„საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.090.000.22.033.014.948
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება№629
2010 წლის 6 აგვისტო
ქ. თბილისი
„საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებით (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2336) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1764 ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული „საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის” (შემდგომში – მოწმობა) გამოწერა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქონლის დეკლარირება (სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით) ხორციელდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, რომლის გავლითაც საქონელი ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას; ან სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებული საბაჟო ორგანოების საბაჟო დამუშავების ოპერაციების განმახორციელებელი ჯგუფების განლაგების ადგილებში „სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №3“-ით დეკლარირების შემთხვევისა).“.
2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტის საბაჟო რეჟიმში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების სასაზღვრო საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს დეკლარაციის რეგისტრაციიდან (C ნომრის მინიჭებიდან) 10 კალენდარული დღის ვადაში.“.
3. მე-4 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დეკლარაცია წარდგენილ უნდა იქნეს საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა ან საქონლის დროებითი დასაწყობებიდან (დროებითი შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, გარდა ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. დეკლარაცია ივსება ქართულ ენაზე, კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირის/ორგანოს მიერ, რომელიც “ASYCUDA“-ს მეშვეობით ახდენს დეკლარაციის რეგისტრაციას C (სტატისტიკური) ნომრის მინიჭებით და ამობეჭდავს რეგისტრირებულ დეკლარაციას.“.
4. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:
„41. ამობეჭდილი დეკლარაცია და თანმხლები დოკუმენტები საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორ-ციელების საბაჟო ორგანოს წარედგინება დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან არა უგვიანეს 10 კა-ლენდარული დღისა, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“.
5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) საქონელზე, რომლის დეკლარირებაც (სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით) ხორციელდება სასაზღვრო საბაჟო ორგანოში და რომლის გავლითაც საქონელი ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას.“.
6. მე-8 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ან სატვირთო-საბაჟო დეკლარაციის ფორმა №4-ის ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით სასაზღვრო საბაჟო ორგანოში დეკლარირებული საქონელი უნდა გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ სასაქონლო ზედნადების ან დეკლარაციის დამოწმების დღიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.08.2010.
- როდის იქნა მიღებული „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ?
- „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მიღებულია 06.08.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №629. სარეგისტრაციო კოდი — 230090000.22.033.014948.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.08.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქონლის ექსპორტის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1770 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, №629, 06.08.2010, სარეგისტრაციო კოდი 230090000.22.033.014948 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1016672/