„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.014.700
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანება №81/01
2010 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებით (სსმ III, 10.07.2007 წ., №97, მუხ. 1040) დამტკიცებულ წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) გადამხდელის დასახელება:
დ.ა) სახსრების გადამხდელი იურიდიული პირის სრული დასახელება (სასურველია სამართლებრივი ფორმის ჩათვლით) და მისი საიდენტიფიკაციო ნომერი;
დ.ბ) ფიზიკური პირის სახელი და გვარი, შესაძლებელია ასევე მიეთითოს ფიზიკური პირის პირადი ნომერი;
დ.გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – სახელი და გვარი, შესაძლებელია ასევე მიეთითოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი და ქვეყნის დასახელება;
ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი – მიეთითება საბიუჯეტო ვალდებულებების დაფარვისას როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირის შემთხვევაში.“.
2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 21 და 22 პუნქტები:
„21. საგადახდო საბუთში გადამხდელის დასახელების მითითებისას გადამხდელის (იურიდიული პირის) დასახელების შემოკლება დასაშვებია, თუ ეს არ გამოიწვევს დასახელების შინაარსობრივ ცვლილებას და არ გაართულებს ბანკისა და კლიენტის მუშაობას.
22. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის გარდა, საგადახდო საბუთში აგრეთვე სავალდებულო წესით უნდა მიეთითოს ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი და ქვეყნის დასახელება.“.
3. მე-5 მუხლის:
ა) მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საინკასო დავალებაში მიეთითება გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი და ჩამოსაწერი თანხის ოდენობა, ხოლო საბანკო ანგარიშის მითითება, რომლიდანაც უნდა განხორციელდეს თანხების ჩამოწერა, სავალდებულო არ არის. იმ შემთხვევაში, თუ საინკასო დავალებაში მითითებულია საბანკო ანგარიში, საბანკო დაწესებულების შესაბამისი პასუხისმგებელი პირი არ არის ვალდებული შეამოწმოს მითითებული ანგარიშის სისწორე და თანხის ჩამოწერას ახორციელებს მხოლოდ საინკასო დავალებაში მითითებული გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბანკო დაწესებულებასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის ინფორმაციის (მათ შორის, საინკასო დავალების) ელექტრონულად გაცვლის შესახებ ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში საბანკო დაწესებულება ვალდებულია საგადასახადო და საბაჟო ორგანოს საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს ბანკში არსებულ გადამხდელის (კლიენტის) ყველა ანგარიშზე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. საინკასო დავალებით წარდგენილი თანხა უდავო წესით ჩამოიწერება ერთხელ. თანხის ჩამოწერა შესაძლებელია როგორც ერთი რომელიმე ანგარიშიდან, ასევე გადმხდელის სხვა საბანკო ანგარიშებიდან ჯამურად, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. საინკასო დავალება, პირველ რიგში, შესრულდება იმ ანგარიშიდან (ანგარიშებიდან), რა ვალუტითაც არის წარდგენილი უდავო წესით გადასახდელი თანხა. წარდგენილი ვალუტით ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული ფულადი სახსრების არასაკმარისობის დროს, სხვა ვალუტაში არსებული ანგარიშის (ანგარიშების) არსებობის შემთხვევაში, ბანკი საინკასო დავალების შესრულებას ახორციელებს ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე) არსებული თანხის კონვერტაციით.“.
ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. საინკასო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოწერა შესაძლებელია კლიენტის ნებისმიერი საბანკო ანგარიშიდან, მიუხედავად იმისა, მითითებულია თუ არა საინკასო დავალებაში თანხების ჩამოსაწერად რომელიმე კონკრეტული საბანკო ანგარიშის ნომერი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
4. მე-9 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ლ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ.ა)„გადამხდელის“ ველში მიეთითება ფიზიკური პირის სახელი და გვარი. შესაძლებელია ასევე მიეთითოს ფიზიკური პირის პირადი ნომერი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – სახელი და გვარი, შესაძლებელია ასევე მიეთითოს უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი და ქვეყნის დასახელება.“;
ბ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 31 პუნქტი:
„31) „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის გარდა, აგრეთვე სავალდებულო წესით უნდა მიეთითოს ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტის ნომერი და ქვეყნის დასახელება.“;
გ) მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) ანგარიშის გახსნის გარეშე ოპერაციების შესასრულებლად ბანკი ვალდებულია მოახდინოს ფიზიკური პირის სრულყოფილი იდენტიფიცირება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტების შესაბამისად.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე