2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
მიღების თარიღი 20.05.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ნომერი №41/2010
სარეგისტრაციო კოდი 010210010.15.008.014662
გამოქვეყნების წყარო სსმ, 57, 21/05/2010
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.05.2010 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.210.010.15.008.014.662
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო
კომისიის დადგენილება №41/2010
2010 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიების განსაზღვრის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 25-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗.
2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს, საქართველოს დედაქალაქის – თბილისის მერისა და საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისათვის, იმ საარჩევნო უბნებში, სადაც უნდა განთავსდეს ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებები – ე.წ. „ვიდეოთვალი“, ვიდეოდაკვირვების საშუალებები დამონტაჟდეს შემდეგი წესით:
კენჭისყრის შენობაში დამონტაჟდეს ვიდეოთვალი/ვიდეოთვალები, რომელიც გააკონტროლებს გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაგდების პროცესსა და სარეგისტრაციო მაგიდებს. ვიდეოდაკვირვებისა და ჩაწერის საშუალებები კენჭისყრის შენობაში უნდა განლაგდეს ისე, რომ არ დაირღვეს ხმის მიცემის ფარულობა.
მუხლი 2🔗.
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3🔗.
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე