,,საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ”

მიღების თარიღი 27.05.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №94
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.10.003.000.228
გამოქვეყნების წყარო სსმ, 64, 27/05/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,156 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ” /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:67.5pt 55.35pt 45.35pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის დადგენილება №94 2005 წლის 27 მაისი ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული კანონქვემდებარე ნორ­მატიული აქტებით რეგულირებული მთელი რიგი საზო­გადოებრივი ურთიერთობები ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების გამო რეალუ­რად აღარ არსებობს ან განიცადა მნიშვნელოვანი სახე­ცვლილება. ამასთან, მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ნაწილი არსებითად მოძველებუ­ლია და ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვ­ნებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქარ­თველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსი­ლებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად: 1. საქართველოს მთავრობის მმართველობის სფერო­ში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის კუთხით განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაციისა და საქართველოს მთავ­რო­ბისათვის შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით შეიქმნას კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ჯამბულ ბაკურაძე – საქართველოს მთავრობის კან­ცე­ლარიის რეგიონალური პოლიტიკის განხორციე­ლებისა და განსაკუთრებულ საკითხთა დეპარტამენტის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარე კობა აბულაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი გოდაბრელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ზურაბ დეკანოიძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტა­მენტის უფროსი ჩიორა თაქთაქიშვილი – საქართველოს განათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარ­ტამენტის უფროსი დავით კერესელიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, კომისიის თავმჯდო­მარის მოადგილე ზურაბ მარაქველიძე – IRIS საქართველო, მრჩეველი იურიდიულ საკითხებში. გივი მერაბიშვილი – საქართველოს სოფლის მეურ­ნეობის სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი ონისე მეტრეველი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი ზაზა ნანობაშვილი – საქართველოს მთავრობის კან­­ცე­ლარიის იურიდიული დეპარტამენტის სამართლებ­რივი აქტების პროექტების ექსპერტიზის განყოფილების უფროსი თეა ონიანი – საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი ნუგზარ სარჯველაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე კარლო სიხარულიძე – საქართველოს საგა­რეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ფრუიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ქეთევან ქოქრაშვილი – რეფორმების კოორდინა­ციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარი მრჩეველი დავით ჩანტლაძე – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხეთაგური – საქართველოს ენერგე­ტიკის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხიდაშელი – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი ვახტანგ ჯორბენაძე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარ­ტამენტის უფროსი. 2. დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის მმართვე­ლობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმა­ტიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის თანდართული დებულება. 3. საქართველოს სამინისტროებმა ამ დადგენილების ძალაში შესვლიდან 5 დღეში უზრუნველყონ თავიანთ მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორ­მატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის განხორ­ციელებისა და აღნიშნულის საფუძველზე სამთავრობო კომისიისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზა­დების მიზნით სამუშაო ჯგუფების შექმნა და ამის თაობაზე სამთავრობო კომისიის ინფორმირება. 4. სამთავრობო კომისიისათვის წარსადგენად სამი­ნისტროებმა თავიანთ მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის საფუძველზე 3 თვეში შეიმუშაონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ერთიანი ნუსხა, რომელშიც მითითებული იქნება ყველა ის ნორმატიული აქტი, რო­მე­ლიც საჭიროებს გაუქმებას (ძალადაკარგულად გამოცხადებას), გარკვეულ კორექტირებას, ან შეესაბამება უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებს. ერთიან ნუსხაში მითითებულ ყოველ სამართლებრივ აქტთან დაკავშირებით შემუშავებულ იქნეს რეკომენდაცია სათანადო არგუმენტაციით (მათი ძალა­დაკარგულად გამოცხადების, გადასინჯვის თუ მოქმედი რედაქციით არსებობის საჭიროების თაობაზე). 5. სამთავრობო კომისიამ 2005 წლის 1 დეკემბრამდე განიხილოს სამინისტროების მიერ ამ დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით წარმოდგენილი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთიანი ნუსხა (სათანადო არგუმენტაციით) და შესაბამისი წინადადებებით მიმარ­თოს საქართველოს მთავრობას. 6. სამთავრობო კომისიის წინადადებების განხილვის საფუძველზე საქართველოს მთავრობამ თავისი კომპე­ტენ­ციის ფარგლებში უზრუნველყოს: ა) შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ცალკეული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ; ბ) სამინისტროების სამოქმედო გეგმის დამტკიცება იმ ნორმატიული აქტების გადასინჯვისათვის, რომელ­თაც არ დაუკარგავთ აქტუალურობა და საჭიროებენ გარკვეულ კორექტირებას. 7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი        ზ. ნოღაიდელი საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისიის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც შეისწავლის სამინის­ტროებისა და მათ გამგებლობაში არსებული დაწესე­ბუ­ლებების მიერ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმა­ტიული აქტების გადარჩევა-ანალიზის შედეგად შემუშავებულ წინადადებებს და რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს მთავრობას. 2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქარ­თველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს მთავრობის დადგენილებების, განკარგულებებისა და ამ დებულების შესაბამისად.     მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს სამინისტროებისა და მათ გამგებლობაში არსებული დაწესებულებების მიერ თავიანთი მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის საქმიანობის კოორდინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე საქარ­თველოს მთავრობის ინფორმაციული უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროების მიერ წარმოდგენილი კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტების ერთიანი ნუსხისა და ცალკეული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების განხილვა, აღნიშნულის შესწავლის საფუძველზე საქარ­თველოს მთავრობისათვის შესაბამისი რეკომენდა­ციების წარდგენა.     მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი კომისია უფლებამოსილია: ა) მოამზადოს შესაბამისი წინადადებები საქართვე­ლოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გადარჩევა-ანალიზის თაობაზე; ბ) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგან­იზაციებიდან და თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; გ) სამინისტროების მიერ მოწოდებული ნუსხისა და წარმოდგენილი დასაბუთების გათვალისწინებით მოამზადოს წინადადებები იმ კანონქვემდებარე ნორმა­ტიული აქტების შესახებ, რომლებიც ექვემდება­რებიან საქართველოს მთავრობის მიერ ძალადაკარგულად გამოცხადებას; დ) საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადა­დებები სამინისტროების მიერ მოწოდებული იმ კანონ­ქვემდებარე ნორმატიული აქტების შესახებ, რომლებიც საჭიროებენ გარკვეულ კორექტირებასა და გადამუ­შავებას. ასევე აღნიშნულ საკითხზე წარადგინოს რეკო­მენდაციები საქართველოს სამინისტროების ნორმა­შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით; ე) სამინისტროების მიერ შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების თაობაზე არასრული და არასაკ­მარისი დასაბუთების წარმოდგენის შემთხვევაში დააბ­რუნოს იგი უკან სათანადო მითითებებით; ვ) კანონმდებლობის ცალკეული დარგების მიხედვით შექ­მნას სამუშაო ჯგუფები ან კონკრეტული ამოცანის გადასაწყვეტად მოიწვიოს სპეციალისტები.     მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს კომისიის სამუშაო განრიგს; გ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს; დ) წარმოადგენს კომისიას მესამე პირებთან ურთიერთობაში. 2. კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს. 3. კომისია თავისი შემადგენლობიდან ირჩევს კომი­სიის მდივანს, რომელიც ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველი დოკუმენტაციის მომზადებას, სხდომის ოქმის შედგენას. 4. კომისიის მდივანი: ა) უზრუნველყოფს კომისიის სხდომის ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია კომისიის სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენის, სხდომათა მასალების შენახვისა და დაცვისათვის. 5. კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა შესაბამისი უწყების წარდგინებით 10 დღეში ნიშნავს კომისიის ახალ წევრს.     მუხლი 5🔗. კომისიის გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წინადადებების სახით კომისიის სხდომებზე. 2. სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტი­ლება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს უჭერს დამ­სწრეთა 2/3 მაინც, მაგრამ არანაკლებ კომისიის წევრთა 1/3-ისა.     მუხლი 6🔗. კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრო­ბის კანცელარია. საჭიროებისამებრ, სამთავრო­ბო კო­მისიის არგუმენტირებული მოთხოვნის შემთხვე­ვაში შეიძლება შეიქმნას სამთავრობო კომისიის აპარატი.     მუხლი 7🔗. კომისიის საქმიანობის შეწყვეტა კომისია საქმიანობას წყვეტს საქართველოს მთავრო­ბის დადგენილებით.