„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.19.012.014.673
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის
უფროსის ბრძანება №3
2010 წლის 27 მაისი
ქ. თბილისი
„კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2004 წლის 28 ივლისის №95 ბრძანებით (სსმ III, 02.08.2004 წ., №79, მუხლი 701) დამტკიცებულ „კომერციული ბანკების მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-2 მუხლის „ზ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ1) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;“.
2. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“– „ფ“ ქვეპუნქტები:
„ტ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;
უ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;
ფ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.“.
3. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.კ) გრანტის (გარდა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან გაცემული გრანტისა) ან საქველმოქმედო დახმარების თანხის ანგარიშზე ჩარიცხვა ან ანგარიშიდან გადარიცხვა;“.
4. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ამ დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული შემთხვევებისას ბანკთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული ყველა პირის (კლიენტის), მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ საბანკო ოპერაცია (გარიგება) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის, იდენტიფიკაცია. პოლიტიკურად აქტიური პირების მიმართ ამ დებულებით გათვალისწინებული ზომების გატარება;“.
5. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ბანკის კლიენტების, მათი ბენეფიციარი მესაკუთრის და „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შესაბამისი პირების იდენტიფიკაციის, აგრეთვე პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენის წესი;“.
6. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ანგარიშგების ფორმებისა და სხვა მასალების წარდგენის წესი;“.
7. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ბანკის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან მიღებული ინფორმაციის (მათ შორის, პირების საიდენტიფიკაციო მონაცემების, საბანკო ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ინფორმაციის) გაანალიზება, მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების) გამოვლენა, მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე ანგარიშგების სპეციალური ფორმების შევსების, (ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმების გაგზავნისას ასევე მათი ხელმოწერით დამოწმების) და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენის უზრუნველყოფა ბანკის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული წესით, მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის (დოკუმენტების) სისტემატიზაცია და შენახვა (საბანკო ოპერაციის (გარიგების) ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის შესაბამისი ანგარიშგების ფორმის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე ანგარიშგების ფორმების შევსების (ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმების გაგზავნისას ასევე მათი ხელმოწერის) უფლებამოსილება ბანკის შიდა ინსტრუქციით შეიძლება მიენიჭოს როგორც მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს (სპეციალური სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს), აგრეთვე ბანკის იმ ხელმძღვანელს, რომელიც შიდა ინსტრუქციის თანახმად კურირებს მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს);“.
8. მე-6 მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ოპერაციის (გარიგების) საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის (გარიგების) თანხის ოდენობის მიუხედავად, ბანკი არ აჩერებს ოპერაციის (გარიგების) შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (კლიენტის) მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:
ა) თუ ბანკთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ან კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;
ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;
გ) ამ დებულების 62 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევებში ბანკი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). თუ ბანკს გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე, ბანკი ვალდებულია ანგარიშგების შესაბამისი ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი ეჭვის გაჩენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევებში ბანკი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, ბანკის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ ოპერაციის (გარიგების) და მისი მონაწილე პირების შესახებ.“.
9. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:
„161. ბანკი უფლებამოსილია მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირის (მისი წარმომადგენლის ან მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) და მისი ბენეფიციარი მესაკუთრის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.“.
10. 61 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ადგილობრივი და საერთაშორისო გადარიცხვების/ფულადი გზავნილების შესრულებისას სავალდებულოა თანხის გამგზავნი პირის შესახებ შემდეგი ინფორმაციის ასახვა:
ა) დასახელება;
ბ) ანგარიშის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან პირის უნიკალური კოდი;
გ) მისამართი (მისამართი შეიძლება ჩაინაცვლოს: ფიზიკური პირის შემთხვევაში – პირადი ნომრით პირადობის მოწმობის/პასპორტის მიხედვით ან დაბადების თარიღითა და ადგილით, გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით).“.
11. 61 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 62 მუხლი:
„მუხლი 62. ბანკის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით
1. ბანკი ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.
2. თუ ბანკთან საქმიანი ურთიერთობაში მყოფი პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით და დებულებით გათვალისწინებულისა, ბანკმა (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;
ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;
გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.
3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) ბანკთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, ბანკი ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები.
4. ბანკს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც ბანკი პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამისი მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.“.
12. მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ბანკი ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-6 მუხლის 161 პუნქტით გათვალისწინებული წესით) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ასევე საბანკო ოპერაციის (გარიგების) შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე-3 მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) – საბანკო ოპერაციის (გარიგების) შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახულ უნდა იქნეს ბანკში, როგორც ელექტრონულად დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვა), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).
2. საბანკო ოპერაციის (გარიგების) შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან თავად ბანკის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად ბანკმა შიდა ინსტრუქციით ან სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი (თანამშრომლები), რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს პირის იდენტიფიკაციისთვის ამ დებულების მე-6 მუხლის 161 პუნქტით გათვალისწინებული წესით წარმოდგენილი და ბანკის მიერ პირადობის მოწმობის (პასპორტის) საფუძველზე ვერიფიცირებული მონაცემები.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენილი ელექტრონული ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას ბანკი ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება ბანკის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბანკში შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული ბანკის იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ბანკის შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია ბანკის შიდა ინსტრუქციით – ბანკის ბეჭდითაც.“.
13. მე-9 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ბანკი ვალდებულია მიაწოდოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ცნობები მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციებთან (გარიგებებთან) დაკავშირებით, ასევე არსებული საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში.
2. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შედგენილი „მონიტორინგს დაქვემდებარებული საბანკო ოპერაციის (გარიგების) ანგარიშგების ფორმა №1“ (შემდგომში – ანგარიშგების ფორმა) მიხედვით (დანართი №1).
3. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) ელექტრონული ფორმით ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ანგარიშგების ფორმები ნაბეჭდი ფორმით, ამ დებულებით დადგენილი წესით, მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ფორმების ელექტრონული ფორმით გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში.“.
14. მე-9 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ივსება და იგზავნება ბანკის შიდა ინსტრუქციით მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის ან სპეციალური სტრუქტურული ერთეულის არსებობის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელის მიერ. ანგარიშგების ელექტრონული ფორმის შესაბამის გრაფაში ხელმოწერის ნაცვლად მიეთითება მის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ანგარიშგების ელექტრონულად შევსებული იგივე ფორმა რჩება ბანკში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა იბეჭდება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს ბანკის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული თანამშრომლის (მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლის, სპეციალური სტრუქტურული ერთეულის არსებობის შემთხვევაში – მისი ხელმძღვანელის ან ბანკის იმ ხელმძღვანელის, რომელიც კურირებს მონიტორინგთან დაკავშირებულ საკითხებს) ხელმოწერით და, თუ ეს გათვალისწინებულია ბანკის შიდა ინსტრუქციით – ბანკის ბეჭდითაც. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ხოლო მეორე – რჩება ბანკში და ექვემდებარება შენახვას არანაკლებ 6 წლის განმავლობაში.“.
15. მე-9 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„14. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი ბანკის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ელექტრონული ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეულ დამატებით ფურცელზე უნდა იყოს მითითებული ბანკის იმ თანამშრომლის სახელი და გვარი, რომელსაც მონიტორინგის განხორციელების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ბანკის შიდა ინსტრუქციით (ნაბეჭდი ფორმის შემთხვევაში – ხელმოწერა).“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. როინიშვილი