„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№133
სარეგისტრაციო კოდი
310150000.47.052.014668
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 59, 25/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 310.150.000.47.052.014.668

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის

უფროსის ბრძანება №133

2010 წლის 24 მაისი

 ქ. თბილისი

„ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

 „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 6 ნოემბრის №133 ბრძანებით (სსმ III, 09.11.2007, №158, მუხლი 1744) დამტკიცებულ „ავიასპეციალისტთა სერტიფიცირების წესებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემა, მოქმედების ვადის გაგრძელება და ოსტატობის აღნიშვნის გაცემა ხორციელდება განმცხადებლის მიერ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციისათვის (შემდგომში – ადმინისტრაცია) ამ „წესებით“ დადგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების წარდგენის საფუძველზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ვადებში, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ავიასპეციალისტის მოწმობის ან ოსტატობის აღნიშვნის გაუქმება, მოქმედების ვადის შეჩერება, ხორციელდება ადმინისტრაციის მიერ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ავიასაწარმოს წარდგენის საფუძველზე ან ადმინისტრაციის ინიციატივით, ამ „წესების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზედამხედველობისას გამოვლენილი ფრენის უსაფრთხოების საშიში დონის წარმოქმნისას. შეჩერების ან გაუქმების საფუძველი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული.“.

2. მე-9 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ავიასპეციალისტის მოწმობის მოქმედების ვადის გაგრძელებისას, ავიასპეციალისტი ადმინისტრაციაში წარადგენს შემდეგ საბუთებს:

ა) განცხადებას (დანართი №1) და შუამდგომლობას (დანართი №2);

ბ) სამედიცინო სერტიფიკატს (საჰაერო ხომალდების ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის და ავიადისპეტჩერის გარდა);

გ) თეორიულ საგნებში ცოდნის შემოწმების შედეგებს (დანართი №3).

5. უცხოეთში საქმიანობის განმახორციელებელი საქართველოს ავიასპეციალისტის მოწმობის მფლობელმა, მოწმობის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად, ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება (დანართი №1);

ბ) სამედიცინო სერტიფიკატი (საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის და ავიადისპეტჩერის გარდა);

გ) თეორიულ საგნებში ცოდნის შემოწმების შედეგები (დანართი №3);

დ) პრაქტიკული მუშაობის შემოწმების შედეგები;

ე) საწაფზე წვრთნის შედეგები;

ვ) საფრენოსნო წიგნაკი;

ზ) ამ პუნქტის „ბ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საბუთები შეიძლება იყოს იმ ქვეყანაში მიღებული ფორმით, სადაც ავიასპეციალისტი მუშაობს.“.

3. 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. საქართველოს ის ავიასაწარმო, სადაც ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარებით დაინტერესებულმა ავიასპეციალისტმა უნდა იმუშაოს, ადმინისტრაციას მიმართავს განცხადებით და წარუდგენს ამ ავიასპეციალისტის:

ა) ავიასპეციალისტის მოწმობას ან ასლს;

ბ) საფრენოსნო წიგნაკს ან ასლს;

გ) სამედიცინო სერტიფიკატს ან ასლს (საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების სპეციალისტის და ავიადისპეტჩერის გარდა).“.

4. 30-ე მუხლს დაემატოს 81 და 82 პუნქტები შემდეგი რედაქციით:

„81. ავიასპეციალისტის მოწმობის აღიარებით დაინტერესებულმა ავიასპეციალისტმა, ადმინისტრაციის მიერ აღიარებული სამოქალაქო ავიაციის სასწავლო დაწესებულებიდან ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს ამ პუნქტით გათვალისწინებული საგნების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი:

ა) საქართველოს საჰაერო კოდექსი;

ბ) ამ „წესების“ დანართი №3-ის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგნები. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საგნებს აბარებს საქართველოს ტერიტორიაზე (ტერიტორიიდან) ფრენის განმახორციელებელი ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის წევრი;

გ) „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების ეკიპაჟების სამუშაო დროის ნორმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის თავმჯდომარის 2003 წლის 16 დეკემბრის №5 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდებისის ეკიპაჟების სამუშაო დროის ნორმები.“.

82. ადმინისტრაცია, იმ სახელმწიფოს საავიაციო ხელისუფლებიდან, სადაც გაცემულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, ითხოვს ავიასპეციალისტის მონაცემების დადასტურებას ამ „წესების“ დანართი №15-ით („ავიასპეციალისტის მონაცემების დადასტურების ფორმა“) გათვალისწინებული ფორმით.“.

5. 30-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. ამ მუხლის მე-8, 81 და 82 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ადმინისტრაცია გასცემს ავიასპეციალისტის მოწმობის ჩანართს აღიარების შესახებ ამ პუნქტით გათვალისწინებული ინგლისური ტექსტით. ჩანართში აღინიშნება მოქმედების ვადა. ჩანართს ხელს აწერს ადმინისტრაციის უფლებამოსილი პირი. ჩანართს ესმება თარიღი და ერტყმება ბეჭედი.

(ჩანართის ინგლისური ტექსტი: This certificate, particulars of which below, is hereby validate under Article 1.2.2.1. of Annex 1 of ICAO until „————————“.

Signature, Head of the CAA, Date.“

6. 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სმ მეთვალყურესა და ავიადისპეტჩერს – 5 წელი, მეთვალყურის (ავიადისპეტჩერის) რანგში.“

7. „წესებს“ დაემატოს დანართი №15 „ავიასპეციალისტის მონაცემების დადასტურების ფორმა“ თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლ. ჭიჭინაძე