,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და სპეციალური ნიშნით დაჯილდოების შესახებ“
მიღების თარიღი 23.11.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №653
სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო სსმ, 168, 28/11/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.11.2007 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
,,საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და სპეციალური ნიშნით დაჯილდოების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:14.15pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:.9in .8in 45.0pt .8in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №653
2007 წლის 23 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლისათვის წარმატებული მასწავლებლის წოდების მინიჭებისა და სპეციალური ნიშნით დაჯილდოების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. განათლების სფეროში განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, მათ შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ განხორციელებულ პროგრამებში ან ორგანიზებულ კონკურსებში მოპოვებული წარმატებებისათვის საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთათვის დაწესდეს წოდება „წარჩინებული მასწავლებელი“.
2. „წარჩინებული მასწავლებლის“ წოდებისათვის დაწესდეს სპეციალური ნიშანი, შესაბამისი სიგელი და ერთჯერადი ფულადი პრემია 300 ლარის ოდენობით, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებელს გადაეცემა „წარჩინებული მასწავლებლის“ წოდების მინიჭების საფუძველზე.
3. გადაწყვეტილებას „წარჩინებული მასწავლებლის“ წოდების მინიჭების თაობაზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შუამდგომლობის საფუძველზე.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს სპეციალური ნიშნის და შესაბამისი სიგელის ნიმუშის შემუშავება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი დამზადების უზრუნველყოფა.
5. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური ნიშნებისა და შესაბამისი სიგელების ნიმუშების შემუშავებისა და დამზადების, ფულადი პრემიების გაცემისა და შესაბამის პირთათვის მათი გადაცემისათვის საჭირო ღონისძიებების მოწყობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოუყოს 77 000 (სამოცდაჩვიდმეტი ათასი) ლარი.
6. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი