„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№564
სარეგისტრაციო კოდი
140.010.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 141, 10/10/2007

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №564

2007 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის   2004 წლის 27 დეკემბრის  №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დებულების 21-ე პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) გენერალური ინსპექცია უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში ეთიკის, დისციპლინური ნორმების დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულებისა და კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას; მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და ამ კოდექსით გათვალისწინებულ ფარგლებში წინასწარ გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას; სამინისტროს სისტემაში არსებული დარღვევებისა და ნაკლოვანებების გამოვლენას; სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში წარმოებული ოპერატიულ-ანალიზური და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კონტრსადაზვერვო თანხლებას; სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ მატერიალური და ფინანსური რესურსების ხარჯვის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის შემოწმებას; სამინისტროს სისტემაში ფინანსური, მათ შორის, ოპერატიული ხარჯების შემოწმების ჩატარებასა და სამინისტროს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოებას;

დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება;“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.10.2007.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 05.10.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №564. სარეგისტრაციო კოდი — 140.010.000.08.002.004.
სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.10.2007 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №564, 05.10.2007, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.10.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101440/