„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№600
სარეგისტრაციო კოდი
120.010.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 26/10/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №600

2007 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 ბრძანებულებაში (სსმ III, 2004 წ., №130, მუხ.1148) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების 42-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„42. სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სამსახურს გადიან სხვა სახელმწიფო უწყებაში, თანამდებობრივი სარგო განესაზღვრებათ იმ უწყებაში დადგენილი თანამდებობრივი სარგოს (განაკვეთი) ოდენობით, მაგრამ არანაკლებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ოდენობისა. აღნიშნულ სამხედრო მოსამსახურეებს წოდებრივი სარგოთი, კანონმდებლობით დადგენილი დანამატებით, დათხოვნასთან დაკავშირებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარებით (კანონმდებლობით დადგენილი ფულადი სარგოების გათვალისწინებით), სასურსათო ულუფის სანაცვლოდ დაწესებული ფულადი კომპენსაციითა და ფორმის ტანსაცმლით უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (თუ სხვა რამ არ არის დადგენილი), ხოლო თანამდებობრივ სარგოს ფინანსურად უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყება, სადაც სამხედრო მოსამსახურე გადის სამსახურს.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი