„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.003
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №706
2007 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით (სსმ III, 2004 წ., №152, მუხ. 1389) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების 21-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების დანაყოფების დაკომპლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავლების, სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო ფიზიკური მომზადების განხორციელება; სამინისტროში განხორციელებული საკადრო საქმიანობის ინსპექტირება; სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, სამინისტროში სამართალშემოქმედებითი საქმიანობის კოორდინაცია; კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პარლამენტთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროში შემოსული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე სათანადო დასკვნების მომზადება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს დანაყოფების მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური მომსახურება, სამინისტროს სამეურნეო საქმიანობის ორგანიზება;“.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. ბურჯანაძე
საქართველოს პრეზიდენტის
მოვალეობის შემსრულებელი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 21.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №706. სარეგისტრაციო კოდი — 140.010.000.08.002.004.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №706, 21.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/101866/