„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №582
2007 წლის 15 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილებები „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) და ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის XXI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XXI. საქართველოს კონტროლის პალატა
მუხლი 72. მთავარი საჯარო თანამდებობა
ა) კონტროლის პალატის თავმჯდომარე;
ბ) კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გ) კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარე;
ე) დეპარტამენტის უფროსი;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსი.
მუხლი 73. წამყვანი საჯარო თანამდებობა
ა) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
ბ) ავტონომიურ რესპუბლიკაში კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;
დ) აპარატის უფროსი;
ე) სამმართველოს უფროსი;
ვ) განყოფილების უფროსი;
ზ) განყოფილების უფროსი – მთავარი ბუღალტერი;
თ) თავმჯდომარის თანაშემწე;
ი) თავმჯდომარის მრჩეველი;
კ) მთავარი კონტროლიორი;
ლ) მთავარი იურისტი;
მ) მთავარი ინსპექტორი;
ნ) პრესმდივანი;
ო) პრეზიდიუმის მდივანი.
მუხლი 74. უფროსი საჯარო თანამდებობა
ა) უფროსი კონტროლიორი;
ბ) უფროსი იურისტი;
გ) უფროსი ინსპექტორი;
დ) კონტროლიორი;
ე) იურისტი;
ვ) ინსპექტორი;
ზ) მთავარი ბუღალტრის მოადგილე;
თ) მთავარი ეკონომისტი;
ი) მრჩეველი;
კ) თანაშემწე;
ლ) რეფერენტი;
მ) მთავარი სპეციალისტი;
ნ) ბუღალტერი;
ო) ეკონომისტი.
მუხლი 75. უმცროსი საჯარო თანამდებობა
ა) უფროსი სპეციალისტი;
ბ) უფროსი საქმისმწარმოებელი;
გ) სპეციალისტი;
დ) საქმისმწარმოებელი.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.10.2007.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“?
- „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 15.10.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №582. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.08.002.004..
- სად არის „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.10.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, №582, 15.10.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.08.002.004. (კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101512/