აქციონერთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№60/10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 72, 24/09/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს ინტერტრანსსერვის-საზღვაო ვაჭრობისაქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ

 გაცნობებთ, რომ 2010 წლის 19 ოქტომბერს, 12 საათზე, ქ. ფოთ ში, დ ავით აღმაშენებლის ქ. №52-ში დანიშნულია სს ,,ინტერტრანსსერვისი-საზღვაო ვაჭრობის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. 2009 წლის სამეურნეო საქმიანობის შედეგი;

2. აქციონერების: ფენია მეგრელიშვილის, იაკობ მეგრელიშვილისა და ლიანა პაპისმედოვას მოთხოვნისა და სამოქალაქო №2/49 და №2/51 საქმეებზე ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ივნისის კანონიერ ძალაში შესული განჩინებების საფუძველზე, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-13-18 პუნქტების შესაბამისად, 2010 წლის 1 ივლისის მდგომარეობით კომპანიის გაყოფით რეორგანიზაცია;

3. აქციონერების – მზიანა დავითაიას, კახაბერ, ლალი და ნიკოლოზ ცხვედიანების მოთხოვნის შესაბამისად, კომპანიის გაყოფით რეორგანიზაცია;

4. კომპანიის აუდიტორის არჩევა.

 ● სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორები რეკომენდაციას უწევენ, რომ აქციონერებმა მხარი დაუჭირონ დღის წესრიგში აღნიშნული საკითხების დადებითად გადაწყვეტას; 

 ● დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორთან;

●  დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით, აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა დირექტორისა და სამეთვალყურეო საბჭოსაგან როგორც კრებაზე (ზეპირად), ასევე წერილობით და გამოთქვან თავიანთი აზრი. თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილ იქნა 2010 წლის 8 ოქტომბრამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი, ან საკითხი შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად;

●  საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ სააღრიცხვო დღისათვის – 2010 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით. ამ ფაქტის შემოწმება აქციონერებს შეუძლიათ სს „ინტერტრანსსერვისი-საზღვაო ვაჭრობის” აქციათა რეესტრის მწარმოებელთან, შპს „კაპიტალ-რეგისტრში” კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №55;ტელ: 8(22) 23-03-84;

● აქციონერი კრების მუშაობაში მონაწილეობს პირადობის მოწმობისა და კრებაზე წარმოდგენილი აქციათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე. დასაშვებია წარმომადგენლობა წერილობითი მინდობილობის საფუძველზე.

სს „ინტერტრანსსერვისი-საზღვაო ვაჭრობის“

დირექტორი ლ. პაპისმედოვა