„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№628
სარეგისტრაციო კოდი
230150000.22.033.014947
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 98, 12/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.000.22.033.014.947

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება№628

2010 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო პროცედურების განხორციელების დროისა და ადგილის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1765 ბრძანებაში (სსმ III, 22.12.2006წ., №172, მუხ. 2331) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი პუნქტის „ბ.ა.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ.ა.ვ) ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის ქ. №30 (მხოლოდ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1232 ბრძანების დანართი №22-ით გათვალისწინებული „სატვირთო საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის შევსების, წარდგენის და რეგისტრაციის წესების შესახებ“ ინსტრუქციით გათვალისწინებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელებისათვის).“.

2. 58 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„58. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის საბაჟო რეჟიმით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) ექვემდებარება სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებას იმ სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომლის გავლითაც საქონელი და ავტოსატრანსპორტო საშუალება ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას.“.

    მუხლი 2.

 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 კ. ბაინდურაშვილი