„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№42/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.014690
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 01/06/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.690

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების

მინისტრის ბრძანება №42/ნ

2010 წლის 25 მაისი

  ქ. თბილისი

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის  №127 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

           მუხლი 1.

„ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანებით (სსმ III, 01.04.2005 წ., №37, მუხლი. 380) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) მინიმალური კომპეტენციის ზღვარი – თითოეულ საგამოცდო საგანში დადგენილი ქულათა მინიმალური ოდენობა, რომლის გადალახვაც აბიტურიენტისათვის აუცილებელია რანჟირების დოკუმენტში მოსახვედრად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამზე სწავლის გაგრძელების უფლების მოსაპოვებლად;“;

 ბ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალი – აბიტურიენტის მიერ სარეგისტრაციო განცხადებაში პრიორიტეტების მიხედვით მითითებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფაკულტეტი და აკადემიური უმაღლესი ან/და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელზეც სურს სწავლის გაგრძელება;“.

2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“, „ა3“, „ა4“ და „ა5“ ქვეპუნქტები:

„ა2) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

3) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

4) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

5) რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;“/

3. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რომლებმაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ, პროფესიულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამის ამა თუ იმ ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.“.

4. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი:

„81. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელია ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.“.

5. მე-8 მუხლის:

ა) 11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგ აბიტურიენტი აპირებს სწავლის გაგრძელებას საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატისთვის და დიპლომირებული სპეციალისტის საგანმანათლებლო პროგრამისთვის სასწავლო წლის დასაწყისში უფლებამოსილია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:

ა) მხოლოდ დაწესებულების კონკურსის შედეგების მიხედვით – ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდის ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;

ბ) შერეული წესით – დაწესებულების კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.“.

6. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. სახელოვნებო და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტები ჩაირიცხებიან სახელოვნებო ან სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლის შემდეგ, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების საფუძველზე.“.

7. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) იმ ფაკულტეტის ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (არა უმეტეს შვიდისა) დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი, სადაც მას სურს სწავლის გაგრძელება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მითითებით.“.

8. მე-11 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ფაკულტეტები ან/და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მოხდება აბიტურიენტთა მიღება და თითოეულ მათგანზე ადგილების რაოდენობა, აკადემიური, პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები აბიტურიენტებისთვის ცალ-ცალკე;“;

ბ) პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) დადგენილი წესით განსაზღვრული სწავლის წლიური საფასური თითოეული ფაკულტეტისთვის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის;“;

გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გამოცდების ეროვნული ცენტრი ანკეტაში გათვალისწინებულ კომპიუტერულად დამუშავებულ ელექტრონულ ინფორმაციას განათავსებს საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე. ელექტრონულ ინფორმაციაში აისახება საქართველოში არსებული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტები/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე წარმოებს აბიტურიენტთა მიღება.“.

9. მე-12 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

10. მე-18 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მოპოვებული სკალირებული ქულის მიხედვით უმაღლესიდან უმდაბლესისკენ, აბსოლუტური რანჟირების სიის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის წლიური მოცულობის ფარგლებში. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბსოლუტური ქულებით რანჟირებას ახორციელებს ცალ-ცალკე ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზარბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისათვის.“;

ბ) მესამე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„ა) იმ პირებზე, რომლებსაც ის ერთხელ უკვე მიღებული აქვთ პროფესიული უმაღლეს, აკადემიურ უმაღლეს ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე;“.

11. მე-19 მუხლის მე-7 – მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

12. დაემატოს შემდეგი შინაარსის 191 მუხლი:

     „მუხლი 191. რანჟირება საქართველოს მოქალაქის მიერ ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე მიღებული ქულების შესაბამისად

1. აბიტურიენტის ჩარიცხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ხორციელდება მის მიერ მიღებული სკალირებული ქულისა და აბიტურიენტის მიერ არჩეული ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის საფუძველზე.

2. მხოლოდ ის აბიტურიენტი შეიძლება ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე გამოცდისათვის გადალახავს მინიმალური კომპეტენციის დადგენილ ზღვარს.

3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ჩაირიცხება მაღალი შეფასების მქონე აბიტურიენტთა ის რაოდენობა, რომელსაც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის.

4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 52 პუნქტით დადგენილი წესით, შესაბამისი წლის 15 ივლისამდე, გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიაწოდოს ინფორმაცია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების მათი ჯამის ფარგლებში შეცვლის თაობაზე.

5. თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტთა ჩარიცხვის პროცესში აღმოჩნდება, რომ ბოლო ადგილზე ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად რანჟირებული სიიდან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე თანაბარი ჩარიცხვის უფლება აქვს ორ ან მეტ აბიტურიენტს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის 51 პუნქტის თანახმად, აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არც ერთ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე არ არსებობს ვაკანტური ადგილი, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს. აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული თანაბარქულიანი აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს გამოყოფილი ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, აფხაზურენოვანი ან ოსურენოვანი ტესტის საფუძველზე ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობას.“.

13. დაემატოს შემდეგი შინაარსის 192 მუხლი:

     „მუხლი 192. რანჟირების დოკუმენტი. რანჟირების დოკუმენტში შეცდომა

1. თუ აბიტურიენტმა ვერ მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება მის მიერ შედგენილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ფაკულტეტების რეიტინგული ჩამონათვალის პირველ ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ მისი საკითხი განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე ფაკულტეტზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, მაშინ რეიტინგულ სიაში მითითებულ მომდევნო ფაკულტეტზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება.

2. გამოცდების ეროვნული ცენტრი, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, შესაბამისი წლის 1 ოქტომბრამდე იღებს გადაწყვეტილებას შეცდომის გასწორების შესახებ და შეცდომის გათვალისწინებით აქვეყნებს აბიტურიენტთა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის შედეგებს იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა პირველადი ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს დაშვებულ იქნა შემდეგი სახის შეცდომა:

ა) ბაზაში არ იქნა შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემები ;

ბ) ბაზაში შეყვანილი კონკრეტული აბიტურიენტის მონაცემებში არის არსებითი შეცდომა;

გ) ბაზაში ერთი და იმავე პირის მონაცემი რამდენჯერმე არის შეყვანილი.

3. იმ შემთხვევაში, თუ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ აბიტურიენტთა ჩარიცხვის პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს შესაბამისი წლის 1 ოქტომბრისა, გამოვლინდა, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში აბიტურიენტთა მონაცემების შეყვანის დროს შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის უფლების მქონე პირი/პირები, აბიტურიენტი/აბიტურიენტები, რომლის მონაცემებიც შეცდომით არ იქნა შეყვანილი ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში, შეცდომის არდაშვების შემთხვევაში ჩაირიცხებოდა კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩარიცხვის საინფორმაციო ბაზაში შეცდომით არშეყვანის შედეგად არც ერთი სხვა აბიტურიენტის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება არ შეიზღუდა ან არ გაუარესდა მისი მდგომარეობა მის მიერ ამ დებულების შესაბამისად მითითებული პრიორიტეტული ფაკულტეტების/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით, ჩარიცხვის გამოქვეყნებული მონაცემები რჩება ძალაში. ხოლო ჩარიცხვის ელექტრონულ ბაზაში შეცდომით არშეყვანილი აბიტურიენტის/აბიტურიენტების იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მიზნით, რომელშიც აბიტურიენტმა/აბიტურიენტებმა მოიპოვა ჩარიცხვის უფლება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორი გამოცდების ეროვნული ცენტრის შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას აკრედიტაციის შედეგად მისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის ფარგლებში ამ ფაკულტეტისათვის/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამისთვის ადგილების დამატების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ არსებობს ვაკანტური ადგილი აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, გამოცდების ეროვნული ცენტრი მიმართავს აკრედიტაციის ცენტრს. აკრედიტაციის ცენტრი გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უმატებს სტუდენტთა ადგილებს იმ რაოდენობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტით განსაზღვრული აბიტურიენტის/აბიტურიენტების ჩასარიცხად. ამ შემთხვევაში ეს რაოდენობა მოაკლდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტთა მომდევნო სასწავლო წელს დადგენილ მისაღებ კონტინგენტს.“.

14. 214 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 214 განმეორებითი განაცხადის წარდგენა

1. იმ აბიტურიენტებს, რომლებიც ვერ ჩაირიცხნენ საგამოცდო განაცხადში მითითებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების ვერც ერთ ფაკულტეტზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, უფლება აქვთ გააკეთონ განმეორებითი განაცხადი, რომელშიც ვაკანსიების გათვალისწინებით მითითებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფაკულტეტების/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ახალი რეიტინგული ჩამონათვალი. განაცხადის წარდგენის ვადას ადგენს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ახალი განცხადების საფუძველზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფაკულტეტებზე/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე აბიტურიენტთა ჩარიცხვა განხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესით.“.

15. 22-ე მუხლის პირველ პუნქტს:

ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“, „ა3“, „ა4“ და „ა5“ ქვეპუნქტები:

„ა2) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აზერბაიჯნულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

3) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

4) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;

5) აბსოლუტური ქულების ჯამით რანჟირების დოკუმენტს იმ აბიტურიენტთა ჩამონათვალის მითითებით, რომლებმაც ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასაფინანსებლად მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი;“;

ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) რანჟირების დოკუმენტს თითოეული აბიტურიენტისთვის იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელზე სწავლის უფლებაც მან მოიპოვა ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯ ა ნულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე, მათ შორის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ან ნაწილობრივი ოდენობის მფლობელთათვის.“.

16. 23-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-14 პუნქტი:

„14. ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი და ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე საქართველოს მოქალაქის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა განხორციელდეს 2012-2013 სასწავლო წლიდან.“.

 მუხლი 2

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი