,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და შესაბამის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №72
2005 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და შესაბამის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №54, მუხლი 461) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,11. სამინისტროს გამგებლობაშია შემდეგი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები:
ა) სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი;
ბ) თევზის მეურნეობის დეპარტამენტი ,,საქთევზი “;
გ) წყლის, ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სახელმწიფო რეგულირების დეპარტამენტი ,,საქმინხილწყალი“;
დ) მეცხოველეობის სანაშენე საქმის დეპარტამენტი;
ე) თესლეულისა და სარგავი მასალის ხარისხის ინსპექცია;
ვ) კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური;
ზ) სელექციური მიღწევების გამოცდის ინსპექცია;
თ) მცენარეთა დაცვის სამსახური;
ი) აგროქიმიური და ნიადაგის ნაყოფიერების სამსახური;
კ) ქვეყნის შიგნით ზამთრის საძოვრებისა და პირუტყვის გადასარეკი ტრასების რაზმი;
ლ) აჭარის საძოვრების ადმინისტრაცია;
მ) მეაბრეშუმეობის საკოორდინაციო ცენტრი ,,აბრეშუმის სახლი“;
ნ) აგროსაინჟინრო სამსახური.“.
2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) უზრუნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და ფქვილის ხარისხის ინსპექციის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან – კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახურთან შეერთებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – მელიორაციის ინსპექციის ლიკვიდაციის ღონისძიებათა კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელება.
3. სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გამგებლობაში გადაეცეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
4. მელიორაციის ინსპექციის ლიკვიდაციის შედეგად გამოთავისუფლებული 7 საშტატო ერთეული შესაბამისი დაფინანსებით დარჩეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განკარგულებაში მისი ცენტრალური აპარატისათვის.
5. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და შესაბამის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.04.2005.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და შესაბამის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”“?
- „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და შესაბამის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”“ მიღებულია 17.04.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №72. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.10.003.000.206.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და შესაბამის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და შესაბამის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.04.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №38 დადგენილებაში ცვლილებების შეტანისა და შესაბამის ღონისძიებათა განხორციელების შესახებ”“, №72, 17.04.2005, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.10.003.000.206 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.04.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/10144/