„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №579
2007 წლის 12 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
1. რეორგანიზებულ იქნეს საქართველოს საელჩო ავსტრიისა და უნგრეთის რესპუბლიკებში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მის ნაცვლად ჩამოყალიბდეს:
ა) საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ბ) საქართველოს საელჩო უნგრეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში.
2. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს ზოგიერთი დიპლომატიური წარმომადგენლობის შექმნისა და რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 14 ივნისის №225 ბრძანებულებაში (სსმ III, №61, 2004 წ., მუხ. 532) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:
ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) საქართველოს საელჩო უნგრეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში;“;
ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან.“;
გ) ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხას დაემატოს შემდეგი შინაარსის 45-ე პუნქტი:
„45. საქართველოს საელჩო უნგრეთისა და სერბეთის რესპუბლიკებში.“.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი) უზრუნველყოს:
ა) ბრძანებულებით რეორგანიზებული და შექმნილი დიპლომატიური წარმომადგენლობების რიცხოვნობისა და საშტატო ნუსხის დამტკიცება;
ბ) ამ ბრძანებულებით გათვალისწინებული დიპლომატიური წარმომადგენლობების რეორგანიზაციასა და შექმნასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
4. ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.
მ. სააკაშვილი