,,საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.014.694
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №440
2010 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
,,საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №148 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1.
,,საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის №148 ბრძანებით (სსმ III, 27.02.2006, №6, მუხ.311) დამტკიცებულ „საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების წარმოების და რეგისტრაციის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) საქონლის/მომსახურების მიმღების რეკვიზიტების (დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საქონელი/მომსახურება მიეწოდება გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირს, მაშინ ბლანკზე გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი მისამართი, სახელი და გვარი ან/და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები);“;
ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით ჩგდ-ის ბლანკის ნიმუში უნდა იყოს რეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში.“;
გ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დასაშვებია ჩგდ მოიცავდეს გადასახადის გადამხდელისათვის საჭირო სხვა დამატებით გრაფებსაც.“;
6. ჩგდ შეიძლება იყოს როგორც ერთმანეთთან დაკავშირებული თვითკოპირებადი ეგზემპლარების ფორმით (რომლის არანაკლებ ერთი პირი გადაეცემა მომხმარებელს), ასევე ერთი ფურცლის ფორმით, რომლის მოსახევი ნაწილი გადაეცემა მომხმარებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ მუხლით ჩგდ-ის ბლანკისათვის დადგენილი რეკვიზიტები უნდა იყოს განთავსებული როგორც გადასახადის გადამხდელთან, ასევე მომხმარებელთან დასატოვებელ ბლანკის ნაწილზე.“.
2. მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) განცხადების და ჩგდ-ის ნიმუშის ამ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შემთხვევაში, განცხადებას და ჩგდ-ის სარეგისტრაციო მონაცემებს (დანართი №2) ატარებს მონაცემთა ერთიან კომპიუტერულ ბაზაში. აღნიშნული ინფორმაცია მონაცემთა ერთიანი კომპიუტერული ბაზიდან შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ ყოველწლიურად (არა უგვიანეს მომდევნო წლის ხუთი იანვრისა) უნდა იქნეს ამობეჭდილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული შესაბამისი საგადასახადო ორგანოს ბეჭდით, შემდგომში არქივში შენახვის მიზნით;“;
გ) მე-5 ქვეპუნქტი ამოღებული იქნეს.
3. ბრძანებით დამტკიცებული დანართები №1, №2 და №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
დანართი №1
----------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
------------------------------------------------------------
(გადასახადის გადამხდელის (საქონლის მიმწოდებლის/მომსახურების
გამწევის დასახელება, სამართლებრივი ფორმა))
----------------------------------------------------
(საიდენტიფიკაციო ნომერი და იურიდიული მისამართი)
----------------------------------
(საკონტაქტო ტელეფონის ნომერი)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
№-----------------
ვაპირებთ მოვახდინოთ საქონლის/მომსახურების მიწოდება და ნაღდი ფულის მიღება მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში/ორგანიზაციებში/საწარმოებში) ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების მეშვებით.
გთხოვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოთ საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია --------------------- ცალის ოდენობით, რომელთა სავარაუდო გახარჯვის პერიოდია --------------------------- ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების სერია/ნომერი --------------- დან----------------მდე.
------------------------------------
(გადასახადის გადამხდელის, ან
წარმომადგენლის ხელმოწერა)
-----------------------------
(რიცხვი, თვე, წელი)
განცხადებასთან ერთად წარმოსადგენი დოკუმენტები:
1. ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის ნიმუშის ასლი;
2. ტიპოგრაფიული ან შესაბამისი საწარმოს მიერ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი ჩგდ-ების მიწოდების თაობაზე (შესაბამისი რაოდენობისა და ნუმერაციის დიაპაზონის მითითებით) გაცემული დოკუმენტის ასლი.
დანართი №2
საგადასახადო ორგანოში საკონტროლო სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების
სარეგისტრაციო მონაცემები
| № | საიდენტი-ფიკაციო ნომერი | გადასახადის გადამხდელის დასახელება | მისამარ-თი | განცხადე-ბის მიღების თარიღი | განცხადე-ბის ნომერი | ცნობის გაცემის თარიღი | ცნობის გაცემის ნომერი | ჩგდ-ის დიაპაზო-ნის საწყისი ნომერი | ჩგდ-ის დიაპაზო-ნის ბოლო ნომერი | ჩგდ-ის გახარჯვის სავარაუდო პერიოდი | სტატუსი | შესაბამისი საგადასა-ხადო ორგანოს დასახელება | რეგისტრა-ციაზე პასუხისმგე-ბელი პირი | შენიშ-ვნა |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
| |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
დანართი №3
ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების საგადასახადო
ორგანოში რეგისტრაციის შესახებ
ც ნ ო ბ ა
№-----------------------
-------------------------------------------------------------------------
(საგადასახადო ორგანოს დასახელება)
-----------------------------------------
(საიდენტიფიკაციო ნომერი)
--------------------------------------------------------------------------------------
(გადასახადის გადამხდელის დასახელება)
-------------------------------------------------------------------------------------
(იურიდიული მისამართი)
ცნობა გაიცა მასზედ, რომ მან კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინა საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტების რეგისტრაცია.
დარეგისტრირებული დოკუმენტების რაოდენობა (ნომრების დიაპაზონი)
შეადგენს №----------დან №----------მდე
--------------------------------------------
(რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი
პირის ხელმოწერა)
-------------------------------
(რიცხვი, თვე, წელი)
ბ.ა.