„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№233
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 12/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება№233

2010 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

„ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1.

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ­თვე­ლოს კა­ნონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყით სარ­გე­ბლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შე­სა­ხებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით (სსმ III, 2005 წე­ლი, №94, მუხლი 1066) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინა­არ­სის 12 პუნქტი:

„12. ამ მუხლის პირველი და 11 პუნქტებით გათ­ვა­ლის­წი­ნე­­ბული სპეციალური ლიცენზიის მფლობელი:

ა) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დად­­­გენილი წესით დაკოტროს ტყიდან გამოსატანი საშეშე მერ­ქა­ნი (აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის მფლობელი ვალ­­დე­ბუ­ლია, გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებ­ლო­ბი­სა­თვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანო­ნით საშეშე მერ­ქნისათვის დაწესებული მოსაკრებელი);

ბ) უფლებამოსილია, დამზადებული ხე-ტყის ტყიდან ტრან­­­­სპორტირებისას საშეშე მერქნის გადაზიდვა განა­ხორ­ცი­ე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხე-ტყის დაკოტ­ვ­რის გა­­რეშე – მორის სახით (აღნიშნულ შემთხვევაში ლი­ცენ­ზი­ის მფლობელი ვალდებულია, გადაიხადოს „ბუნებრივი რე­სურ­სე­ბით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კანონით სამასალე მერქნისათვის დაწესებული მო­საკ­რე­ბე­ლი);

გ) ტყითმოსარგებლე ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით გათვალისწინებულ შემთხვევებზე თავად იღებს გადა­წყვე­ტი­­ლებას და ვალდებულია, აღნიშნულის თაობაზე ყოველი წლის 15 იანვრამდე წერილობით აცნობოს საქართველოს გა­რე­მოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და ეს გა­დაწყვეტილება რჩება ტყითმოსარგებლის ვალდებულებად ტყით­­სარგებლობის ვადის ამოწურვამდე.“.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნების­თანა­ვე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური