"საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№43
სარეგისტრაციო კოდი
010320010.22.023.016004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 121, 23/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის

ბრძანება №43

2010 წლის 21 სექტემბერი

ქ. თბილისი

�საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 2 თებერვლის №2 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

��� მუხლი 1

�საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ� საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 2 თებერვლის№2 ბრძანებით (სსმ III, 2009წ., №12, მუხ.147) დამტკიცებულ �საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესში� (შემდგომში� წესი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:��� ���� ���� ���� ����

��� ��მუხლი 3

სტაჟიორთა მიღების მიზნით, დაწესებულებაში იქმნება სტაჟირების კომისია (შემდგომში � კომისია), რომლის შემადგენლობას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.�.

2. წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირის კონკურსის გარეშე სტაჟიორად დანიშვნის თაობაზე.�.

3. წესის მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში � სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.

2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს დაწესებულების ხელმძღვანელი.�.

4. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის �გ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�გ) სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი (აღნიშნული დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განცხადება შეიტანება სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � გარემოს დაცვის ინსპექციის (შემდგომში � ინსპექცია) სწრაფი რეაგირების სამსახურში ან ინსპექციის ტერიტორიული ორგანოების სწრაფი რეაგირების განყოფილებაში).�.

5. წესის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 7

კონკურსი ტარდება ტესტირების ან/და გასაუბრების გზით, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი.�.

6. წესის მე-8 მუხლის პირველი და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. კონკუსის გამოცხადება ხდება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ პრესის ან/და სხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით.

4. კონკურსის ჩატარების დროსა და ადგილს კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი.�.

7. წესის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�4. ტესტურ გამოცდაში გამსვლელი ქულის ოდენობას ადგენს დაწესებულების ხელმძღვანელი.�.

8. წესის მე-13 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რეკომენდაციის საფუძველზე,დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კანდიდატის სტაჟიორად მიღების შესახებ.

3. იმ შემთხვევაში, თუ პირი გადის სტაჟირებას ინსპექციაში, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე,ინსპექციის უფროსი უფლებამოსილია მის მიერ განსაზღვრული სტაჟირების პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორისათვის მინიჭებული უფლებამოსილებების გათვალისწინებით,მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის სასწავლო დაწესებულებაში (ცენტრში) სავალდებულო ტრენინგზე გაგზავნის შესახებ.

4. იმ სასწავლო დაწესებულებას (ცენტრს), სადაც უნდა მოხდეს სტაჟიორის სავალდებულო ტრენინგი,განსაზღვრავს ინსპექციის უფროსი, ხოლო სტაჟიორის ტრენინგის ხარჯებს ანაზღაურებს ინსპექცია.�.

9. წესის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

��� ��მუხლი 14

დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ.�.

10. წესის მე-15 მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ არა უმეტეს 6 თვის ვადისა.

3. სტაჟიორის ანგარიშის პერიოდული განხილვის შედეგები ეცნობება დაწესებულების ხელმძღვანელს და კომისიას.�

5. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში,კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე,დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.

6. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე,დაწესებულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორისთვის სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის და მისი დაწესებულებაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.�.

11. წესის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი.�.

��� მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხაჩიძე