„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№669
სარეგისტრაციო კოდი
010.320.040.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 173, 06/12/2007

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №669

2007 წლის 4 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის №139 ბრძანებულებაში (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, 1997წ. , კრებული №6, გვ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დებულების 75-ე მუხლი ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.“;

ბ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-16 მუხლის მე-4 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შს ორგანოს მივლინებული თანამშრომლის ფულადი წახალისება ხორციელდება შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოებში არსებული ფულადი წახალისების სისტემით, თანამდებობრივი სარგოების გათვალისწინებით. თანამდებობრივი ხელფასის და პრემიის გადახდა ხდება ასიგნებული თანხიდან, რომელიც გამოყოფილია შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოს თანამშრომლების შესანახად. ყველა დანარჩენ გასამრჯელოს მივლინებულ თანამშრომელს უხდის შს სამინისტრო. ამასთან, ფორმის ტანსაცმლით და სხვა ნივთებით მათ უზრუნველყოფს შს სამინისტრო.“;

გ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 49-ე მუხლის მე-3 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შვებულების შეცვლა ფულადი კომპენსაციით არ შეიძლება.“;

დ) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულებიდან ამოღებულ იქნეს 50-ე მუხლის მე-3 აბზაცი;

ე) ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 55-ე მუხლის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამინისტროს მოსამსახურეს ეძლევა ყოველთვიური ფულადი სარგო – ხელფასი (თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო), ნამსახური წლებისათვის ხელფასზე (ყოველთვიურ ფულად სარგოზე) ყოველთვიური დანამატი, საჭიროების შემთხვევაში, დადგენილი ნორმით სასურსათო ულუფა, კანონმდებლობით დადგენილი სხვა დანამატები, კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი.“.

2. ბრძანებულება ამოქმედდეს 2008 წლის 1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი

ნინო ბურჯანაძე