„საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10
სარეგისტრაციო კოდი
190040000.19.012.014682
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 01/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო  ს არეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.014.682

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის

უფროსის ბრძანება №10

2010 წლის 27 მაისი

  ქ. თბილისი

„საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2008 წლის 29 სექტემბრის №6 ბრძანებით (სსმ III, 02.10.2008, №145, მუხ. 1447) დამტკიცებულ „საბროკერო კომპანიის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის „ი“ ქვპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) ბენეფიციარი მესაკუთრე – ფიზიკური პირი (პირები), რომელიც (რომლებიც) წარმოადგენს პირის საბოლოო მფლობელს (მფლობელებს) ან მაკონტროლებელ პირს (პირებს); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარ მესაკუთრეს წარმოადგენს მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან 25-ზე მეტი პროცენტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე;“.

2. მე-2 მუხლს დაემატოს „პ“, „ჟ“ და „რ“ ქვეპუნქტები:

„პ) პოლიტიკურად აქტიური პირი – უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით უკავია სახელმწიფო (საჯარო) პოლიტიკური თანამდებობა ან/და ეწევა მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკურად აქტიური პირები არიან: სახელმწიფოს მეთაური, მთავრობის ხელმძღვანელი და მთავრობის წევრი, აგრეთვე მათი მოადგილეები, სამთავრობო დაწესებულების ხელმძღვანელი, პარლამენტის წევრი, უზენაესი სასამართლოს წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი, სამხედრო ძალების ხელმძღვანელი პირი, ცენტრალური (ეროვნული) ბანკის საბჭოს წევრი, ელჩი, სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს ხელმძღვანელი პირი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) ხელმძღვანელი, პოლიტიკური პარტიის (გაერთიანების) აღმასრულებელი ორგანოს წევრი, სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწე, ასევე მათი ოჯახის წევრები, აგრეთვე მასთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი; პირი პოლიტიკურად აქტიურ პირად ითვლება ზემოაღნიშნული თანამდებობის დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში;

ჟ) ოჯახის წევრი – პირის მეუღლე, შვილი (მათ შორის, გერი) და მისი მეუღლე, მშობელი, და, ძმა;

რ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან უშუალო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი – ფიზიკური პირი, რომელიც ფლობს ან/და აკონტროლებს იმ იურიდიული პირის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს, რომლის წილს ან ხმის უფლების მქონე აქციებს ფლობს ან/და აკონტროლებს პოლიტიკურად აქტიური პირი, აგრეთვე მასთან სხვაგვარ მჭიდრო საქმიან ურთიერთობაში მყოფი პირი.“.

3. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ამ დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებისას საბროკერო კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული ყველა პირის (კლიენტის), მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, ბენეფიციარი მესაკუთრის, აგრეთვე, თუ გარიგება (ოპერაცია) სრულდება მესამე პირის სასარგებლოდ – ამ პირის იდენტიფიკაცია. პოლიტიკურად აქტიური პირის მიმართ ამ დებულებით გათვალისწინებული ზომების გატარება;“.

4. მე-5 მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და გარიგების თანხის ოდენობის მიუხედავად, საბროკერო კომპანია არ აჩერებს გარიგების შესრულებას (მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის მომსახურებას), გარდა შემდეგი შემთხვევებისა:

ა) თუ საბროკერო კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების მსურველი პირის ან კლიენტის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება;

ბ) თუ გარიგების მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში;

გ) ამ დებულების 51 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე ხელმძღვანელობისგან უარის მიღებისას.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუქნტებში მითითებულ შემთხვევებში საბროკერო კომპანია ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე (პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებაზე). თუ საბროკერო კომპანიას გაუჩნდა ეჭვი საიდენტიფიკაციო მონაცემების უტყუარობაზე, საბროკერო კომპანია ვალდებულია ანგარიშგების შესაბამისი ფორმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს წარუდგინოს შესაბამისი ეჭვის გაჩენიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებულ შემთხვევაში საბროკერო კომპანია ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა, მის ხელთ არსებული მასალები და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია ამ გარიგების და მისი მონაწილე პირების შესახებ.“.

5. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 101 პუნქტი:

„101. საბროკერო კომპანია უფლებამოსილია საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ), აგრეთვე მისი ბენეფიციარი მესაკუთრის კანონითა და ამ დებულებით დადგენილი წესით იდენტიფიკაციის მიზნით, ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ მოწოდებული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემთა ელექტრონული ბაზებით.“.

6. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:

     „მუხლი 51. საბროკერო კომპანიის ვალდებულებანი პოლიტიკურად აქტიურ პირებთან დაკავშირებით

1. საბროკერო კომპანია ვალდებულია გამოარკვიოს, მიეკუთვნება თუ არა მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე პოლიტიკურად აქტიურ პირთა კატეგორიას.

2. თუ საბროკერო კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირი ან/და მისი ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ პირს, გარდა კანონით და ამ დებულებით გათვალისწინებულისა, საბროკერო კომპანიამ (მისმა უფლებამოსილმა თანამშრომელმა) დამატებით უნდა განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) მიიღოს ხელმძღვანელობისგან ასეთ პირთან საქმიანი ურთიერთობის დამყარების ნებართვა;

ბ) მიიღოს გონივრული ზომები ასეთი პირის ფულადი სახსრების, ქონების წარმომავლობის, აგრეთვე ანგარიშის ბენეფიციარის ვინაობის დასადგენად;

გ) განახორციელოს ასეთ პირთან თავისი საქმიანი ურთიერთობების მუდმივი მონიტორინგი.

3. თუ პირი (მისი ბენეფიციარი მესაკუთრე) საბროკერო კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების შემდეგ გახდა პოლიტიკურად აქტიური პირი, საბროკერო კომპანია ვალდებულია ასეთი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე გაატაროს მის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ზომები.

4. საბროკერო კომპანიას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული სათანადო პროცედურები, რომლის საფუძველზეც საბროკერო კომპანია პოლიტიკურად აქტიური პირების დადგენისა და გადამოწმების მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მოძიებას მასთან საქმიანი ურთიერთობებით დაკავშირებული პირისგან, ასევე საჯარო წყაროებიდან ან შესაბამისი მონაცემთა ელექტრონული ბაზებიდან.“.

7. მე-7 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბროკერო კომპანია ვალდებულია პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) დოკუმენტური ან ელექტრონული ფორმით (მოწოდებული ამ დებულების მე-5 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული წესით) შეინახოს ამ პირთან საქმიანი ურთიერთობის გაწყვეტის მომენტიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, ასევე დადებული და/ან შესრულებული გარიგების შესახებ სხვა ინფორმაცია (დოკუმენტები და ამ დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ჩანაწერები) – ოპერაციის (გარიგების) დადების და/ან შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტებისა და ჩანაწერების) შენახვისათვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება საბროკერო კომპანიაში როგორც ელექტრონული ფორმით დაფიქსირებული მონაცემები (შესაბამისი მონაცემთა ბაზები და სხვ.), ასევე დოკუმენტურად არსებული ინფორმაცია (დოკუმენტები).

2. გარიგების შესახებ, მათ შორის, პირის იდენტიფიკაციისათვის, წარმოდგენილი ინფორმაცია (დოკუმენტები) ინახება ორიგინალის სახით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – ასლების სახით. ამასთან, ასლები უნდა იყოს დამოწმებული ნოტარიუსის ან თვით საბროკერო კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ. ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად საბროკერო კომპანიამ ინსტრუქციით ან შესაბამისად გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს პირი, რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი დამოწმებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს დამმოწმებლის ვინაობა და დამოწმების თარიღი. დამოწმებას არ საჭიროებს ამ დებულების მე-5 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული წესით პირის იდენტიფიკაციისთვის წარმოდგენილი და საბროკერო კომპანიის მიერ პირადობის მოწმობის (პასპორტის) საფუძველზე ვერიფიცირებული მონეცემები.

3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები. ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვისას საბროკერო კომპანია ვალდებულია დაიცვას უსაფრთხოების ზომები. პასუხისმგებლობა ანგარიშგების ფორმების ელექტრონული სახით შენახვასთან დაკავშირებით განისაზღვრება საბროკერო კომპანიის შიდა ინსტრუქციით. ამასთან, ამ დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საბროკერო კომპანიაში შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს საბროკერო კომპანიის შიდა ინსტრუქციით და, თუ ეს გათვალისწინებულია შიდა ინსტრუქციით – საბროკერო კომპანიის ბეჭდითაც.“.

8. მე-8 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, საბროკერო კომპანია ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს ცნობები ელექტრონული სახით კანონის მე-5 მუხლითა და ამ დებულების მე-3 მუხლით განსაზღვრულ, მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებებთან დაკავშირებით.

2. სამსახურისათვის წარდგენილი ელექტრონული ცნობები შედგენილი უნდა იყოს ამ დებულებაზე თანდართული „მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა საბროკერო კომპანიისათვის (№6)“ მიხედვით (დანართი №2).

3. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს სამსახურს ელექტრონული ფორმით, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით. სამსახურს, ამ დებულებით გათვალისწინებული წესით, ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმა მიეწოდება მხოლოდ ანგარიშგების ელექტრონული ფორმით გაგზავნის შეუძლებლობის შემთხვევაში.“.

 9. მე-8 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. სამსახურში გაგზავნილი ანგარიშგების ელექტრონული ფორმა ექვემდებარება შენახვას საბროკერო კომპანიაში ამ დებულების მე-7 მუხლით განსაზღვრული ვადით. ანგარიშგების ელექტრონული ფორმის შესაბამის გრაფაში ხელმოწერის ნაცვლად მიეთითება მის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ანგარიშგების ნაბეჭდი ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმა უნდა დაიბეჭდოს ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული უნდა დამოწმდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საბროკერო კომპანიის შიდა ინსტრუქციით განსაზღვრული პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით და თუ ეს გათვალისწინებულია აღნიშნული ინსტრუქციით (ან წესდებით) – საბროკერო კომპანიის ბეჭდით. ფორმის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება საბროკერო კომპანიაში და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-6 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით.“.

10. მე-8 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„13. თუ მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგების ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი საბროკერო კომპანიის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ელექტრონული ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეულ დამატებით ფურცელზე უნდა იყოს მითითებული მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი და გვარი. ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმის გაგზავნის შემთხვევაში, თითოეული დამატებითი ფურცელი უნდა იყოს დამოწმებული მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ხოლო თუ ანგარიშგების ფორმის დამოწმება გათვალისწინებულია საბროკერო კომპანიის ბეჭდით – ფურცელზე ხელმოწერა დამოწმედება ასევე ბეჭდით.“.

    მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. როინიშვილი