„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№583
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 147, 22/10/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №583

2007 წლის 17 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში (სსმ III, 2001 წ., №78, მუხ. 555) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ბრძანებულებით დამტკიცებული საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის XXV თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თავი XXV. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო თანამდებობები

თბილისის მერიის საჯარო თანამდებობები

    მუხლი 88. მთავარი საჯარო თანამდებობა

ა) მერი;

ბ) მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი);

გ) მერის მოადგილე;

დ) ქ. თბილისის რაიონის გამგებელი;

ე) ადმინისტრაციის უფროსი;

ვ) საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, მოადგილე.

    მუხლი 89. წამყვანი საჯარო თანამდებობა

ა) მერის წარმომადგენელი საკრებულოში;

ბ) საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე;

გ) რაიონის გამგებლის მოადგილე;

დ) მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსის მოადგილე;

ე) განყოფილების უფროსი;

ვ) მთავარი ბუღალტერი.

    მუხლი 90. უფროსი საჯარო თანამდებობა

ა) რაიონის გამგეობის აპარატის უფროსი;

ბ) თანაშემწე;

გ) გამგეობის რაიონული სამსახურის ხელმძღვანელი;

დ) მრჩეველი;

ე) მთავარი სპეციალისტი.

    მუხლი 91. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) წამყვანი სპეციალისტი;

ბ) უფროსი სპეციალისტი;

გ) სპეციალისტი.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი