„ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №441/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.014.653
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №137/ნ
2010 წლის 19 მაისი
ქ. თბილისი
„ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №441/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ბავშვზე ზრუნვა“ 2010 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №441/ნ ბრძანების (სსმ III, 31.12.2009 წ., №160, მუხლი 2016) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართის (2010 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვა“) მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ქვეპროგრამის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, რისთვისაც გათვალისწინებულია 2,423,000 ლარი. სკოლების დაფინანსების ყოველთვიური მოცულობა განისაზღვროს შემდეგი დაფინანსების წლიური მოცულობის არა უმეტეს 1/12-ისა:
| № | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში არსებული პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების დასახელება | ხარჯები (ლარებში)
|
| 1 | სსიპ – თბილისის №200 საჯარო სკოლა | 350 000 |
| 2 | სსიპ – ქუთაისი, გუმათის №2 საჯარო სკოლა | 88 000 |
| 3 | სსიპ – ახალციხის №7 საჯარო სკოლა | 83 000 |
| 4 | სსიპ – სიღნაღის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზემო ბოდბის №2 საჯარო სკოლა | 136 000 |
| 5 | სსიპ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. კოხნარის №2 საჯარო სკოლა | 83 000 |
| 6 | სსიპ – ჭიათურის №12 საჯარო სკოლა | 107 000 |
| 7 | სსიპ – თბილისის №202 უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლა | 122 000 |
| 8 | სსიპ – თბილისის №203 ყრუ და სმენადაქვეითებულთა საჯარო სკოლა | 292 000 |
| 9 | სსიპ – ქუთაისის №45 ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლა | 127 000 |
| 10 | სსიპ – გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულთა საჯარო სკოლა | 204 000 |
| 11 | სსიპ – გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფ. კაჭრეთის №2 საჯარო სკოლა | 149 000 |
| 12 | სსიპ – სამტრედიის №15 საჯარო სკოლა | 123 000 |
| 13 | სსიპ – ქუთაისის №44 საჯარო სკოლა | 187 000 |
| 14 | სსიპ – ქ. თბილისის №199 საჯარო სკოლა | 187 000 |
| 15 | სსიპ – ქ. თბილისის №198 საჯარო სკოლა | 185 000“ |
მუხლი 2.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება „ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტომ“ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველ მუხლში აღნიშნული იურიდიული პირების მიერ 2010 წლის პროგრამა „ბავშვზე ზრუნვის“ „განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა სპეციალური დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში 2010 წლის 19 თებერვლიდან გაწეული მომსახურების ანაზღაურება, აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დასახელების შეცვლასთან დაკავშირებით.
მუხლი 3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ი. გიორგობიანი