,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№93
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.227
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 64, 27/05/2005

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №93

2005 წლის 27 მაისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 მუხლი 1. ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობის 2004 წლის 30 აგვისტოს №70 დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში (სსმ III, 2004 წელი, №95, მუხლი 816) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-4 მუხლის ,,ღ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და წინასწარი გამოძიების განხორციელება.”.

2. მე-5 მუხლის:

ა) ქ.ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დანაშაულის, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის მიერ სამსახურის შესრულების დადგენილი წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მზადების სტადიაში აცილება, მომხდარი დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა; ურთიერთმოქმედება სხვა უფლებამოსილ ორგანოებთან მათი კომპეტენციის ფარგლებში იმ დანაშაულთა გამოვლენაში, რომლებიც მსჯავრდებულებმა ჩაიდინეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებამდე; კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება;”;

ბ) ,,ღ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოს გადაწყვეტილების სასამართლო აღმასრულებლის მიერ აღსრულების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის აღკვეთა და გამოვლენა;”.

3. მე-5 მუხლს დაემატოს ,,ღ1” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ღ1) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულის წინასწარი გამოძიება;”.

4. მე-12 მუხლს დაემატოს ,,ფ” ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,ფ) საგამოძიებო დეპარტამენტი”.

5. 24-ე მუხლი ,,ბ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. დებულებას დაემატოს 332 მუხლი შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 332

საგამოძიებო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:

ა) კანონით გათვალისწინებული დანაშაულის წინასწარი გამოძიება;

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მოპოვება, გადამუშავება და ანალიზი;

გ) სასჯელაღსრულების სისტემის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და მასზე შესაბამისი რეაგირება”.

 მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი                                                                                                   ზ. ნოღაიდელი