„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 აპრილის №277 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№665
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 171, 03/12/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №665

2007 წლის 30 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 აპრილის №277 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 აპრილის №277 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №56, მუხ. 680) დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები

1. კანდიდატის საკონკურსო წესით შერჩევის კრიტერიუმებია:

ა) საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები;

ბ) მორალური რეპუტაცია;

გ) პიროვნული თვისებები;

დ) კვალიფიკაცია;

ე) პროფესიული უნარ-ჩვევები;

ვ) მტკიცებისა და გამოხატვის უნარი;

ზ) ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

2. შეფასების კრიტერიუმებში იგულისხმება:

ა) მორალური რეპუტაცია – საზოგადოებრივი ღირებულებებისადმი, ზნეობრივი და ეთიკური ნორმებისადმი დამოკიდებულება, მიუკერძოებლობა, მის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება;

ბ) პიროვნული თვისებები – გაწონასწორებულობა, სანდოობა, გულწრფელობა, კომუნიკაბელურობა, ხასიათის სიმტკიცე, ობიექტურობა;

გ) კვალიფიკაცია – მატერიალური და საპროცესო სამართლის, სასამართლო პრაქტიკისა და მეთოდიკის, კანონის ინტერპრეტაციის (განმარტების) მეთოდების ცოდნა, ასევე მისწრაფება სამართლებრივი ცოდნის გაღრმავებისაკენ, პროფესიული მუშაობის გამოცდილება, სამეცნიერო ხარისხი;

დ) პროფესიული უნარ-ჩვევები – პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა, საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება, მონდომებულობა, მუშაობის ნაყოფიერება, პერსპექტიულობა; პირის უნარი, შეასრულოს დაკისრებული მოვალეობები დიდი პასუხისმგებლობით, სიფრთხილით, საფუძვლიანად, კეთილსინდისიერად და საიმედოდ; მიუდგეს საქმეს გეგმურად, ეკონომიურად, კონცენტრირებულად და საჭიროების შემთხვევაში ვალდებულებათა სხვა სფერო ჰარმონიულად შეუსადაგოს სამსახურებრივ ვალდებულებებს;

ე) მტკიცებისა და გამოხატვის უნარი – პირის უნარი, დამაჯერებელი არგუმენტებით დაიცვას და სათანადოდ წარმოაჩინოს საკუთარი თვალსაზრისი, რა დროსაც უნდა გამოიჩინოს კონსტრუქციულობა, ტაქტიანობა და თვითკრიტიკულობა; ცალსახად, კომპეტენტურად, გასაგებად, მოქნილად, კონცენტრირებულად და დამაჯერებლად გამოხატოს თავისი აზრი როგორც ზეპირად, ისე წერილობით; შემოიფარგლოს არსებითი განმარტებებით და მოახდინოს პრობლემის ამომწურავი არგუმენტირება;

ვ) ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი – პირის უნარი, საქმის რთული, უცხო გარემოებები და ურთიერთკავშირები აღიქვას სწორად; ცხოვრებისეული ურთიერთობების სოციალური, ეკონომიკური და სხვა არაიურიდიული ფონის გათვალისწინებით, პროფესიული ცოდნის გამოყენებით გააანალიზოს და ლოგიკურად მოაწესრიგოს ისინი; კონცენტრირება გააკეთოს საქმის არსებით გარემოებებზე; სათანადო მომენტში საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს სწორი და საფუძვლიანი გადაწყვეტილება.

3. კანდიდატების შერჩევისას გამოიყენება შემდეგი სახის შეფასებები:

ა) აჭარბებს მოთხოვნებს შესამჩნევად;

ბ) აჭარბებს მოთხოვნებს ნაწილობრივ;

გ) შეესაბამება მოთხოვნებს;

დ) შეესაბამება მოთხოვნებს ნაკლებად;

ე) არ შეესაბამება მოთხოვნებს.

4. პიროვნული თვისებების კრიტერიუმის მიხედვით უარყოფითი შეფასების შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილია სხვა კრიტერიუმების შეუფასებლად მიიღოს უარყოფითი გადაწყვეტილება.

5. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თითოეული წევრი ავსებს კანდიდატის შეფასების ფურცელს თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი 1).“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი                    ნ. ბურჯანაძე

 

დანართი 1

იუსტიციის მსმენელობის კანდიდატის შეფასება

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის

საიდენტიფიკაციო ნომერი

 

კანდიდატის სახელი, გვარი

მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები

 

 ფოტოსურათის 

ადგილი

 

საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები:

კონკურსზე მონაწილეობის რიგითობა:

შეფასების კრიტერიუმები

 

N

შეფასების კრიტერიუმი

აჭარბებს მოთხოვნებს შესამჩნევად

აჭარბებს მოთხოვნებს ნაწილობრივ

შეესაბამება მოთხოვნებს

შეესაბამება მოთხოვნებს ნაკლებად

არ შეესაბამება მოთხოვნებს

1

მორალური რეპუტაცია

 

 

 

 

 

2

პიროვნული თვისებები

 

 

 

 

 

3

კვალიფიკაცია

 

 

 

 

 

4

პროფესიული უნარ-ჩვევები

 

 

 

 

 

5

მტკიცებისა და გამოხატვის უნარი

 

 

 

 

 

6

ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნე­ბი­სა და გადაწყვეტი-ლების მიღების უნარი

 

 

 

 

 

 

საბოლოო შეფასება:

 დადებითი

 

 უარყოფითი