# საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის იმ მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურის გავლის წესი, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას

- ტიპი: საქართველოს მინისტრის ბრძანება
- მიმღები ორგანო: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
- დოკუმენტის ნომერი: №30
- მიღების თარიღი: 06.08.2010
- კონსოლიდირებული რედაქცია: 06.08.2010
- სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.023.014953
- სტატუსი: ძალაშია
- ოფიციალური წყარო: https://matsne.gov.ge/ka/document/view/1016522/0
- წყარო: https://legali.ge/law/1016522/

> ეს არის 06.08.2010 მდგომარეობით მოქმედი კონსოლიდირებული ტექსტი.
> ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

---

## მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

ეს წესი ადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობის განმახორციელებელ მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) უფლებებსა და მოვალეობებს, სამართლებრივ სტატუსს, თანამდებობაზე დანიშვნის, თანამდებობიდან გათავისუფლების, თანამდებობრივი გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭებისა და ჩამორთმევის, წახალისების ფორმებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესს, აგრეთვე შესაბამის თანამდებობაზე საჯარო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს

[https://legali.ge/law/1016522/muxli-1/](https://legali.ge/law/1016522/muxli-1/)

---

## მუხლი 2. დეპარტამენტში სამსახურის პრინციპები

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

დეპარტამენტში სამსახურს საფუძვლად უდევს კანონიერების, პიროვნების პატივისცემის, მისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, შესაბამისი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების წინაშე ანგარიშვალდებულებისა და დაქვემდებარების, სამსახურებრივი დისციპლინის დაცვის, შრომისათვის წახალისების, თანამშრომელთა საქმიანი კვალიფიკაციისა და უნარის გათვალისწინებით მათი სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპები

[https://legali.ge/law/1016522/muxli-2/](https://legali.ge/law/1016522/muxli-2/)

---

## მუხლი 3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამართლებრივი სტატუსი

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

1. დეპარტამენტის მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე, რომელზეც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. საჯარო სამსახურთან დაკავშირებული ის ურთიერთობა, რაც ამ წესით არ წესრიგდება, რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის მოსამსახურეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო იარაღი და სპეციალური საშუალებები.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის მოსამსახურეს უფლება აქვს ატაროს სპეციალურ ტანსაცმელი (უნიფორმა) და განმასხვავებელი ნიშნები. მას ვინაობისა და უფლებამოსილების დამადასტურებლად ეძლევა სამსახურებრივი პირადობის მოწმობა.
4. დეპარტამენტის მოსამსახურის სტატუსი პირს ენიჭება დეპარტამენტის მოსამსახურედ დანიშვნის დღიდან და ეხსნება გათავისუფლებისთანავე

[https://legali.ge/law/1016522/muxli-3/](https://legali.ge/law/1016522/muxli-3/)

---

## მუხლი 4. დეპარტამენტის მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

1. დეპარტამენტის მოსამსახურე მოქმედი კანონმდებლობის, დადებული ფიცის, და ამ წესის შესაბამისად ასრულებს თავის მოვალეობებს და სარგებლობს გარკვეული უფლებებით იმ კომპეტენციის ფარგლებში, რაც მას აკისრია დაკავებული თანამდებობით.
2. დეპარტამენტის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი და მას იცავს კანონი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დეპარტამენტის მოსამსახურე ემორჩილება თავის უშუალო და ზემდგომ უფროსს. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების მიღებისას დეპარტამენტის მოსამსახურე ხელმძღვანელობს კანონით.
4. აშკარად უკანონო ბრძანების ან მითითების შესრულება დეპარტამენტის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან.
5. აკრძალულია დეპარტამენტის კონონიერ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. დეპარტამენტის მოსამსახურეს ეკრძალება პოლიტიკურ ორგანიზაციაში მონაწილეობა და თავის სამსახურებრივ საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონების მოთხოვნებით, ამასთან არ შეიძლება იგი შეიზღუდოს პოლიტიკური პარტიების, საზოგადოებრივი გაერთიანებებისა და მასობრივი საზოგადოებრივი მოძრაობების გადაწყვეტილებებით, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. დეპარტამენტის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღ-მდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. დეპარტამენტის მოსამსახურის უკანონო ქმედებით ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება ხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

[https://legali.ge/law/1016522/muxli-4/](https://legali.ge/law/1016522/muxli-4/)

---

## მუხლი 5. სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლები

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

დეპარტამენტში სამსახურის გავლის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობა, საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა, საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, “გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონი, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონი და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსები სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 1 აგვისტოს №1040 ბრძანება, წინამდებარე წესი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები

[https://legali.ge/law/1016522/muxli-5/](https://legali.ge/law/1016522/muxli-5/)

---

## მუხლი 6. სპეციალური წოდება

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

1. პირებისათვის, რომლებიც ინიშნებიან დეპარტამენტის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და ახორციელებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას, წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება:
ა.ა) უმცროსი ლეიტენანტი;
ა.ბ) ლეიტენანტი;
ა.გ) უფროსი ლეიტენანტი
ა.დ) კაპიტანი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება:
ბ.ა) მაიორი;
ბ.ბ) ვიცე-პოლკოვნიკი;
ბ.გ) პოლკოვნიკი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება დეპარტამენტის სახელწოდება

[https://legali.ge/law/1016522/muxli-6/](https://legali.ge/law/1016522/muxli-6/)

---

## მუხლი 7. დეპარტამენტის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება

_თავი I — ზოგადი დებულებანი_

დეპარტამენტის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით დეპარტამენტი ახორციელებს თანამშრომელთა პროფესიულ მომზადებას, რომელშიც შედის: სპეციალური პირველდაწყებითი მომზადება, პერიოდული შემოწმება ვარგისიანობაზე, რაც დაკავშირებულია სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასთან.
თავი II
დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურში მიღებ

[https://legali.ge/law/1016522/muxli-7/](https://legali.ge/law/1016522/muxli-7/)

---

## მუხლი 8. დეპარტამენტში მიღება, კონკურსი და ატესტაცია

_თავი II — დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურში მიღება_

დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიღების, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო თანამდებობათა დასაკავებელი კონკურის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №46 ბრძანებულებით და „საჯარო მოხელეთა ატესტაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის №47 ბრძანებულებით

[https://legali.ge/law/1016522/muxli-8/](https://legali.ge/law/1016522/muxli-8/)

---

## მუხლი 9. დეპარტამენტში მიღების ზოგადი მოთხოვნები

_თავი II — დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურში მიღება_

1. დეპარტამენტში მიღება ხორციელდება როგორც წესი კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონკურსს მოსამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში“ ან სხვა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
2. კონკურსის ორგანიზებისა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესები ამ წესის მოთხოვნათა დაცვით განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თანამდებობაზე უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნონ:
ა) დეპარტამენტის უფროსი;
ბ) თანამდებობაზე დროებით შემცვლელები;
გ) დროებით მოვალეობის შემსრულებლები იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს;
დ) მოსამსახურეები სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში;
ე) რეზერვში ჩარიცხული პირები.
4. დეპარტამენტში სამუშაოდ მიღებასთან დაკავშირებით პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) ხელწერილი კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შესახებ;
დ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი;
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა;
ზ) სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
თ) სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.
6. დეპარტამენტის მოსამსახურის სამუშაოზე მიღება ხდება თანამდებობაზე მისი დანიშვნით.
7. თანამდებობაზე მოსამსახურის დანიშვნის დღედ ითვლება სათანადო ბრძანებაში კონკრეტულად აღნიშნული თარიღი.
8. დეპარტამენტში მისაღებ პირს უნდა გააჩნდეს დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია.
9. დეპარტამენტში მისაღები პირი ეცნობა დაკავებული თანამდებობისათვის განსაზღვრულ ფუნქცია- მოვალეობებს.
10. დეპარტამენტში სამუშაოდ მიიღებიან არანაკლებ 21 წლის და არა უმეტეს 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები, ფლობენ სახელმწიფო ენას. გამონაკლის შემთხვევაში, დეპარტამენტში 35 წელს გადაცილებული პირი შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის გადაწყვეტილებით.
11. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა დეპარტამენტში სამუშაოდ გადაყვანა ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან, საქართველოს პროკურატურიდან, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურიდან, საქართველოს თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროების სისტემებიდან. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება აგრეთვე იმ პირზე, რომელსაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო ან საგამოძიებო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება.
12. დეპარტამენტში პირის სამსახურში მისაღებად სხვა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დგინდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

[https://legali.ge/law/1016522/muxli-9/](https://legali.ge/law/1016522/muxli-9/)

---

## მუხლი 10. დეპარტამენტში მიღების საფუძველი

_თავი II — დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურში მიღება_

დეპარტამენტში თანამდებობაზე მიღების საფუძველია დეპარტამენტის სისტემაში თანამდებობაზე დანიშვნის შესაბამისი აქტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) თანამდებობაზე დასანიშნი პირის სახელი და გვარი;
ბ) იმ დაწესებულების დასახელება, რომელშიც პირი თანამდებობაზე ინიშნება;
გ) თანამდებობის დასახელება, თანამდებობრივი განაკვეთი და დანამატები;
დ) თანამდებობაზე დანიშვნის თარიღი;
ე) სამსახურის ვადა – თუ პირი სამსახურში მიღებულია განსაზღვრული ვადით;
ე) გამოსაცდელი ვადის ხანგრძლივობა, თუ გამოსაცდელი ვადა გამოიყენება

[https://legali.ge/law/1016522/muxli-10/](https://legali.ge/law/1016522/muxli-10/)

---

## მუხლი 11. დეპარტამენტის მოსამსახურის ფიცი

_თავი II — დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურში მიღება_

მოსამსახურე, რომელიც დადგენილი წესით პირველად მიიღება დეპარტამენტში, წარადგენს შემდეგი შინაარსის ფიცს – „შეგნებული მაქვს რა საჯარო სამსახურში ჩემზე დაკისრებული უდიდესი პასუხისმგებლობა, ვაცხადებ, ერთგულად ვემსახურო საქართველოს სახელმწიფოს და მის ხალხს, დავიცვა კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე სახელმწიფოს ინტერესებს და ავტორიტეტს, მოქალაქეთა უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად აღვასრულო ჩემი მოვალეობანი“

[https://legali.ge/law/1016522/muxli-11/](https://legali.ge/law/1016522/muxli-11/)

---

## მუხლი 12. სამსახურის ვადა

_თავი II — დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურში მიღება_

1. დეპარტამენტის მოსამსახურე სამსახურში მიიღება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მეორე პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. დეპარტამენტში განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი – მოსამსახურის სამსახურში გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
ბ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოსამსახურის მოვალეობის შემსრულებელი – კონკურსის შედეგების მიხედვით მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნამდე;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში

[https://legali.ge/law/1016522/muxli-12/](https://legali.ge/law/1016522/muxli-12/)

---

## მუხლი 13. შეზღუდვები დეპარტამენტში მიღებისა და დეპარტამენტში სამსახურის გავლასთან დაკავშირებით

_თავი II — დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურში მიღება_

დეპარტამენტში არ მიიღება პირი, თუ იგი:
ა) ნასამართლევია განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის და მოხსნილი არა აქვს ნასამართლობა;
ბ) იმყოფება წინასწარი გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში;
გ) სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ;
დ) სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება;
ე) სამედიცინო დასკვნის თანახმად მისი ჯანმრთელობა არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს;
ვ) თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს;
ზ) არის უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა

[https://legali.ge/law/1016522/muxli-13/](https://legali.ge/law/1016522/muxli-13/)

---

## მუხლი 15. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება

_თავი II — დეპარტამენტის მოსამსახურეთა სამსახურში მიღება_

1. მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება ხდება:
ა) მოსამსახურის დაწინაურებით – უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლება წამოყენებულ იქნეს ის მოსამსახურე, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 6 თვე მაინც და საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ წარადგინა დასაწინაურებლად. მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურებისათვის საჭიროა მისი წერილობითი თანხმობა. ერთ თანამდებობაზე რამდენიმე დასაწინაურებელი მოსამსახურის წარდგენისას თანამდებობაზე ინიშნება ის მოსამსახურე, რომელსაც ატესტაციის შედეგების მიხედვით უფრო მაღალი შეფასება აქვს. მოსამსახურე არ შეიძლება სამსახურებრივად დაწინაურდეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში;
ბ) ტოლფას თანამდებობაზე – მოსამსახურის თანხმობით სხვა ვაკანტურ თანამდებობათა აუცილებელი დაკომპლექტების ან მოსამსახურეთა პირადი თვისებების, ცოდნის, მომზადებისა და გამოცდილების მიზანმიმართული გამოყენებისათვის;
გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე:
გ.ა) შტატების შემცირებისას;
გ.ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად;
გ.გ) საკუთარი ნების გამოვლენით;
გ.დ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
გ.ე) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების საფუძველზე;
2. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება ხორციელდება დეპარტამენტში შესაბამის თანამდებობაზე მიღების უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით.
3. დეპარტამენტის მოსამსახურე შეიძლება დროებით გადაყენებულ იქნეს თანამდებობიდან მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ან სასმართლო ორგანოების მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადაყენებულ მოსამსახურეს გამართლების შემთხვევაში უნდა მიეცეს ადრე დაკავებული ან მისი ტოლფასი თანამდებობა, ამასთან მას აუნაზღაურდება განაცდური.
5. მოსამსახურის სამსახურებრივი გადაადგილება სხვა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში შეიძლება მხოლოდ მისი თანხმობის შემთხვევაში.
თავი III
სპეციალურ წოდებათა მინიჭებ

[https://legali.ge/law/1016522/muxli-15/](https://legali.ge/law/1016522/muxli-15/)

---

## მუხლი 16. სპეციალური წოდების მინიჭება

_თავი III — სპეციალურ წოდებათა მინიჭება_

1. სპეციალური წოდება ენიჭება მოსამსახურეს, მისი თანამდებობრივი მდგომარეობის, ნამსახურობის წლების, კვალიფიკაციისა და სპეციალური მომზადების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.
2. აკრძალულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით გაუთვალისწი-ნებელი სპეციალური წოდების მინიჭება.
3. დეპარტამენტის სისტემაში ახლად მიღებულ მოსამსახურეს, რომელსაც გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება და დაინიშნა საშუალო და უფროსი სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებულ თანამდებობაზე და არ გააჩნია ოფიცრის სამხედრო ან სხვა სპეციალური წოდება, ენიჭება საშუალო სპეციალური წოდება _ „უმცროსი ლეიტენანტი“, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
4. ყოფილი მოსამსახურე, დეპარტამენტში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით, გარდა ამ წესის მე-20 მუხლით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
5. დეპარტამენტის მოსამსახურეს საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებას ანიჭებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
6. მოსამსახურეს პენსიაში გასვლის წინ, უმწიკვლო სამსახურისათვის თუ მან სისტემაში იმსახურა ათი ან მეტი წელი და გაუვიდა მინიჭებული სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა, შეიძლება მიენიჭოს მორიგი სპეციალური წოდება, დადგენილ ზღვრულ წოდებაზე ერთი საფეხურით ზევით, მაგრამ არა უმეტეს პოლკოვნიკისა.
7. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან/და სამსახურებრივი შემოწმება მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი შემოწმების დასრულებამდე.
8. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად მოსამსახურე წარდგენილ უნდა იქნეს დეპარტამენტის უფროსის მიერ, ხოლო დეპარტამენტის უფროსს მორიგ სპეციალურ წოდებას ანიჭებს მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილის წარდგინების საფუძველზე.
9. პირველი და მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ივსება სპეციალური წარდგინება (დანართი №1), რომელიც ეგზავნება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს, მორიგი წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე მაინც

[https://legali.ge/law/1016522/muxli-16/](https://legali.ge/law/1016522/muxli-16/)

---

## მუხლი 17. სპეციალური წოდების მინიჭების თანმიმდევრობა

_თავი III — სპეციალურ წოდებათა მინიჭება_

1. სპეციალური წოდების მინიჭება წარმოებს თანმიმდევრობით.
2. მოსამსახურეს მორიგი სპეციალური წოდება მიენიჭება წოდებით წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის შემდეგ, დაკავებული თანამდებობის ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.
3. დეპარტამენტის მოსამსახურისათვის ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება დანართი № 2-ით

[https://legali.ge/law/1016522/muxli-17/](https://legali.ge/law/1016522/muxli-17/)

---

## მუხლი 18. სპეციალური წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადები

_თავი III — სპეციალურ წოდებათა მინიჭება_

1. დეპარტამენტის მოსამსახურისათვის მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:
ა) საშუალო სპეციალური წოდება:
ა.ა) უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;
ა.ბ) ლეიტენანტი – 2 წელი;
ა.გ) უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;
ა.დ) კაპიტანი – 3 წელი;
ბ) უფროსი სპეციალური წოდება:
ბ.ა) მაიორი – 4 წელი;
ბ.ბ) ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;
ბ.გ) პოლკოვნიკი – 5 წელი.
2. სპეციალური წოდებით სამსახურის ვადა აითვლება ამ წოდების მინიჭების შესახებ ბრძანებაში მითითებული თარიღიდან

[https://legali.ge/law/1016522/muxli-18/](https://legali.ge/law/1016522/muxli-18/)

---

## მუხლი 19. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

_თავი III — სპეციალურ წოდებათა მინიჭება_

1. მოსამსახურეს ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება:
ა) ატესტაციის შედეგების მიხედვით;
ბ) განსაკუთრებული დამსახურებისათვის.
2. საშუალო და უფროსს სპეციალურ წოდებას დეპარტამენტის მოსამსახურეებს ვადამდე ანიჭებს მინისტრი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინების საფუძველზე, ხოლო დეპარტამენტის უფროსს კი ვადამდე სპეციალურ წოდებას ანიჭებს მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილის წარდგინების საფუძველზე

[https://legali.ge/law/1016522/muxli-19/](https://legali.ge/law/1016522/muxli-19/)

---

## მუხლი 20. სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის წოდების მინიჭება

_თავი III — სპეციალურ წოდებათა მინიჭება_

1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან დეპატრამენტში გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, ხოლო თუ მისი სპეციალური წოდება აღემატება დაკავებული თანამდებობისთვის განსაზღვრულ ზღვრულ წოდებას მას ენიჭება მისი სპეციალური წოდების შესაბამისი სპეციალური წოდება.
2. სპეციალური წოდების მქონე პირს, რომელიც დაინიშნა დეპარტამენტში და გასული არ აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა ენიჭება დეპარტამენტში მოქმედი ის სპეციალური წოდება, რომელიც შეესაბამება მინიჭებულ ბოლო სპეციალურ წოდებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გასული აქვს მორიგი წოდების მისანიჭებლად წოდებით წელთა ნამსახურობის კანონით დადგენილი ვადა – ენიჭება დეპარტამენტში მოქმედი შესაბამისი მორიგი სპეციალური წოდება, თუ იგი არ აღემატება დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილ ზღვრულ წოდებას.
3. დეპარტამენტის მოქმედ მოსამსახურეთა წოდების მინიჭების ვადის ათვლა იწყება დეპარტამენტში დანიშვნის დღიდან, მაგრამ არა უადრეს 2008 წლის 1 იანვრისა

[https://legali.ge/law/1016522/muxli-20/](https://legali.ge/law/1016522/muxli-20/)

---

## მუხლი 21. სპეციალური წოდების ჩამორთმევის წესი

_თავი III — სპეციალურ წოდებათა მინიჭება_

1. სპეციალური წოდების ჩამორთმევის, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების უფლება აქვს მინისტრს.
2. მინისტრს უფლება აქვს სპეციალურ წოდებაში ერთი საფეხურით ჩამოქვეითებულ მოსამსახურეს ჩამოქვეითებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე აღუდგინოს წოდება, დაქვეითებული პირის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად.
3. ჩამოქვეითებული წოდებით სამსახურის ვადა აღდგენილი წოდებით სამსახურის გავლის ვადაში არ შედის.
4. უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს სამსახურში აღდგენისას სამუშაო ადგილზე იძულებით არყოფნის მთელი პერიოდი ჩაეთვლება შესაბამისი სპეციალური წოდებით წელთა ნამსახურობის ვადაში

[https://legali.ge/law/1016522/muxli-21/](https://legali.ge/law/1016522/muxli-21/)

---

## მუხლი 24. დეპარტამენტის მოსამსახურის გათავისუფლების საფუძვლები

_თავი IV — გათავისუფლება_

1. მოსამსახურე შეიძლება დეპარტამენტიდან გათავისუფლდეს შემდეგი საფუძვლებით:
ა) საკუთარი ინიციატივით;
ბ) ზღვრული ასაკის მიღწევისას;
გ) რეორგანიზაციისას ან/და შტატების ან შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებისას ან არაკანონიერად გათავისუფლებული მოსამსახურის დეპარტამენტში აღდგენისას შემცირების გამო;
დ) ავადმყოფობის, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება;
ე) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რომლის გამოც აღარ შეუძლია სამსახურის გაგრძელება ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ვ) ატესტაციის ან სპეციალური სწავლების შედეგების საფუძველზე სამსახურებრივი შეუფერებლობის გამო;
ზ) დისციპლინის ერთჯერადი უხეში ან სისტემატიური დარღვევისათვის;
თ) გადაცდომისათვის, რომელიც შეუთავსებელია დეპარტამენტის მოსამსახურისათვის;
ი) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო;
კ) დეპარტამენტის ლიკვიდაციის გამო;
ლ) დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო;
მ) სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო;
ნ) სამსახურში მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის;
ო) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით;
პ) მოქალაქეობის შეცვლის გამო;
ჟ) გარდაცვალების გამო.
2. მოსამსახურე მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო შეიძლება დათხოვნილ იქნეს:
ა) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
ბ) იმ დოკუმენტის არქონისას, რომელიც აუცილებელია მოცემული თანამდებობის დასაკავებლად;
გ) სახელმწიფო ენის არადამაკმაყოფილებელი ცოდნისა და ნორმალური ურთიერთობის შეუძლებლობის გამო;
დ) ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის გამო;
ე) არადამაკმაყოფილებელი პროფესიონალიზმის გამო;
ვ) გამოსაცდელი ვადის არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძველზე.
3. მოსამსახურე დეპარტამენტიდან შეიძლება გათავისუფლდეს დისციპლინური დარღვევის გამო, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა. მოსამსახურე შეიძლება გათავისუფლდეს დეპარტამენტიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს ან თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს. დეპარტამენტის მოსამსახურე დისციპლინური გადაცდომისათვის თავისუფლდება მისთვის შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის დღიდან, ხოლო სამსახურის თვითნებურად მიტოვების შემთხვევაში – სამსახურის თვითნებურად მიტოვებიდან მეორე სამუშაო დღეს.
4. მოსამსახურე თავისუფლდება დეპარტამენტიდან სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის გამო, რომლის თანახმადაც მას შეეფარდა სასჯელი განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ან სასჯელი, რომელიც გამორიცხავს სამსახურის გაგრძელებას. მოსამსახურე დეპარტამენტიდან თავი-სუფლდება სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან მეორე დღეს.
5. მოსამსახურე თავისუფლდება დაკავებული თანამდებობიდან, თუ იგი არჩეულ ან დანიშნულ იქნა სხვა თანამდებობაზე სხვა უწყების შემადგენლობაში.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევები არ წარმოშობს მოსამსახურის დეპარტამენტში მიღების უფლების მქონე პირის ვალდებულებას, შესთავაზოს მას სხვა თანამდებობაზე დანიშვნა.
7. დეპარტამენტის ლიკვიდაციის, სტრუქტურული რეორგანიზაციისას შტატების ან შტატით გათვალის-წინებული თანამდებობის შემცირების, თანამდებობრივი სარგოს ოდენობის, შეღავათების, სამუშაო რეჟიმისა და ადგილის შეცვლისას შრომის არსებითი პირობების გაუარესების შესახებ, ატესტაციის არადამაკმაყო-ფილებელი შედეგების ან ასაკის გამო დეპარტამენტიდან გათავისუფლების შესახებ მოსამსახურეს უნდა ეცნობოს ერთი თვით ადრე.
8. დეპარტამენტის რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების ან შტატით გათვალისწინებული თანამდებობის შემცირება, მოსამსახურის კვალიფიკაციის დასადგენად მინისტრმა შეიძლება შემოიღოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები ნორმატიული აქტით.
9. დეპარტამენტის ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო სამსახურიდან გათავისუფლებისას მოსამსახურეს კომპენსაციის სახით ეძლევა 2 თვის თანამდებობრივი სარგო.
10. ჯანმრთელობის მდგომარეობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის, სამხედრო ან ალტერნატიულ სამსახურში გაწვევის გამო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა კომპენსაცია 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით

[https://legali.ge/law/1016522/muxli-24/](https://legali.ge/law/1016522/muxli-24/)

---

## მუხლი 25. დეპარტამენტში სამსახურის ზღვრული ასაკი

_თავი IV — გათავისუფლება_

1. დეპარტამენტის მოსამსახურე, რომელმაც მიაღწია ზღვრულ ასაკს, ექვემდებარება გათავისუფლებას, იმ შემთხვევების გარდა, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესით.
2. სამსახურებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თუკი მოსამსახურეს აქვს დადებითი სამედიცინო დასკვნა, მისივე თანხმობით და თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის ნებართვით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა ზღვრულ ასაკს ზემოთ 5 წლამდე.
3. სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება არ გამორიცხავს დეპარტამენტის მოსამსახურის გათავისუფლების შესაძლებლობას აღნიშნული წესით გათვალისწინებული საფუძვლების შესაბამისად

[https://legali.ge/law/1016522/muxli-25/](https://legali.ge/law/1016522/muxli-25/)

---

## მუხლი 27. დეპარტამენტიდან გათავისუფლებულთა პასუხისმგებლობა

_თავი IV — გათავისუფლება_

დეპარტამენტის მოსამსახურე მოვალეა სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერებისას, აგრეთვე თანამდებობიდან გათავისუფლებამდე სამსახურთან დაკავშირებით მისთვის მინდობილი ქონების, მის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის და სხვა სამსახურებრივი დოკუმენტების (მათ შორის, საიდუმლო) გადასაბარებლად მიმართოს დეპარტამენტის მიერ განსაზღვრულ პირს, რომელიც ვალდებულია ჩაიბაროს ყოველივე ზემოაღნიშნული.
თავი V
სამსახურებრივი წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობ

[https://legali.ge/law/1016522/muxli-27/](https://legali.ge/law/1016522/muxli-27/)

---

## მუხლი 30. წახალისება სამსახურებრივ საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის

_თავი V — სამსახურებრივი წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა_

1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისათვის, მოსამსახურეებისათვის გათვალისწინებულია შემდეგი სახის წახალისება:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ერთდროული ფულადი ჯილდო;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) თანამდებობრივი სარგოს თანრიგის ამაღლება.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისათვის მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე

[https://legali.ge/law/1016522/muxli-30/](https://legali.ge/law/1016522/muxli-30/)

---

## მუხლი 31. დისციპლინური გადაცდომა

_თავი V — სამსახურებრივი წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა_

დისციპლინური გადაცდომაა:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) დეპარტამენტისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა;
გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და დეპარტამენტის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი, თუ მის გარეთ

[https://legali.ge/law/1016522/muxli-31/](https://legali.ge/law/1016522/muxli-31/)

---

## მუხლი 32. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები

_თავი V — სამსახურებრივი წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა_

1. დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლო-ბის შემდეგი ზომები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება;
დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით არა უმეტეს 10 სამუშაო დღისა;
ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს ერთი წლით;
ვ) სპეციალური წოდების ჩამორთმევა;
ზ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება.
2. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა

[https://legali.ge/law/1016522/muxli-32/](https://legali.ge/law/1016522/muxli-32/)

---

## მუხლი 33. წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი

_თავი V — სამსახურებრივი წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა_

1. დეპარტამენტის მოსამსახურის მიმართ წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება იმ პირის მიერ, რომელსაც აქვს კონკრეტული მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება და წახალისება ცხადდება ბრძანებით და აღინიშნება პირად საქმეში შეტანით. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებამდე მოსამსახურეს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმესა და პირის ბრალეულობის ხარისხს. პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: გადაცდომის ხასიათი, გარემოებანი, რომელთა დროსაც იქნა იგი ჩადენილი, დამრღვევის ადრინდელი ყოფაქცევა, მისი დამოკიდებულება სამსახურისადმი, სამსახურებრივი სტაჟი და პროფესიული მომზადების დონე.
3. პირს, რომელსაც უფლება აქვს გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, შეუძლია დისციპლინური წარმოების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში მოსამსახურე ჩამოაშოროს სამსახურს. ასეთი საფუძვლით სამსახურს ჩამოშორებულ მოსამსახურეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო.
4. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება გადაცდომის გამოვლენისთანავე, დისციპლინური წარმოების დამთავრებიდან და შესაბამისი დასკვნის შედგენიდან არა უგვიანეს ერთი თვისა, მოსამსახურის ავადმყოფობის ან შვებულებაში ყოფნის დროის ჩაუთვლელად. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის ჩადენის დღიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, ხოლო რევიზიის ან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შემოწმების შედეგების მიხედვით არა უგვიანეს ორი წლისა მისი ჩადენის დღიდან. ამ ვადაში არ შედის სამსახურებრივი შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის წარმოების დრო.
5. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ძალაში შედის დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს ერთი თვისა პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების დღიდან, თუ ეს ვადა არ იქნა დაცული, პასუხისმგებლობის ზომა ძალას კარგავს.
6. დისციპლინური პასუხისმგებლობა დეპარტამენტის მოსამსახურის მიმართ ითვლება მოხსნილად, თუ ერთი წლის განმავლობაში მას არ დაედო ახალი პასუხისმგებლობის ზომა, ხოლო წახალისების წესით დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეიძლება მოიხსნას ერთი წლის ვადის გასვლამდეც.
7. დეპარტამენტის მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება არ შეიძლება სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების პერიოდში, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
8. ჩადენილი გადაცდომის შინაარსისა და სიმძიმის გათვალისწინებით შეიძლება დადგეს გადაცდომის ჩამდენი პირის უშუალო უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც.
9. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში.
10. მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მქონე მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურება ან მორიგ წოდებაზე წარდგენა არ შეიძლება

[https://legali.ge/law/1016522/muxli-33/](https://legali.ge/law/1016522/muxli-33/)

---

## მუხლი 34. შუამდგომლობა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებაზე

_თავი V — სამსახურებრივი წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა_

1. მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების საფუძველია დისციპლინური წარმოების საფუძველზე მომზადებული დასკვნა და შესაბამისი შუამდგომლობა უფლებამოსილების მქონე პირის წინაშე.
2. დასკვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს შემდეგი მონაცემები: მოსამსახურის სახელი და გვარი, თანამდებობა, სახელმწიფო სპეციალური წოდება, სამსახურში და დაკავებულ თანამდებობაზე მუშაობის სტაჟი, დისციპლინური გადაცდომის არსი, მონაცემები, რომლებიც ადასტურებენ გადაცდომის ფაქტს, დასაბუთება შესაძლო დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების თაობაზე, დასკვნის შედგენის თარიღი

[https://legali.ge/law/1016522/muxli-34/](https://legali.ge/law/1016522/muxli-34/)

---

## მუხლი 35. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა

_თავი V — სამსახურებრივი წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა_

1. დისციპლინური პასუხისმგებლობის დამდებ თანამდებობის პირს უფლება აქვს მოსამსახურეს ვადამდე ადრე მოუხსნას ეს პასუხისმგებლობა, თუ მან არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა მოსამსახურემ.
2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოსახსნელად, დეპარტამენტის მოსამსახურის უშუალო ხელმძღვანელი აღძრავს მოტივირებულ შუამდგომლობას დისციპლინარული სახელის დადების უფლებამოსილების მქონე პირის წინაშე. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა ცხადდება ბრძანებით და ეცნობება დაინტერესებულ პირს. დისციპლინური სახდელის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება შეიტანება მოსამსახურის პირად საქმეში

[https://legali.ge/law/1016522/muxli-35/](https://legali.ge/law/1016522/muxli-35/)

---

## მუხლი 36. დეპარტამენტში სპეციალური წოდებისა და თანამდებობაზე აღდგენის საფუძვლები

_თავი V — სამსახურებრივი წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა_

1. დეპარტამენტიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა, ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში და სპეციალური წოდების აღდგენა.
2. დეპარტამენტის მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ადრე დაკავებულ ან მის ტოლფას თანამდებობაზე პირის თანხმობით

[https://legali.ge/law/1016522/muxli-36/](https://legali.ge/law/1016522/muxli-36/)

---

## მუხლი 39. ნამსახურობის ნუსხა

_თავი V — სამსახურებრივი წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა_

1. დეპარტამენტის მოსამსახურეზე დგება ნამსახურობის ნუსხა (დანართი 3), რომელშიც მითითებულია:
ა) მოსამსახურის სახელი და გვარი;
ბ) დაბადების თარიღი, ადგილი და ეროვნება;
გ) საცხოვრებელი ადგილის მისამართი (რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით);
დ) ოჯახური მდგომარეობა;
ე) განათლება და სპეციალობა;
ვ) დაკავებული თანამდებობა;
ზ) თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების აქტის ნომერი და თარიღი;
თ) სახელმწიფო სპეციალური წოდება;
ი) წახალისებები;
კ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება და მისი მოხსნა.
2. დეპარტამენტის მოსამსახურის სხვა სამსახურში გადასვლისას ნამსახურობის ნუსხა იგზავნება ახალი სამსახურის ადგილზე. სამსახურიდან გათავისუფლებულ პირს მისი სურვილით ეძლევა ნამსახურობის ნუსხა.
3. ნსამსახურობის ნუსხას ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს დეპარტამენტში საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი პირი

[https://legali.ge/law/1016522/muxli-39/](https://legali.ge/law/1016522/muxli-39/)

---

## მუხლი 40. სამსახურის გავლის წესი ომის პირობებში და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა

_თავი V — სამსახურებრივი წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა_

მოსამსახურეებისათვის სამსახურის გავლის წესი საომარი მდგომარეობის დროს და იმ ადგილებში, სადაც გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი №1
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის
წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
(მოსამსახურის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, დაკავებული თანამდებობა,
___________________________________________________________________________ (მოქმედი სპეციალური წოდება)
წ ა რ დ გ ე ნ ი ლ ი ა
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის წინაშე
_________________________ სპეციალური წოდების_____________________________
(პირველადი, მორიგი, ვადამდელი)
________________________________________________________________________ მისანიჭებლად
წოდების (ვადამდე) მინიჭების საფუძველი ________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________________________________________________
სახელმწიფო სპეციალური წოდების
მინიჭების წარდგინებაზე
უფლებამოსილი პირი
___________________________________________________
___________________________________________________
___________________________________________________
___________________________________________________
(სახელი, გვარი, თანამდებობა)

___________________________________________________
(ხელმოწერა)
„______” „________________________” 20______ წ.

დანართი №3
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საგმოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის
ნამსახურების ნუსხა
________________________________________________________________________________________________________________________________
(მოსამსახურის სახელი, გვარი)

დაბადების წელი, თვე და რიცხვი:

დაბადების ადგილი:

ეროვნება:

საცხოვრებელი ადგილის მისამართი (რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით)

ოჯახური მდგომარეობა

განათლება და სპეციალობა:

დაკავებული თანამდებობა
როდიდან (რიცხვი, თვე, წელი)
ბრძანების, ნომერი და
თარიღი
როდემდე
(რიცხვი,
თვე, წელი)
ბრძანების, ნომერი
და თარიღი
ორგანოს დასახელება
თანამდებობა

№
სახელმწიფო სპეციალური წოდება
სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭების ბრძანების ნომერი და

თარიღი

წახალისებები
წახალისების სახე

რა დამსახურებისთვის იქნა წახალისებული
წახალისების საფუძველი

დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება და მოხსნა
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეეფარდების შესახებ ბრძანების ნომერი, თარიღი
დისციპლინური გადაცდომის შინაარსი
დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოხსნის შესახებ ბრძანების ნომერი, თარიღი

ნამსახურეობის ნუსხა შედგენილია __________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________________________________________________
(უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა)

_________________________________________________
(უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)
„________” „________________________” 20________ წ

[https://legali.ge/law/1016522/muxli-40/](https://legali.ge/law/1016522/muxli-40/)
