საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილებით დამტკიცებულ “საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერთიფიცირების წესის“ დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება №49/2010
2010 წლის 20 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილებით დამტკიცებულ �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერ ტ იფიცირების წესის� დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის�საქართველოს საარჩევნო კოდექსი� 25-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის �უ1� ქვეპუნქტის, 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და �ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
��� მუხლი 1
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2009 წლის 23 მარტის №1/2009 დადგენილებით (სსმ III, 25.03.2009,№36,მუხ. 418) დამტკიცებულ �საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების წესის შესახებ� დებულების მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�8. ცესკოს განკარგულებით დადგენილ ვადებში თითოეულ გამოსაცდელზე გაიცემა ინსტრუქცია, საგამოცდო ფურცელი, რომელშიც აღინიშნება გამოსაცდელის სახელი, გვარი, გამოცდის თარიღი, ადგილი, გამოცდის დრო და სხვა მონაცემები, რომლებიც აუცილებელია პირის იდენტიფიკაციისათვის. ასევე, საპრეტენზიო საჩივრის მიღების და განხილვის ვადები და წესი.�.
��� მუხლი 2
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლო ს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია ში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
��� მუხლი 3
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი