„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 9 ნოემბრის №439 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.010.010.22.023.014.672
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების
მინისტრის ბრძანება №19
2010 წლის 24 მაისი
ქ. თბილისი
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 9 ნოემბრის №439 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 9 ნოემბრის №439 ბრძანებაში (სსმ III, 2005წ., №134, მუხ. 1480) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე“
2. ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების აღმოსავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამმართველო საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ხაშურის, ქარელის, გორის, კასპის, მცხეთის, თიანეთის, ყაზბეგის და დუშეთის მუნიციპალიტეტებში, აგრეთვე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში), თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.“;
ბ) დებულების მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) შეითანხმოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ წარდგენილი საპრივატიზებო გეგმა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით.“;
გ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების ძირითად უფლება-მოვალეობებს. საჭიროების შემთხვევაში ასევე უფლებამოსილია სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამ-სახურეები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განაწესოს სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებში.“;
დ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშვავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობას.“;
ე) ამოღებული იქნეს დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი.
ვ) დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამმართველოს ჰყავს მთავარი სპეციალისტი – იურისტი.“.
3. ბრძანების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დასავლეთ ცენტრალური რეგიონალური სამმართველოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამმართველო საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (თვითმმართველ ქალაქ ქუთაისში, აგრეთვე ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ტყიბულის, ზესტაფონის, სამტრედიის, ხონის, ვანის, ბაღდათის, წყალტუბოს, თერჯოლის, ონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერის, ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში), თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.“;
ბ) დებულების მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) შეითანხმოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ წარდგენილი საპრივატიზებო გეგმა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით“;
გ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების ძირითად უფლება-მოვალეობებს. საჭიროების შემთხვევაში ასევე უფლებამოსილია სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განაწესოს სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებში.“;
დ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშვავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობას.“;
ე) ამოღებული იქნეს დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი.
ვ) დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამმართველოს ჰყავს მთავარი სპეციალისტი – იურისტი.“.
4. ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამმართველო საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (თელავის, გურჯაანის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში), თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.“;
ბ) დებულების მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) შეითანხმოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ წარდგენილი საპრივატიზებო გეგმა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით“;
გ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების ძირითად უფლება-მოვალეობებს. საჭიროების შემთხვევაში ასევე უფლებამოსილია სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განაწესოს სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებში.“;
დ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობას.“;
ე) ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი.
ვ) დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამმართველოს ჰყავს მთავარი სპეციალისტი – იურისტი.“.
5. ბრძანების პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამმართველო საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (თვითმმართველ ქალაქ რუსთავში, აგრეთვე წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში), თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.“;
ბ) დებულების მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) შეითანხმოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ წარდგენილი საპრივატიზებო გეგმა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით“;
გ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების ძირითად უფლება-მოვალეობებს. საჭიროების შემთხვევაში ასევე უფლებამოსილია სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განაწესოს სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებში.“;
დ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობას.“;
ე) ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი.“;
ვ) დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამმართველოს ჰყავს მთავარი სპეციალისტი – იურისტი.“.
6. ბრძანების პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამმართველო საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ბორჯომის, ადიგენის, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში), თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.“;
ბ) დებულების მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) შეითანხმოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ წარდგენილი საპრივატიზებო გეგმა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით“;
გ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების ძირითად უფლება-მოვალეობებს. საჭიროების შემთხვევაში ასევე უფლებამოსილია სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განაწესოს სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებში.“;
დ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობას.
ე) ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი.
ვ) დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამმართველოს ჰყავს მთავარი სპეციალისტი – იურისტი.“.
7. ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველოს დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამმართველო საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (თვითმმართველ ქალაქ ფოთში, აგრეთვე ზუგდიდის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის, აბაშის, სენაკის, ხობისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში), თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.“;
ბ) დებულების მე-3 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) შეითანხმოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ წარდგენილი საპრივატიზებო გეგმა „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით“;
გ) დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების ძირითად უფლება-მოვალეობებს. საჭიროების შემთხვევაში ასევე უფლებამოსილია სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული საჯარო მოსამ-სახურეები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განაწესოს სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებში.“;
დ) დებულების მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამმართველოს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სამმართველოს უფროსის მოადგილე სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს სამმართველოს უფროსის მოვალეობას.“;
ე) ამოღებულ იქნეს დებულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი.
ვ) დებულების მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სამმართველოს ჰყავს მთავარი სპეციალისტი – იურისტი.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე