„სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.942
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება№627
2010 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
„სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებაში დამატებისა და ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„სასაზღვრო საბაჟო ორგანომდე ან სხვა ადგილამდე საქონლის მიტანის წესის, ვადების, საბაჟო მარშრუტის, წარდგენის წესის და ზოგადი დეკლარირების ფორმების განსაზღვრის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1773 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2339) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს დეკლარაციის რეგისტრაციიდან (C ნომრის მინიჭებიდან) 10 კალენდარული დღის ვადაში.“.
2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ხორციელდება ზოგადი დეკლარირებისათვის საჭირო დოკუმენტების (ზედნადები ან ინვოისი ან კონტრაქტი ან წარმოშობის სერტიფიკატი) ან სატვირთო მანიფესტის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენით, რომელიც დადასტურდება საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი პირის პირადნომრიანი ბეჭდით, სადაც მიეთითება აგრეთვე დამოწმების თარიღი და დრო. სატვირთო საბაჟო დეკლარაციით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის წარდგენა ხორციელდება ამობეჭდილი (C-ნომრიანი) დეკლარაციისა და თანმხლები დოკუმენტების წარდგენით.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
კ. ბაინდურაშვილი