„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №674
2007 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 14 ივლისის №424 ბრძანებულებით (სსმ III, 2006 წ., №95, მუხ. 1261) დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. სასაზღვრო პოლიციაში მოსამსახურე შეიძლება დაინიშნოს 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით.“;
ბ) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამსახურე შეიძლება დაინიშნოს მოვალეობის შემსრულებლად 3 (სამი) თვის ვადით.“;
გ) 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირთა მიერ ხელშეკრულებით (კონტრაქტით) სამსახურის გავლა
უმცროსი და საშუალო სპეციალური წოდების შტატით განსაზღვრული თანამდებობის პირები დებენ წერილობით ხელშეკრულებას (კონტრაქტს) განსაზღვრული ვადით სასაზღვრო პოლიციაში სამსახურის გავლის შესახებ. ხელშეკრულება (კონტრაქტი) ითვლება გაგრძელებულად, თუ რომელიმე მხარე ერთი თვით ადრე წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ.“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
ნ. ბურჯანაძე