის კატეგორიის განმსაზღვრელი ციფრები);
ე) უკანასკნელი სამი ციფრი გამოიყენება შესყიდვის ობიექტის იდენტიფიკაციის მიზნით.
მუხლი 5🔗. შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება
1. სახელმწიფო შესყიდვის საშუალების შერჩევისას, კანონის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად, შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება განისაზღვრება კლასიფიკატორის დანაყოფების შესაბამისად (დანართი №1).
მაგალითი 1. შესყიდვის ობიექტი 8 ნიშნა კოდით: 18100000 (სამუშაო ტანსაცმელი, სპეცტანსაცმელი და აქსესუარები) და შესყიდვის ობიექტი 8 ნიშნა კოდით: 18800000 (ფეხსაცმელი) შედიან ერთ დანაყოფში (18000000 ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საბარგო ნივთები და აქსესუარები), რადგან ორივე ობიექტის 8 ნიშნა კოდის პირველი ორი ციფრი (18) არის იდენტური, შესაბამისად, აღნიშნული შესყიდვის ობიექტები წარმოადგენენ შესყიდვის ერთგვაროვან ობიექტებს.
2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია დაასაბუთებს, რომ ერთი ჯგუფის კლასებსა და კატეგორიებში შემავალი შესყიდვის კონკრეტული ობიექტები არ შეიძლება განხილულ იქნენ ერთგვაროვნად და აღნიშნული შესყიდვის ობიექტების არაერთგვაროვნად ცნობის შესახებ დასაბუთებულ წერილობით მიმართვას წარადგენს სააგენტოში, სააგენტო არა უგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნებასთან დაკავშირებით და აცნობებს შემსყიდველ ორგანიზაციას აღნიშნულის თაობაზე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა და სააგენტოს გადაწყვეტილების გაცნობა შესაძლებელია განხორციელდეს სისტემის ან სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით (www.spa.gov.ge).
დანართი № 1
კლასიფიკატორის დანაყოფები
N
კლასიფიკატორის კოდები
შესყიდვის ობიექტის დასახელება
1
03000000
სოფლის მეურნეობის, ფერმერული, თევზის რეწვის, ხე-ტყისა და მათთან დაკავშირებული პროდუქტები
2
09000000
ნავთობპროდუქტები, საწვავი, ელექტროობა და ენერგიის სხვა წყაროები
3
14000000
სამთო მრეწველობა, მთავარი ლითონები და მონათესავე პროდუქტები
4
15000000
საკვები, სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები
5
16000000
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მანქანები
6
18000000
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საბარგო ნივთები და აქსესუარები
7
19000000
ტყავი და ნაჭრის ქსოვილები, პლასტმასისა და რეზინის მასალები
8
22000000
საბეჭდი მასალა და მონათესავე პროდუქცია
9
24000000
ქიმიური პროდუქტები
10
30000000
საოფისე და კომპიუტერული მანქანები, მოწყობილობები და მარაგი, ავეჯისა და პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის გარდა
11
31000000
ელექტრო მანქანები, აპარატები, მოწყობილობები და სახარჯი მასალები; განათება
12
32000000
რადიო, სატელევიზიო, საკომუნიკაციო, ტელე-საკომუნიკაციო და მათთან დაკავშირებული მოწყობილობები
13
33000000
სამედიცინო მოწყობილობები, ფარმაცევტული და პირადი ჰიგიენის პროდუქცია
14
34000000
სატრანსპორტო ხელსაწყოები და ტრანსპორტირების დამხმარე საშუალებები
15
35000000
უსაფრთხოების, სახანძრო, პოლიციისა და თავდაცვის მოწყობილობები
16
37000000
მუსიკალური ინსტრუმენტები, სპორტული საქონელი, თამაშები, სათამაშოები, ხელოვნების, ნაწარმოებების შესაქმნელად საჭირო მასალები და აქსესუარები
17
38000000
ლაბორატორიული, ოპტიკური და ზუსტი ხელსაწყოები
18
39000000
ავეჯი (საოფისე ავეჯის ჩათვლით), ავეჯეულობა, საშინაო მოხმარების ხელსაწყოები (გამნათებლების გარდა) და საწმენდი საშუალებები
19
41000000
დაგროვილი და გაწმენდილი წყალი
20
42000000
სამრეწველო დანადგარები
21
43000000
სამთო და სამტეხლო მანქანები სამშენებლო მოწყობილობა
22
44000000
სამშენებლო კონსტრუქციები და მასალები; დამხმარე სამშენებლო პროდუქცია (ელექტრომოწყობილობის გარდა)
23
45000000
სამშენებლო სამუშაო
24
48000000
პროგრამული უზრუნველყოფის სისტემები და საინფორმაციო სისტემები
25
50000000
შეკეთება და ტექნიკური მომსახურება
26
51000000
დამონტაჟების მომსახურება (პროგრამული უზრუნველყოფის გარდა)
27
55000000
სასტუმროს, რესტორნისა და საცალო ვაჭრობის მომსახურება
28
60000000
სატრანსპორტო მომსახურება (ნარჩენების გატანის გარდა)
29
63000000
დამხმარე სატრანსპორტო მომსახურება; სამოგზაურო სააგენტოების მომსახურება
30
64000000
საფოსტო და სატელეკომუნიკაციო მომსახურება
31
65000000
კომუნალური მომსახურება
32
66000000
საფინანსო და სადაზღვევო მომსახურება
33
70000000
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურება
34
71000000
არქიტექტურული, სამშენებლო, საინჟინრო და ინსპექტირების მომსახურება
35
72000000
IT (საინფორმაციო ტექნოლოგიური) მომსახურება, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება, ინტერნეტი და ტექნიკური უზრუნველყოფა
36
73000000
კვლევა და სრულყოფა და მათთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება
37
75000000
ადმინისტრაციული, დაცვითი და სოციალური უსაფრთხოების მომსახურება
38
76000000
ნავთობისა და გაზის მრეწველობასთან დაკავშირებული მომსახურება
39
77000000
სოფლის მეურნეობასთან, სატყეო მეურნეობასთან, მებაღჩეობასთან, აკვაკულტურასთან და მეფუტკრეობასთან დაკავშირებული მომსახურება
40
79000000
ბიზნეს მომსახურება: იურისპრუდენცია, მარკეტინგი, კონსულტირება, რეკრუტირება, ბეჭდვა და უსაფრთხოება
41
80000000
საგანმანათლებლო და სატრენინგო მომსახურება
42
85000000
ჯანდაცვისა და სოციალური დახმარების სამსახურების მომსახურება
43
90000000
ჩამდინარე წყლებთან, ნაგვის გატანასთან, დასუფთავებასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მომსახურება
44
92000000
სარეკრეაციო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები
45
98000000
სხვა საზოგადოებრივი, სოციალური და პერსონალური მომსახურება