მოსარჩელე ლეილა არუთინოვი- ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ
2010 წლის 17 სექტემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლევან გვარამია
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
მოსარჩელე: ლეილა არუთინოვი
მოპასუხეები: ნოდარ თამარაშვილი, ლიანა ზაუტაშვილი
დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლეილა არუთინოვის სარჩელზე საჯარო პუბლიკაციის გამოყენების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ლევან გვარამიას წარმოებაშია ლეილა არუთინოვის სარჩელი მოპასუხეების ნოდარ თამარაშვილის, ლიანა ზაუტაშვილის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
სარჩელში მითითებულია, რომ 11.06.2009 წ. გაცემული მინდობილობისა და 24.06.2009 წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეისყიდა უძრავი ქონება, მდებარ ე ქ. თბილისში, კასპის ქ. კორ. 3„ბ“, ბინა 45-ში 2010 წლის 29 იანვარს, აღნიშნული უძრავი ქონება მოპასუხე ნოდარ თამარაშვილის მიერ თაღლითური გზით გადაფორმებულ იქნა მის სახელზე. 2010 წლის 22 იანვარს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება ჯერ დაიტვირთა იპოთეკით (01.02.2010) და შემდგომ გასხვისდა ლიანა ზაუტაშვილის სახელზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2010 წლის 10 მარტის ექსპერტის №179/გრ 180/დტ დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ 22.01.2010 ნასყიდობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ხელმოწერა არ არის შესრულებული ლეილა არუთინოვის მიერ.
სასამართლომ მოპასუხისათვის განცხადებისა და თანდართული საბუთების საჯარო შეტყობინებით ჩაბარების საკითხის განხილვისას დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 აპრილის განჩინებით ლეილა არუთინოვის სარჩელი მოპასუხეების ნოდარ თამარაშვილისა და ლიანა ზაუტაშვილის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ბინის საკუთრებაში დაბრუნების თაობაზე მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში. მოსარჩელეები თავის მოთხოვნას ამყარებენ იმ ფაქტზე, რომ უძრავი ქონების გასხვისება მოხდა თაღლითური გზით. სარჩელში მითითებული გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებად კი მითითებულია 24.06.2009 წ ნასყიდობის ხალშეკრულება, 11.06.2009წ. მინდობილობა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პასუხი №40952, 17.02.2010 წ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს 22.01.2010წ. ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას.
მოსამზადებელ სხდომაზე საქმის განსახილველად მომზადების მიზნით მოპასუხე მხარეებს ნოდარ თამარაშვილსა და ლიანა ზაუტაშვილს ფოსტის მეშვეობით გაეგზავნა სასარჩელო განცხადების და თანდართული საბუთების ასლები. ერთ-ერთ მოპასუხეს ლიანა ზაუტაშვილს ჩაბარდა სარჩელი და მასზე დართული დოკუმენტები სსკ-ი ს 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, მაგრამ ნოდარ თამარაშვილის გზავნილები დაბრუნდა ადრესატებისათვის ჩაუბარებელი სახით. კურიერის მიერ შედგენილი აქტით დგინდება, რომ მითითებული მისამართი არასრულია და ნოდარ თამარაშვილის ადგილსამყოფელი უცნობია. სამოქალაქო რეესტრის მართვის სისტემის პროგრამიდან 2010 წლის 14 ივლისს ამოღებულ იქნა ნოდარ თამარაშვილის სამისამართო მონაცემები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 20 აგვისტოს განჩინებით, თბილისის ისანი-სამგორის რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს საუბნო სამსახურს დაევალა სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის ჩაბარება. აღნიშნული მასალების მხარისათვის ჩაბარება ვერ მოხერხდა, რადგან ნოდარ თამარაშვილი არ ცხოვრობს ქ. თბილისში ვარკეთილის მეურნეობის დასახლება, მეგობრობის ქ.№28-ში.
სასამართლომ განიხილა ზემოაღნიშნული საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ ნოდარ თამარაშვილს საჯარო შეტყობინებით უნდა ეცნობოს ლეილა არუთინოვის სარჩელისა და თანდართული საბუთების შინაარსი, რასაც საფუძვლად უდევს შემდეგი სამართლებრივი შეფასება და სამართლის ნორმები:
სარჩელის და თანდართული საბუთების ასლების ჩაბარების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესი. კერძოდ, 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის) ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსათვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაბარდბა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით.
მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ვითარებასთან, როცა მოპასუხისათვის ვერ ხერხდება განცხადების და თანდართული საბუთების ჩაბარება, ვინაიდან მისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი უცნობია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყებ ის ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. საჯარო შეტყობინების ხორციელდება იმ გაზეთის საშუალებით, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება (სარჩელი) მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გაზეთში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე, 284-285-ე და 414-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია წინამდებარე საჯარო პუბლიკაციით მოპასუხე მხარეს ატყობინებს შემდეგს:თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე №2/1232-10 ლეილა არუთინოვის სარჩელისა გამო მოპასუხეების ნოდარ თამარაშვილისა და ლიანა ზაუტაშვილის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია წერილობით შეადგინოს პასუხი (შესაგებელი) სარჩელისა და მასში დასმულ საკითხებზე და სარჩელზე დართული დოკუმენტების შესახებ მოსაზრებებთან ერთად წარუდგინოს ისინი სასამართლოს 10 დღის ვადაში. მოპასუხის მიერ წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს:
სასამართლოს დასახელება, რომელშიც შეაქვს პასუხი; მოპასუხის, მისი წარმომადგენლის (თუ პასუხი შეაქვს წარმომადგენელს), მოწმის, სხდომაზე მოსაწვევი სხვა პირის სახელი, გვარი (სახელწოდება), ძირითადი მისამართი (ფაქტობრივი ადგილსამყოფელი), აგრეთვე არსებობის შემთხვევაში– ალტერნატიული მისამართი, ტელეფონი, მათ შორის, მობილური, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი; პასუხში შესაძლებელი ა მითითებულ იქნ ე ს საკონტაქტო პირის მონაცემები; ცნობს თუ არა სარჩელს და რა ნაწილში; თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი პასუხი სარჩელის წინააღმდეგ; მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს; რა საპროცესო საშუალებებით აპირებს მოპასუხე სარჩელისაგან თავის დაცვას, კერძოდ, ხომ არ აპირებს შეგებებული სარჩელის აღძვრას, ხომ არ უარყოფს სარჩელის დასაშვებობას; არსებობის შემთხვევაში მოპასუხის შუამდგომლობები; ხომ არ ექნება აცილება სასამართლოს ან მოსამართლის მიმართ; ვინ შეიძლება ჩაებას პროცესში თანამონაწილედ ან მესამე პირად; რომელი მოწმე უნდა იქნ ე ს გამოძახებული სასამართლო სხდომაზე; სხვა სახის შუამდგომლობები; პასუხისათვის დართული დოკუმენტების ნუსხა; მოპასუხის მოსაზრება საქმის ზეპირი განხილვის მოსაზრების თაობაზე;
მოპასუხის წერილობით პასუხს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ შესაგებელი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს.
პასუხში სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა აისახოს მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. მოპასუხე ვალდებულია პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
მოპასუხე ვალდებულია თავისი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე, აგრეთვე თავისი მოსაზრებები სარჩელისათვის დართული დოკუმენტების შესახებ წარუდგინოს სასამართლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღებიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. შესაგებელი უნდა პასუხობდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დადგენილ მოთხოვნებს.
სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილებ ა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 26-ე თავით დადგენილი წესით.
მოპასუხეს შეუძლია პასუხის შეტანისას განაცხადოს, რომ თანახმაა წერილობითი მასალები მიიღოს ელექტრონული ფოსტით. ასეთ შემთხვევაში სასამართლო, როგორც წესი, მოპასუხეს მასალებს უგზავნის ელექტრონული ფოსტით.
პასუხს ხელს აწერს მოპასუხე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი.
მოპასუხის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო ნიშნავს მთავარ სხდომას, რის შესახებაც ეცნობება მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
2. სარჩელის და თანდართული საბუთების ასლები ნოდარ თამარაშვილისათვის ჩაბარებულად ჩაითვალოს საჯარო შეტყობინებიდან მე-10 დღეს და ამ დღიდან აითვალოს შესაგებლის წარმოდგენს ვადა.
3. განჩინება არ საჩივრდება.
მოსამართლე ლ. გვარამია